x
image
თამილა გურაშვილი
"ჩვენ გვითვალთვალებენ" - მარსზე გიგანტური ქალაქის ზომის "თვალი" აღმოაჩინეს
image
მარსის "თვალს“, რომელიც კოსმოსს უყურებს, აქვს 30 კმ დიამეტრი.

მარსის ზედაპირზე ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური აპარატ Mars Express-ის კამერამ გადაიღო მანამდე უცნობი კრატერის სურათი, რომელიც გიგანტურ თვალს ჰგავს. ამის შესახებ Science Alert-ი იტყობინება.


მარსის „თვალს“, რომელიც კოსმოსს უყურებს, აქვს 30 კმ დიამეტრი. იგი მდებარეობს მარსის სამხრეთ ნახევარსფეროში, რომელსაც აონია ტერა ჰქვია. დაკვირვებული ტერიტორია ცნობილია თავისი კრატერებით, სწორედ იქ მდებარეობს ცნობილი ლოუელის დარტყმის კრატერი, რომლის დიამეტრი შთამბეჭდავი 200 კმ-ია.


მეცნიერთა აზრით, აონია ტერას კრატერების უმეტესობა წარმოიქმნა მასიური ზემოქმედების დროს დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ. ეს პერიოდი რთული იყო მთელი მზის სისტემისთვის, რომლის პლანეტები ექვემდებარებოდნენ ასტეროიდების ძლიერ და განმეორებით ზემოქმედებას. ამ ბედს დედამიწაც არ გადაურჩა, ითვლება, რომ სწორედ მაშინ მოხვდა წყალი და ორგანული ნაერთები ჩვენს პლანეტაზე. მაგრამ დედამიწაზე ატმოსფერომ და მიწისძვრებმა წაშალეს უძველესი ასტეროიდების ჩამოვარდნის უმეტესი კვალი პლანეტის ზედაპირიდან.



image


უნაყოფო და გეოლოგიურად მშვიდი მარსი თავის ზედაპირზე ინახავს ყველა ამ კვალს. ამიტომ, მეცნიერებს შეუძლიათ მზის სისტემის პრობლემური წარსულის სურათის ხელახლა შექმნა.



image


მარსის რეგიონებმა, როგორიცაა აონია ტერა, ასევე შეიძლება გამოავლინოს მარსის ინტერიერი. ასეთი ძლიერი ზემოქმედების დროს ზედაპირზე ჩნდებოდა მატერიალები, რომელიც ახლაც პლანეტის ზედაპირზეა. ახალ სურათზე ფართობი გვიჩვენებს, თუ რამდენად რთული და მრავალფეროვანია ნიადაგის შემადგენლობა ამ რეგიონში.


image


თვალის ფორმის კრატერზე უამრავი არხებია, რომელიც სავარაუდოდ მარსის შორეულ წარსულში თხევადი წყლის მიერ შეიქმნა. უფრო მუქი მასალა ჩანს არხების ბოლოში, ზოგიერთი არხი კი ზედაპირზე მაღლა დგას. შესაძლოა ეს ეფექტი მიღებულ იქნა მშრალ მდინარის კალაპოტებში ნიადაგის ეროზიის გამო.


კრატერის სამხრეთით უფრო პატარა კრატერები და ნამსხვრევები ჩანს, ხოლო, ჩრდილოეთით ზედაპირი უფრო გლუვია და აქვს გაცვეთილი ელფერი.


კრატერის ცენტრში ჩანს მუქი მატერიალი, ბნელი დიუნის( ქვიშიანი ბორცვი) მსგავსი. კრატერში ასევე არის კონუსური ბორცვები და ჩამონაშალი.

0
578
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0