x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სეზონის ყველაზე თავხედური და მეგა-მოდური ტრენდი: ბოიფრენდის საცვლები

image


ცოტაც და მამაკაცისა და ქალის მოდას შორის ზღვარი მთლიანად წაიშლება, და საქმე სულაც არ გახლავთ იმაში რომ მამაკაცები მაღალ ქუსლებს ირგებენ, როგორც ეს ერთხელ ჯარედ ლეტომ და ლენი კრავიცმა სცადეს, არამედ სწორედ იმაშია რომ ჩვენ თავად "ვესხმით თავს" მამაკაცის გარდერობს, და თან მის ყველაზე ინტიმურ ატრიბუტს - თეთრეულს. გაუგებარია რატომ იწვევდა ფეხმძიმე რიანას საზოგადოებაში ყოველი გამოჩენა ამხელა აჟიოტაჟსა და სენსაციას? ის, რომ ბარბადოსელი ლამაზმანი პატარას მოლოდინს მოდის - კულტად აქცევდა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყო ცნობილი.


image


ბიუსტჰალტერის ისე დემონსტრაციულად ტარება კი, როგორც ამას მოკრძალებული ემა უოტსონი აკეთებს, არათუ გასაკიცხი არამედ მოდურიც კია, მაშ, რა იყო იმაში დასაძრახი რომ რი ფეხმძიმობის პერიოდში ყველაზე თამამ ლუქებს ირჩევდა?


imageimageimageimageimage

მომღერალმა სხვათა შორის, სწორედ თავისი პირველი ფეხმძიმობისას ჩაუყარა საფუძველი კიდევ ერთ ტრენდს - მოკრივის აბრეშუმის ტრუსებს.


image


მოდა განიერ შორტებზე ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა, წელს კი ის მოდის კვირეულზე ოფიციალურად დამტკიცდა: "მიუ მიუ"-ს კოლექციაში გაზაფხულის საკულტო ქვედაბოლოები ატლასის ე.წ. მოკრივის ტრუსებთან არის შერწყმული. მამაკაცის შორტების ტარება ქალურობის ხაზგასასმელად შესაძლებელი და აუცილებელიც კია - ახლა ეს სეზონის სუპერ "ცხელი" ტრენდია.


image


შეგიძლიათ ის ჩვეულებრივი შორტივით ატაროთ როგორც ეს უკვე რიანამ სცადა ან "მიუ მიუს" შოუში წარმოდგენილი ლუქები გაითვალისწინოთ და ის შარვლის ან ქვედაბოლოს ქვეშიდან მოირგოთ, ისე რომ მისი მხოლოდ ატლასის რეზინა ჩანდეს.


image


რაც შეეხება ყველაზე გაბედულებს, მათ შეუძლიათ საკუთარი აუთფიტი მამაკაცის საცვლებთან მაქსიმალურად მიახლოებული შორტებით გაახალისონ, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ როგორ აღმერთებენ მოდის ბლოგერები გარდერობის ამ დეტალს, მაშინ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ტრენდული ის კიდევ დიდხანს დარჩება, ამიტომ აბრეშუმის ან ბამბის ე.წ. "ბოქციორებს" ყველა შანსი აქვს, თქვენს საგაზაფხულო ჩაცმულობას კიდევ უფრო მეტი მიმზიდველობა და ხიბლი შემატოს.


image





0
606
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
606