საზოგადოება სიბრიყვე-ფენომენი რომელიც მის მატარებელს ზნეობისაგან, მორალისაგან და ცივილურობისაგან ცლის 2022, 5 ივნისი, 17:55 ყოველთვის ვწერ და ვამბობ, რომ დისკუსიის დროს იბადება სწორი აზრი, აზრი რომელიც ლოგიკით მყარდება და მხარეები პოულობენ კონსესუსს ზოგადი თუ პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობის მიუხედავად.
მაგრამ ეს ეხება დისკუსიაში მონაწილე ცივილური ურთიერთობის მომხრე ადამიანებს და არა ბრიყვებს. ბრიყვი-"ქართულ სინონიმთა" მიხედვით განიმარტება ასე: "უზრდელი, გაუთლელი, ხეპრე, უხეში, ტლანქი, თავაგდებული, უწვრთნელი. გადატ. ბრანგვი, უკმეხი, ტეტია, გაგრია, ოტროველა, ჰოტროველა, ოდროგელა, სიტყვამკვახე, მუტრუკი, უგბილი, თავხედი". დიდმა ილიამ კი ბრძანა: "უზრდელს, უწვრთნელს... ჩვენ შინაურობაშიც ვთაკილობთ.“ გოროზი მთების შვილმა და სასიქადულო ქართველმა ვაჟა ფშველამ კი ბრძანა: ადამიანი რომელიც დისკუსიას დედის გინებას ამჯობინებს მონიტორს ამოფარებული არ იმსახურებს დროის დაკარგვას მასზე. "ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდისო"-ნათქვამია და ასეთ დროს ჯობია საკუთარ თავს მოერიო და მას მისივე ტერმინებით და ფრაზებით არ უპასუხო, ბრიყვია და ბრიყვს რომ იგივე მეთოდით უპასუხებ ორგზის ბრიყვი გამოხვალ. ზოგადად დედის გინებას ვირტუალურ სივრცეში საღი აზროვნების ადამიანი არ იკადრებს, ან შლეგი უნდა იყოს ან ბრიყვი. როგორ გინდა რამე გააგებინო ბრიყვს, რომელსაც აღზრდაში აქვს პრობლემები? საკუთარი დედის პატივისმცემელი ადამიანი სხვის დედას აუგად არ ახსენებს. როგორც ჰენრი ტომას ბონკლი ამბობა: "ადამიანის ცივილურობა მის გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული". ყოველთვის ვცდილობ კომენტარებში კორექტული ვიყო, არც არასდროს ვცდილობ სხვას ჩემი აზრი თავს მოვახვიო და მან აპრიორი ჭეშმარიტებად მიიღოს ჩემი აზრი. არა, მე ვცდილობ ის ადამიანი დისკუსიის გზით მივიყვანო რეალობამდე და არა უხამსი კომენტარებით. აზრის გამოთქმის და გამოხატვის უფლება ყველას აქვს უბრალოდ ის არ უნდა სცილდებოდეს ცივილური ადამიანის აზროვნებას. მუდამ ვხელმძღვანელობ მაჰათმა განდის შეგონებით: " ცუდი ჩვეულებაა ამტკიცო, რომ სხვები არასწორად აზროვნებენ და ჩვენ-სწორად, და ისინი ვისაც სხვა წარმოდგენები აქვს მამულის მტრები არიან". როგორც რობერტ ოუენი აღნიშნავდა: "ყოველი ბოროტებისა და სიკეთის ფესვი-აღზრდაშია", მაშ რა აზრი აქვს ვუპასუხო უხამს კომენტარზე ადამიანს რომელსაც აღზრდის პრობლემა აქვს და დისკუსიას ბრიყვულ-ვირული სიჯიუტით უხამს კომენტარებს არჩევს? იგივე ოუენი ამბობდა: "ადამიანი ცხოველისაგან მარტო ორ ფეხზე დგომით არ განსხვავდება, ადამიანს აქვს აზროვნების უნარი, მაგრამ აუცილებელია ოჯახმა მას უპირველესად ზრდილობა ასწავლოს, რადგან უზრდელი ადამიანის თვალსაწიერი მეტისმეტად მწირია და საცოდავი არარაობა ხდება". 49 5-ს მოსწონს |