მამაკაცმა მრავალი წელი გაატარა საკუთარი სხეულის ტყვეობაში
2022, 12 ივნისი, 16:04
12 წლის ასაკში მარტინ პისტორიუსი პარალიზებული გახდა ტვინის ინფექციის გამო. მას არ შეეძლო ლაპარაკი, ჭამა და თვალის კონტაქტის დამყარებაც კი.
12 წლის შემდეგ მარტინი გამოვიდა ფსევდოკომადან და თქვა, რომ ამ წლების განმავლობაში გონზე იმყოფებოდა. ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს იგებდა, მაგრამ პასუხის გაცემა არ შეეძლო.
მარტინი ახლა 47 წლისაა, მან შეძლო უმაღლესი განათლების მიღება, დაქორწინდა, ჰყავს ვაჟი და ასევე დაწერა წიგნი ჩაკეტილი ადამიანის ცხოვრების სინდრომის შესახებ.