ტენდენციები როგორ იცვლებოდა პლაჟის მოდა 100 წლის განმავლობაში 2022, 3 ივნისი, 20:25 სანაპიროზე გასასვლელად ყველა ქალი ცდილობს ისეთი საცურაო კოსტიუმის შერჩევას, რომელიც თანამედროვე ტრენდებს ყველანაიარად შეესაბამება, მაგრამ უმრავლესობა მათგანის არსებობაც კი წლების წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო, ხოლო ჩვენს ბებიებს, დიდ ბებიებსა და კიდევ უფრო შორეულ წინაპრებს, ის საცურაო კოსტიუმები რომ ენახათ, რითიც თანამედროვე გოგონები დღესდღეობით, ზღვის სანაპიროზე თავს იწონებენ ნამდვილად გაოცებულები დარჩებოდნენ.გეპატიჟებით, წარსულში სამოგზაუროდ და წარმოგიდგენთ იმ საცურაო კოსტიუმებს, რითიც ქალები წარსულში ზღვის სანაპიროებზე ნებივრობდნენ.მე-20 საუკუნის დასაწყისიმე-20 საუკუნის დასაწყისში საცურაო კოსტიუმმა თავისი სახელწოდება სრულიად გაამართლა: ქალები ისეთ ტანსაცმელში გამოწყობილნი ბანაობდნენ, რომლითაც დღეს, თავისუფლად შეგვიძლია არა მხოლოდ სასეირნოდ, არამედ სამსახურშიც წავიდეთ (იხილეთ მეორე ფოტო).20-იანი წლების შუა პერიოდი"ხმაურიანმა 20-იანებმა" მოდის მოყვარულთა რიგებში არა მხოლოდ თავისუფალი აზროვნებისა და ემანსიპაციის ნოტები, არამედ უფრო ღია საცურაო კოსტუმების მოდაც (და უნდა აღინიშნოს რომ მათ მორგებას ცოტა გოგო თუ ბედავდა) შემოიტანა.30 - იანი წლები1930-იან წლებში საცურაო კოსტიუმების საერთო იერსახე წინა ათწლეულთან შედარებით დიდად არ შეცვლილა, თუმცა მოდელებმა უფრო მეტი სიმკვეთრე შეიძინა, მოდაში კი პრინტი შემოვიდა.40 - იანი წლებიმაგრამ აი, რაც შეეხება 40-იანი წლების საცურაო კოსტიუმებს, მათი ტარება დღესაც სრულიად თამამად შეიძლება, განსაკუთრებით რეტრო - ტენდენციის გათვალისწინებით, რაც ღია ბიუსტჰალტერსა და მაღალწელიან, საცურაო ტრუსს გულისხმობს.50 - იანი წლებიგასული საუკუნის 50-იან წლებში პლაჟის მოდა სულ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება, რასაც რა თქმა უნდა, მოდის მოყვარულები არ შეიძლება რომ არ გაეხარებინა. სწორედ ამ დროიდან იწყება ბიკინის პოპულარიზაციაც.60 - იანი წლებიდა შეიძლება ითქვას, რომ უკვე 60-იან წლებში ბიკინებმა ფაქტიურად მსოფლიო დაიპყრეს - პლაჟის მოდის ცვლილებები ნამდვილად გასაოცარია!70 - იანი წლები70-იანებში საცურაო კოსტიუმებში სულ უფრო მეტი მრავალფეროვნება შეიმჩნეოდა, ამ პერიოდში მოდაში იყო როგორც შერწყმული, ასევე ცალ - ცალკე კოსტიუმებიც.80 -იანი წლები80-იან წლებში საცურაო კოსტიუმების მოდაში შესამჩნევი ცვლილებები ხდება - სწორედ ამ პერიოდში გახდა ტრენდული თამამი მოდელები.
90-იანი წლები90-იანებზე საუბრისას შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ამ პერიოდის მთავარი საცურაო კოსტიუმი. ალბათ, უკვე თავადაც მიხვდით, რომ სწორედ მასში გამოწყობილი მიიჩქაროდა საშველად პამელა ანდერსონი სანაპიროზე "მაშველების" ცნობილ სცენაში.2000 - იანების დასაწყისი"ნულოვანებში " მეჯლისს კვლავ სექსუალურობა და მინი - ბიკინები მართავს. კიდევ ერთი საკულტო საცურაო კოსტიუმი (ჰოლი ბერის გმირი ფილმში "მოკვდი სხვა დროს") იქცა მოდის მიმდევრებს შორის ნამდვილ ოცნების ობიექტად.დღესდღეობითმაგრამ დღევანდელმა პლაჟის მოდამ, როგორც ჩანს, წინა წლების საცურაო კოსტიუმებს ერთგვარი რევერანსი გაუკეთა - ზაფხულის ცხელი ტენდენციები გოგონებს სექსუალური საცურაო კოსტიუმების გარდა, ასევე საკმაოდ მოკრძალებული მოდელების ფართო არჩევანსაც სთავაზობს.792 2-ს მოსწონს |