სიახლეები რუსეთმა 100 მილიარდი დოლარი იშოვა წიაღისეული საწვავის ექსპორტით ომის დაწყების შემდეგ 2022, 14 ივნისი, 12:22 რუსეთმა უკრაინის ომის დაწყებიდან პირველი 100 დღის განმავლობაში წიაღისეული საწვავის ექსპორტით თითქმის 100 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა, (80 მილიონი ფუნტი)რომლის უმეტესი ნაწილი ევროკავშირმა შეიძინა. ამის შესახებ ფინეთის ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მოხსენებაში ნათქვამი, იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily mail-ი. აქედან ევროკავშირზე მოდის ექსპორტის 61 პროცენტი, რაც დაახლოებით 49 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. უმსხვილესი იმპორტიორი იყო ჩინეთი 10, 8 მილიარდი ფუნტით, გერმანია 10, 4 მილიარდი ფუნტით და იტალია 6, 7 მილიარდი ფუნტით. და ეს ხდება იმ დროს, როდესაც კიევი მოუწოდებს დასავლეთს, შეწყვიტოს ყველანაირი ვაჭრობა რუსეთთან იმ იმედით, რომ კრემლს ფინანსური მაშველი რგოლი აღარ ექნება. ამ თვის დასაწყისში, ევროკავშირი დათანხმდა შეაჩეროს რუსული ნავთობის იმპორტის უმეტესი ნაწილი, რომელზეც კონტინენტი ძლიერ არის დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი წელს გაზის მიწოდების შემცირებას ორი მესამედით აპირებს, ემბარგო კი ამჟამად არ განიხილება. რუსეთის წიაღისეული საწვავის შემოსავალის ლომის წილი- 39 მილიარდი ფუნტი სტერლინგი ნედლი ნავთობის გაყიდვიდან მოდის, მას მოჰყვება მილსადენის გაზი, ნავთობპროდუქტები, თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) და ქვანახშირი. მიუხედავად იმისა, რომ მაისში რუსეთის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა და ქვეყნები და კომპანიები ერიდებოდნენ მათ მიწოდებას უკრაინაში შეჭრის გამო, წიაღისეული საწვავის ფასების გლობალურმა ზრდამ გამოიწვია კრემლის ბიუჯეტის მსხვილად შევსება, ექსპორტის შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. CREA-ს მონაცემებით, რუსეთში საექსპორტო საშუალო ფასები 60 პროცენტით მეტი იყო გასულ წელთან შედარებით. ზოგიერთმა ქვეყანამ გაზარდა შესყიდვები მოსკოვიდან, მათ შორისაა ჩინეთი, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და საფრანგეთი, ნათქვამია მოხსენებაში. „რადგან ევროკავშირი განიხილავს უფრო მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, საფრანგეთმა გაზარდა იმპორტი, რათა გახდეს LNG მსოფლიოში ყველაზე დიდი მყიდველი“, - თქვა CREA-ს ანალიტიკოსმა ლაური მულივირტამ. 320 4-ს მოსწონს |
იმდენი ხანი აძახებდნენ და აძახებენ ღარიბაშვილს,თითქოს ომი გინდაც მოტივით და შიშით არ უწესებდა სანქციებს რუსეთს,ეს რო ნახონ ევროკავშირში ჩვენს მიღებას გააპროტესტებენ. იქ კი არ მიგვიღებენ კი არა და კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ,მარა ხომ გააქვთ იმედი და გაფაციცებით ელოდებით ამ ამბებეის გამოცხადების დღეს. როცა არც ერს და არც ბერს,არც პოზიციას და არც ოპოზიციას თითი თითზე არ დაუდია რო რაიმე გამოსწორებულიყო ქვეყანაში. მხოლოდ ერთმანეთზე წამოძახება და ქიშპი,ხოდა რა გინდათ იქანე? იტალიელებს და გერმანელებს უნდა ვეძახოთ პრორუსები? სხვა არაფრის კეთება არ გამოგვდის ქვეყანას,ნუ უმეტესობას აქედან გაქცევის გამო უნდათ ეგ ევროკავშირი,თორე ისიც კი არ იციან რა არის ევროკავშირი.
მე არ მსურ ევროკავშირის წევრობა და მაქვს ჩემი მიზეზები,არ მსურს უაზროდ ცალკეულ ჯგუფებს მიენიჭით პრივილეგიები. განვითარება ისედაც არის შესაძლებელი,თუ სწორ პოლიტიკას ვაწარმოებთ და კორუფციას მოვსპობთ,ვიქნებით ყველა ჩვენი საქმის კეთებაზე ორიენტირებულები და მოვრჩებით ამ "რუსის აგენტების" ძახილს. ქალის და მამაკაცის ბიულოგიურ-ანატამოიური თანასწორობა თუ არ მიიღო ქვეყანამ,ისე ვერ განვითარდება თუ რას აწვებით ეს "ტვინიკოსები".