ფოტოგრაფია იშვიათი უნიკალური ფოტომატიანე, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ 2022, 17 ივნისი, 15:00 ზოგჯერ ერთ ფოტოს უფრო ბევრი რამის თქმა შეუძლია, ვიდრე ისტორიის წიგნის რომელიმე მშრალ სტრიქონს. ეს მეტყველი სურათები ლაკონურად გადმოსცემენ იმ მნიშვნელოვანი ადამიანების ან მოვლენების შესახებ, რომელთა შესახებაც გსურთ მეტი იცოდეთ. კასპიის ზუთხის ხიზილალა, სსრკ, 1947 წ პოლიციელ ქალს საცურაო კოსტუმების სიგრძის გამო სანაპიროდან გაჰყავს ორი გოგონა, 1922 წელი, აშშ. აეროციგა „ჩრდილოეთი-2“ ავტომობილი „პობედას“ ძარით. სსრკ, კამჩატკა, 1962 წ. შეკლტონის ექსპედიცია სამხრეთ ჯორჯიის კუნძულებზე, 1914 ექსპედიციის წევრები ანტარქტიდაში გამგზავრებამდე ვეშაპის ხორცს მოამზადებენ 26 კაცისთვის და 61 ლაიკასთვის. ელვის პრესლი - შესვენება და სადილობის დრო-1954 წელი. გორკის პარკი. მოსკოვი. 1954 წ ციმბირელი ქალი და სტუმრადმისული დათვის ბელები, 1900 წ ბავშვები გილიოტინას თამაშობენ, საფრანგეთი, 1952 წელი. ბიკინის კონკურსი. კალიფორნია, 1986 წ ნათესავების მონახულება ინფექციურ საავადმყოფოში, ოსლო, 1905 წ. 1970-იანების ვარცხნილობა 1964 წელს საბჭოთა ანთროპოლოგმა და მოქანდაკე მიხაილ გერასიმოვმა აღადგინა ივანე მრისხანეს გარეგნობა მეფის სამარხიდან აღმოჩენილი თავის ქალის მიხედვით. ჩონჩხის ნაშთებზე დაფუძნებული ადამიანის გარეგნობის აღდგენის უნიკალურ მეთოდს გერასიმოვის მეთოდს უწოდებენ. მსოფლიოს 4 გზის და 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი და მისი მწვრთნელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვახტანგ ბალავაძე . ამერიკელი მფრინავი ჟაკლინ კოკრანი Northrop Gamma თვითმფრინავში. შემდგომში, 1953 წელს, ის იყო პირველი ქალი მფრინავი, რომელმაც გადალახა ბგერის ბარიერი, ხოლო 1964 წელს, პირველი ქალი პილოტი, რომელმაც გააორმაგა ბგერის სიჩქარე. ისრაელის სამხედრო პოლიცია ამოწმებს ჯარისკაცის ქვედაბოლოს სიგრძეს, 1969 წელი. ჯუნ პალმერი. 1960-იანი წლების ინგლისელი მსახიობი და გლამურული მოდელი. ფიზიკოს ალბერტ აინშტაინის ალბათ ყველაზე ცნობილი ფოტო გადაღებული 1951 წელს, მის დაბადების დღეს. აინშტაინმა იგი აჩუქა სამეცნიერო პოპულარულ გადაცემის წამყვანს, ჰოვარდ სმიტს და სურათს უკან წააწერა: „მოგეწონებათ ეს ჟესტი, რადგან ის განკუთვნილია მთელი კაცობრიობისთვის“. ოდრი ჰეპბერნი და მისი იორკშირელი ტერიერი -" სახელგანთქმული ბატონი".1960წ. ჰეპბერნმა პირველმა შემოიტანა მოდა იორკშირელ ტერიერებზე, როგორც შინაური ცხოველი. ამ ჯიშის ძაღლი, სახელად "მისტერ სელებრიტი", მსახიობის პარტნიორი გახდა ფილმებში „მხიარული სახე“ და „ბავშვთა საათი“. 1955 წელს შეერთებულ შტატებში სიგარეტი იყიდებოდა ავტომატებიდან, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ 25 ცენტიან მონეტებს, ხოლო სიგარეტის ერთი კოლოფი ღირდა 23 ცენტი. ანუ სიგარეტის პირდაპირ გაძვირების ნაცვლად, კოლოფში 2 ცენტს დამატებით იგებდნენ. მომავალი Playboy კურდღლების ვარჯიში, აშშ, 1965 წ. ტაქსების ბირჟა თბილისში, რუსთაველის გამზირი, 1950-იანი წლები. მაღაზია, რომელიც მონებით ვაჭრობდა 1864 წ აშშ. ჯეინ მენსფილდი არაერთხელ გამოჩნდა ჟურნალ Playboy-ის გვერდებზე და მერილინ მონროსთან ერთად 1950-იანი, 1960-იანი წლების ერთ-ერთი სექს-სიმბოლო იყო. ვატიკანის მსროლელთა რაზმი. 1937 წლის ფოტო. რადიოტექნიკა, იაპონია. 1930-იანი წლები 2314 4-ს მოსწონს
|