x
image
თამილა გურაშვილი
უცხო ცივილიზაციებს შეუძლიათ იმოგზაურონ ობოლ პლანეტებზე
image
იდუმალი სიგნალი Wow! შეიძლება წარმოიშვას ცივილიზაციიდან, რომელიც გადადის ახალ ვარსკვლავურ სისტემის ბორტზე -თავისუფლად მცურავ პლანეტაზე, რომელიც არის ბნელი და თითქმის უხილავი.


ვერც ერთი ვარსკვლავი ვერ ანათებს სამუდამოდ და დაუსრულებლად, ვერ შეინარჩუნებს სტაბილურ პირობებს თავის პლანეტებზე. ცივილიზაცია, რომელიც საკმარისად დიდხანს ახერხებს გადარჩენას და განვითარებას, ადრე თუ გვიან ეს პრობლემა შეექმნება და მას ახალ შესაფერის ადგილას „გადატანა“ დასჭირდება.


სამეცნიერო ფანტასტიკაში ხშირად ამისთვის აშენებენ უზარმაზარ ვარსკვლავთშორის გემებს, მაგრამ ზოგადად, გადაადგილება უფრო ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებით - თავისუფლად მფრინავი პლანეტებით შეიძლება. ერთი ვარსკვლავური სისტემიდან მეორეზე გადასვლისას მათ შეუძლიათ მთელი ცივილიზაციები ახალ სახლში მიიტანონ. ასეთი სცენარი განიხილება საერთაშორისო ჟურნალ International Journal of Astrobiology-ში.


ობოლი პალატები არ არის იშვიათი ჩვენს გალაქტიკაში. გრავიტაციის შემთხვევით თამაშს შეუძლია გადააგდოს ისინი დედა სისტემისგან და გრძელვადიან თავისუფალ ფრენაზე გადავიდნენ. ასეთი პლანეტები არ არის განათებული ახლომდებარე ვარსკვლავით და თითქმის უხილავი რჩება ჩვენი ინსტრუმენტებისთვის, ამიტომ, მათი სიმრავლის შეფასებებიც კი ძალიან სავარაუდოა. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მათი შემჩნევა შეიძლება: მაგალითად, პლანეტის გავლის დროს უფრო შორეული მნათობების ფონზე. ობოლ პლანეტებს შეიძლება ყავდეს თანამგზავრი და ოკეანეები არსებობდნენ მის ზედაპირზე, ამიტომ თეორიულად ისინი შეიძლება საცხოვრებლადაც კი გამოდგეს.



ახალ ნაშრომში ჰიუსტონის სათემო კოლეჯის ასტროფიზიკოსი ირინა რომანოვსკაია ვარაუდობს, რომ უცხო ცივილიზაციას, რომელიც „გადაადგილებისთვის“ ემზადება, შეუძლია გამოიყენოს გამვლელი ობოლი პლანეტა მასზე გადასასვლელად და ახალი ვარსკვლავური სისტემისკენ გრძელი მოგზაურობის დასაწყებად.


image


შესაფერისი სამყაროები შესაძლოა თავად დედა სისტემაშიც გამოჩნდეს, თუ მომაკვდავი ვარსკვლავის ცვლილება მის ერთ-ერთ პლანეტას შექმნის. გარდა ამისა, სრულად განვითარებულ ცივილიზაციას შეუძლია თავად შექმნას ობოლი პლანეტა: ამისათვის საკმარისია პლანეტარული სისტემის პერიფერიაზე მდებარე ერთ-ერთი დიდი ობიექტის გამოყენება, რაც მას სათანადო აჩქარებას აძლევს.


დედა ვარსკვლავის გამოსხივების არარსებობის შემთხვევაში, ასეთ პლანეტაზე ენერგიის ძირითადი წყარო შეიძლება იყოს კონტროლირებადი თერმობირთვული შერწყმა. ზედაპირის ქვეშ საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიცავს მოსახლეობას მომაკვდინებელი კოსმოსური გამოსხივებისგან. მიზნის მიღწევის შემდეგ, შეგიძლიათ გადახვიდეთ უფრო შესაფერის პლანეტაზე, ან შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ობოლი პლანეტა სტაბილურ ორბიტაზე ახალი ვარსკვლავის გარშემო.



image


ასეთი მოგზაური ცივილიზაციების ძიება უნდა განსხვავდებოდეს უცხოპლანეტელების დაკვირვების ტრადიციული ხილვებისაგან. თეორიულად შესაძლებელია მათი არსებობის ტექნოლოგიური მტკიცებულებების დანახვა, მაგრამ არა თავად პლანეტის დანახვა. რომანოვსკაია იხსენებს ცნობილ რადიოსიგნალს Wow!, რომელიც დარეგისტრირდა 1977 წელს და მას შემდეგ აღარ განმეორებულა. სიგნალის ბუნება და წყაროც საიდუმლოდ რჩება. ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ თითქმის არ გამოირჩევა და სწრაფად მოძრაობს.

0
144
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0