საქართველო "დაანგრიეთ ქვეყანა, ჩოხები გაიხადეთ და კოლგოტები ჩაიცვითო" - ლალი მოროშკინა 2022, 9 ივნისი, 21:23
ლალი მოროშკინა ევროპარლამენტს მიმართავს, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესებას ითხოვს და აგრეთვე იმ ოპოზიციურ ძალებს მიმართავს, ვინც მხარს უჭერს ამ ნაბიჯს.
"დღეს ჩემთვის ყველა ჩემი ქვეყნის მოწინააღმდეგე ევროპელი ეს ხართ...
კლოუნადა გრძელდება. მით უფრო საინტერესოა ფინალი!!!! აი, გული მიგრძნობს, როგორ მძიმედ დასრულდებით...
გახსენით მეორე ფრონტიო, შეაკალით დარჩენილი ბიჭები ჩვენს პოხონდრიებსო,
ერთადერთი რეალური ქველმოქმედი ივანიშვილი მიგვასანქცირებინეთო,
დამნაშავეები გამოუშვით და უდანაშაულოები ჩასვით ციხეშიო, დაანგრიეთ ქვეყანა, ჩოხები გაიხადეთ და კოლგოტები ჩაიცვითო... ფარდა"-წერს მოროშკინა.
ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო რეზოლუცია, რის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო პროცესები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ „ცალსახად უნდა აჩვენოს ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების პოლიტიკური მზადყოფნა, როგორც ამას ევროკავშირის წევრობაზე ქვეყნის განაცხადი მოწმობს“.
ევროპარლამენტმა აღნიშნა, რომ „ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები განხორციელებას იმსახურებს“ და ამიტომ, ის მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს „იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს“. საკითხების სიმრავლე რეზოლუცია რიგ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, პრესის თავისუფლებაზე. ეს საკითხებია: 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე თავდასხმა; „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, რომელიც 5 ივლისის თავდასხმის მსხვერპლი იყო; „5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღირსების მარშის დროს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოვლენილ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ გამოძიების ან სისხლის სამართლებრივი დევნის ნაკლებობა“; მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მე-60 ადგილიდან 89-ე ადგილზე გადანაცვლება; ჟურნალისტებისთვის, განსაკუთრებით ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხებიდან, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეფერხება; უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჟურნალისტებზე სავარაუდო თვალთვალი; ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მზარდი რაოდენობა და ცილისწამების სარჩელები, მათ შორის, ისინი, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა პირებმა კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ შეიტანეს; გამოძიების დროს გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ნაკლებობა, რასაც „ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობის აღქმა მოჰყვა“; ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელისთვის, ნიკა გვარამიასთვის 3.5 წლიანი პატიმრობის შეფარდება „საეჭვო ბრალდებებით“; „მედიის მფლობელებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები“; ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები, რაც კომუნიკაციების კომისიას სატელეკომუნიკაციო კომპანიებში სპეციალური მმართველების დანიშვნის უფლებამოსილებას ანიჭებს; „ლგბტ+ პირთა უწყვეტი დისკრიმინაცია“; „ხელისუფლების მუდმივი თავდასხმები“ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ. მოწოდება ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ რეზოლუციაში ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს იმ „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში თამაშობს, ასევე მის მიერ ხელისუფლებასა და მის გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის, ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას ეხება“. ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ ის უკიდურესად შეშფოთებულია კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნესკავშირების გამო, რაც „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს“. ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და „დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი განიხილონ იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში ითამაშა“. რეზოლუცია აღიარებს, რომ საქართველოში მრავალფეროვანი და პლურალისტური მედიაგარემოა, თუმცა სინანულს გამოთქვას მმართველ პარტიასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების გამო. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჰუმანიტარული მოსაზრებით ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლონ, რათა მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება ჰქონდეს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში, დოკუმენტი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციის მანიპულირების მატების გამო. „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე საქართველო ევროპარლამენტისგან „ბოლო გაფრთხილებას“ იღებს ამჟამად, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მათ კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკომისიის მოსაზრებას ელიან. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო ივნისის ბოლოს მიიღებს. თუმცა, დღეს ევროპარლამენტმა ერთხმად მოუწოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, საქართველოსთვის იმავე მოწოდებისგან კი თავი შეიკავა. 620 3-ს მოსწონს
|