x
image
არჩილ ვერულიძე
ზიმბაბვეში აფთარმა ბავშვი ეკლესიიდან გაიტაცა

image
დედა-შვილი საეკლესიო მსახურებაზე წავიდნენ. როგორც ჩანს, ქალი ტაძრის შესასვლელთან უბრალოდ ჩაფიქრდა, ან რაიმე გარემოებამ აიძულა მას ყურადღების გარეშე დაეტოვებინა შვილი. ბავშვის უეცარმა ყვირილმა აიძულა დედა მისკენ შემობრუნებულიყო და დაინახა, რომ აფთარს ყბებში მოექცია ბავშვის თავი და სადღაც მიათრევდა.
image
ეკლესიის მრევლი ამ საზარელი თავდასხმის მოწმე გახდა. საბედნიეროდ მათ შეძლეს ბიჭის მტაცებლისგან დახსნა, მაგრამ მან თავისა და სახის სერიოზული დაზიანებები მიიღო.
imageბავშვის მამამ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა პოლიციას, თუმცა პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. ამავდროულად, ბოლო დროს გახშირდა აფთრების თავდასხმები ადამიანებზე.

ჯადოქრობაში ბრალდებული ბავშვი

მშობლებმა თავიანთი 17 წლის ქალიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გაყიდეს




0
142
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0