x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ვანო ჯავახიშვილი უმუშევარი დარჩაო და ნანუკა ტირის" - რას წერს ჟურნალისტი ნათია ბერიძე
image

"ვანო ჯავახიშვილი უმუშევარი დარჩაო და ნანუკა ტირის. 1 წლის შვილი მყავდა და აქტიურობის გამო ჯერ სტატუსი შემიჩერეთ უნივერსიტეტში მარტოხელა დედას და მერე ყველა სამსახური უარს მეუბნებოდა. გავივლიდი გასაუბრებას ამიყვანდნენ, დილით სამსახურში უნდა გავსულიყავი და ღამე მირეკავდნენ ბოდიში ვეღარ აგიყვანთო, მიზეზი რა თქმა უნდა, ისევ ჩემი აქტიურობა იყო…


სხვათა შორის ვანოსავით ფულები არ მიკეთებია არც მე და არც ჩემს ოჯახს და ჩემი უსამსახურობა ჩემი მცირეწლოვანი შვილის შიმშილის ტოლფასი იყო, რომ არა ჩემი მშობლები ისიც მათი ღამის თენების, წვალების და უბედურების ხარჯზე!" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ბერიძე.


იქვე მეორე პოსტს აქვეყნებს, ფოტოებს ურთავს და წერს:



"ბარემ ამასაც დავდებ… ორივე ჩემი ხელია! მაზოლებიან დახეთქილიც და შილაკიანი მოვლილიც. პირველიდან მეორემდე ბევრი შრომა დამჭირდა. ოღონდ არ დამიკარგავს არასოდეს ღირსება, თავმოყვარეობა და იმედი. ყველას ყველაფერი შეგიძლიათ, ყველას ყველაფერი გამოგივათ"...

image
ნანუკა ჟორჟოლიანმა განმარტა თუ რა გადაცემები დაიხურა "მთავარ არხზე:


„ვატყობ, ახლა ტყუილი და მართალი ერთმანეთში აირევა და ზოგადად, ასეთ მომენტებში საჭიროა გახსნილობა და მოგიყვებით დეტალურად რა ხდება ჩვენს თავს.

„მთავარი“ შედგებოდა სამი ოფისისგან.

1. ჩუბინაშვილის ოფისი, სადაც მხოლოდ პოლიტიკური გადაცემებია. ნიუსი და დღის გადაცემები.

2. ბენტლის ოფისი, სადაც ასევე პოლიტიკური გადაცემებია, ოღონდ საღამოს ეთერები.

3. ვაშლიჯვრის ოფისი, საიდანაც გადიოდა პროდაქშენის გადაცემები. შესაბამისად, აქედან გადიოდა ნიკას გადაცემაც, დილაც, ვანოც, მეც, ლელაც, ექიმებიც.

ერთად ვერ ვეტეოდით ვერსად ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი ზრდიდა ხარჯს. ტექნიკა ყველგან ნაქირავები იდგა, განათება, სტუდიების აწყობა…

ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე დაიხურა ვაშლიჯვარი.

ანუ, სტუდია დაიხურა. დაგაბნევთ ალბათ ის რომ დარჩა თითქმის ყველა გადაცემა, ქეთის სამზარეულო, პუტკუნები, ექიმები, ლელა.

არხის ფინანსური მენეჯერი ამბობს რომ ამ გადაცემას სპონსორებით შენახვის რესურსი აქვთ. ასევე, შეუძლიათ სტუდიის გარეთ გასვლა. ანუ, მათთვის აუცილებელი არაა ვაშლიჯვრის ოფისი.

დაიხურა ვანო. ამ თემაზე კომენტარს მე არ გავაკეთებ, ჯობია ვანოსგან მიიღოთ სრული ინფორმაცია. ერთადერთი რაც ვანოზე შემიძლია ვთქვა, არის ის რომ ვანომ საკუთარი ხელით აშენა ეს არხი. მე მივიღე პასუხი რომ სპონსორის მოძიების შემთხვევაში ვანოს გადაცემა აუცილებლად გავა ეთერში.

ჩემი გადაცემაც დაიხურა. უბრალოდ ჩვენ გვყავდა სპონსორები, უნდა დავამატოთ კიდევ ერთი, რომ ვიარსებოთ.
დილაც დარჩა, მაგრამ სხვა ფორმატით, უკვე ნახეთ კიდეც ეთერში.

ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ რომ ოქუაშვილმა შენობიდან გაგვიშვა. არა მეგობრებო, პირიქით, ეს კაცი მხოლოდ გვეხმარება. უბრალოდ სტუდიებს ვეღარ ინახავს არხი და ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ოფისები ისევ ვაშლიჯვარში დაგვრჩება.

ანუ, ახლა ვიბრძვით გადარჩენისთვის და გადავრჩებით კიდეც.

ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. მაგრამ ჩვენი გადარჩენა ვანოს გარეშე ძალიან უსამართლო იქნება, ამიტომ მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვანოც და მისი გუნდიც ჩვენთან ერთად იყოს“



0
742
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
742
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0