x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ასეთი სამარცხვინო სექტა ქრისტიანობის ისტორიას არ ახსოვს, ხოლო ამაზე ''ერის მამა'' და სინოდი 15 წელია დუმს"-ილია ჭიღლაძე

image

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც საპატრიარქომ მღვდელთმსახურება შეუჩერა სოციალურ ქსელში წერს:


"საქართველოს ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესია რომ მკვდარი ინსტიტუციაა და მართლმადიდებლობას დაშორდა, იქიდანაც სჩანს, რომ არ აძლევს საკრებო და სინოდურ შეფასებას მაქარაშვილის სექტას და სწავლებებს, რომელიც 15 წელზე მეტია გამოსცემს რელიგიურ ლიტერატურას და ავრცელებს თავის ერეტიკულ სწავლებებს "მართლმადიდებელ" მრევლში. მხოლოდ ერთხელ, ამ ხუთიოდე წლის უკან, მაქარაშვილის სკანდალების ფონზე რაღაც წყალწყალა განცხადება გამოაქვეყნა საპატრიარქომ, ავადმყოფობის გამო შეჩერებული აქვს მღვდელმოქმედების უფლებაო და ხელი დაიბანა. ხოლო არანაირი საღვთისმეტყველო მხილება და განსჯა ამ ენით უთქმელი ერესებისა არ მოხდა, სამაგიეროდ ბრიყვი და უვიცი მრევლი ადვილად იჯერებს ყველაფერს და ქრისტე ღმერთად გამოაცხადეს მაქარაშვილი. ასეთი სამარცხვინო სექტა ქრისტიანობის ისტორიას არ ახსოვს, ხოლო ამაზე ე.წ. პატრიარქი ''ერის მამა'' და ე.წ. სინოდი 15 წელია დუმს, ხოლო რამის ყოველ მეორე ქართულ ოჯახს ხატების კუთხეში "წმინდანი ღმერთის" ნიკოლოზ ნარიმანას ფოტოები აქვს გაკრული.
ასევე ჩუმადაა წლების მანძილზე ე.წ. პატრიარქი და ვაი მღვდელმთავრები წარმოშობილ ბოდვებზე, რომელიც აქტიურად ვრცელდება სოცქსელში და ზოგჯერ ბულვარულ მედიაშიც, რომ მარიამ ღვთისმშობელი და იესო ქრისტე ქართველები (ზოგი ვერსიით მეგრელები ) იყვნენ.
სადაა მართლმადიდებლობა?! მართლმადიდებლობა ნიშნავს წმინდა დოგმატების და კანონების უპირობო დაცვას და ქადაგებას, დღეს ქართულ ეკლესიაში ამის გარდა ყველაფერია, ოღონდ მანკიერებანი და სიბილწენი, არა რაიმე წესიერი და კეთილი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ილია მეორემ უვიცი და უსწავლელი ხალხი მასობრივად შერეკა სინოდში და სამღვდელოებაში, მათ არც დოგმატიკა იციან, არც კანონიკა, არც საეკლესიო ისტორია. ეს ყველაფერი არც ილია მეორეს ადარდება დიდად და შედეგებიც პროპორციულია."-წერს დეკანოზი.
0
206
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0