სამედიცინო პროფესია ირიბად შთააგონებს ადამიანებს ნდობას. მის წარმომადგენლებს ხომ აშკარად უწევთ ხალხის დახმარება. მაგრამ პროფესია შორს არის ზნეობის შეგრძნებისგან.
ისევე როგორც ეს მოხდა ჰონორა კელის შემთხვევაში - გოგონა, რომელიც გამოჩნდა ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში 1854 წელს.
საყვარელი მატყუარა
ბავშვის დედა გარდაიცვალა ტუბერკულოზით, როდესაც მისი ქალიშვილი მხოლოდ ერთი წლის იყო. მამა კი ხანგრძლივ დეპრესიაში ჩავარდა. იმდენად ღრმად, რომ მდგომარეობიდან ვეღარ გამოვიდა და გოგონა ბავშვთა სახლში გაგზავნეს.
ხუთი წლის ასაკში ბავშვი იშვილეს, სახელი შეუცვალეს და ჯეინ ტოპანი დაარქვეს. ახალი მშობლები გოგონას მსახურად მიიჩნევდნენ და არა საყვარელ შვილად. მაგრამ ჯეინმა შეძლო თავისი პოზიციის მაქსიმალურად გამოყენება და სკოლაში ძალიან პოპულარული გახდა. იმიტომ რომ ოსტატურად შეეძლო ადამიანების მოტყუება.
მან შთაგონებით მოიტყუა, რომ მამამისი ჩინეთში ცხოვრობდა, ხოლო მისი მშვენიერი და დაქორწინებული იყო ბრიტანელ ლორდზე. თუმცა, ცხოვრებისეული გარემოებების გათვალისწინებით, ფანტაზიის სამყაროში შესვლა შესაძლოა გოგონასთვის თავის დაცვის საშუალება ყოფილიყო.
მე შენ არ მომწონხარ
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, წამოზრდილი ოგონა ღირსეულ ცხოვრებას ეწეოდა: იგი მსახურობდა მოახლედ ბებიასთან და ბაბუასთან, შემდეგ კი ნახევარ დასთან. ყველაფერი თავდაყირა დადგა, როდესაც ჯეინმა, უკვე 30 წელს გადაცილებულმა ქალმა, გადაწყვიტა შეეცვალა პროფესია და მედდა გამხდარიყო.
კეთილი და ღია ხასიათისთვის კოლეგებმა და პაციენტებმა ქალს ბედნიერი ჯეინიც კი შეარქვეს. მედდა მჭიდრო ემოციუ კავშირს ამყარებდა იმ პაციენტებთან, რომლებიც მას მოსწონდა, ის მიზანმიმართულად აჭარბებდა წამლების დოზას იმ პაციენტებთან, რომლებიც მას მოსწონდა, რათა ისინი საავადმყოფოში დარჩენილიყვნენ კიდევ რამდენიმე კვირა.
ჯეინი თავისთვის უსიამოვნო მაციენტებს სიცოცხლეს უსწრაფებდა. თავიდან მორფინით წმლავდაა, შემდეგ კი წამლების ნარევებით ექსპერიმენტები დაიწყო. გასაოცარია, რომ ის ამას აკეთებდა მხოლოდ მეცნიერული ინტერესის გამო და არა დანაშაულის დასაფარად.
მშვიდობით, საბრალო ადამიანებო
იგი აღფრთოვანებული უყურებდა, როგორ კვდებოდნენ მის მიერ მოწამლული ადამიანები. ჯეინის თქმით, იგი განიცდიდა ეროტიულ აღგზნებას და იღებდა სექსუალურ სიამოვნებას ამ პროცესის დროს.
გასაგებია, რომ იმ დროს მედიცინა საწყის ეტაპზე იყო და ადამიანები მუდმივად კვდებოდნენ. საზოგადოება აღშფოთებული იყო იმით, რომ საყვარელი მედდა ითვისებდა გარდაცვლილთა ქონებას.
სავადმყოფოს თხოვნით დაიწყო ღამის ცლაში მუშაობა. ძირითადად სპეციალიზირებული იყო მოხუცებზე, რომლებსაც სიამოვნებით უსწორდებოდა. აბა, რისთვის იყვნენ საჭირო, ჰაერის გასაფუჭებლად? მან ასევე საიქიოში გაისტუმრა თავისი და ელიზაბეთი და გეგმავდა დაქორწინებას ნათესავის დაქვრივებულ ქმარზე. ოჯახის ოკონმმა ქალმაც ელიზაბეთის ბედი გაიზიარა.
მაგრამ გეგმა ვერ განხორციელდა: ორამელ ბრიგჰემმა არავითარი ინტერესი არ გამოავლინა ჯეინის მიმართ, მაშინ ჯეინმა სცადა მამაკაცის მოკვლა. მაგრამ ეს უკვე სისულელის მწვერვალი აღმოჩნდა, რადგან ერთ ოჯახის წევრების სიკვდილის სერია ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა.
ექსპერტიზამ შხამის კვალი აღმოაჩინა. და მომწამვლელი წავიდა იქ, სადაც მისი ადგილი იყო.
1902 წელს ბედნიერი ჯეინი გაასამართლეს და შეშლილად გამოაცხადეს. რადგან ადამიანი, რომელმაც მშვიდად ჩაიდინა მინიმუმ 30 მკვლელობა (რეალურად მსვერპლი ბევრად მეტია) ნორმალური არ შეიძლება იყოს.
ბრალდებულმა გააპროტესტა, მაგრამ მისივე სიტყვებმა დაუსვა წერტილი ყველაფერს: ჯეინმ განაცხადა, რომ ის არც დანაშაულს გრძნობდა და არც სინანულს ჩადენილის გამო. ნაფიცმა მსაჯულმა ქალის გიჟად ცნობის განაჩენი ძალაში დატოვა. ფსიქოპათი საავადმყოფოში გაზავნეს, სადაც სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი გაატარა და 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამედიცინო პერსონალი იხსენებდა, რომ როდესაც ერთ-ერთი პაციენტი ავად იყო, ბედნიერმა ჯეინმა სიხარულით ჩაილაპარაკა: „მოიტანეთ მორფინი, თაფლი და ჩვენ პალატაში წავალთ. ეს იქნება სახალისო, ჩვენ ვიხილავთ მის სიკვდილს."