კულტურა მერლინ მონროს ნაკლებად ცნობილი ფოტოები 2022, 1 ივნისი, 12:04
1-ელ ივნისს დაიბადა ამერიკის შეერთებული შტატების 'ხატება", ჰოლივუდის კულტი, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, მე-20 საუკუნის უალტერნატივო სექს-სიმბოლო მერლინ მონრო.(ნამდვილი სახელინორმა ჯინ მორტენსონი)მისი დაბადების 96-ე წლისთავზე შემოგთავაზებთ ფოტოებს, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს.
1) პატარა ნორმა დედასთან, გლედისთან ერთად-1929 წელი 2)ნორმას ყოველთვის უყვარდა ძაღლები, ამიტომ მუდამ ჰყავდა ოთხფეხა მეგობრები, მათ შორის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდეც(1933 წელი) 3)თინეიჯერი ნორმა 1940 წელი. 4)მეგობრებთან ერთად ნავით სეირნობს-1941 წელი 5)ოჯახთან და ნათესავებთან ერთად რესტორანში, ნორმა მარჯვნიდან მეორეა-1942 წელი. 6)ნორმა პირველ ქმართან, ფლოტის მეზღვაურთან ჯინი დოგერთან ერთად, 1942 წელი, ნორმა მაშინ 16 წლის იყო, ქორწინება 1946 წლამდე გაგრძელდა. 7) სამოდელო კარიერის დასაწყისი, აქ ნორმა თმის საშუალებას უკეთებს რეკლამას-1946 წელი. 8)კინოკარიერის დასაწყისი 9)გარეგნული იმიჯის შეცვლა-1947 წელი 10)-ასე იბადება ნელ-ნელა "ხატება"-1949 წელი 11)საუბარი სამსახიობო ოსტატობის მწვრთნელთან, 1953 წელი.ამ წელს მერლინმა რამდენიმე ფილმში ითამაშა.ესენია "ნიაგარა", "ჯელტმენები ირჩევნენ ქერებს" და "როგორ გათხოვდე მილიონერზე" 12)მერლინი ავტოგრაფს არიგებს-1953 წელი 13)კორეის ომის მონაწილეებთან შეხვედრა-1954 წელი 14)მას შემდეგ, რაც დაიღალა მისი მისამართით "ტუტუცი ქერას" ძახილით, იგი ნიუ-იორკში გადაბარგდა, რათა სამსახიობო ხელოვნების სკოლაში ესწავლა.მას ხელში მისი მორიგი ოთხფეხა მეგობარი უჭირავს სახელად "მაფი". 15)მერლინ მონრო 1956 წელს მესამედ თხოვდება ამჯერად დრამატურგ არტურ მილერზე.(ფოტო 1957 წლის) 16)მერლინ მონრო ჰარლემ-მერის ტბაზე ნავით-1957 წელი 17)მერლინ მონრო ტონი კერტისთან ერთად-იშვიათი ფერადი ფოტო ფილმის, "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" გადაღების დროს-1959 წელი. 18)ფილმის "დაუმორჩილებლების"(1961) გადასაღებ მოედანზე, ფილმის სცენარისტი იყო მისი ქმარი არტურ მილერი, ეს იყო მერლინის უკანასკნელი დასრულებული ფილმი.ასევე, მის პარტნიორს, "ქარწაღებულის ვარსკვლავს"კლარკ გეიბლს გულის შეტევა დაემართა გადასაღებ მოედანზე და მალევე მოკვდა. 19)-მერლინ მონრო-1962 წელი 20)-ერთ-ერთი ფოტო მერლინ მონროს უკანასკნელი ფოტოსესიიდან, რომელიც 1962 წლსი ივლისშია გადაღებული ფოტოგრაფ ჯორჯ ბარისის მიერ, სანტა მონიკაში. 737 3-ს მოსწონს
|