x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ნუ უსმენთ ბარიგებს, რომლებიც ათიათასობით დოლარს გადებინებენ... არ ჩამოხვიდეთ ამერიკაში.. ეს ველურების ქვეყანაა" - იუნა შაფათავას ვიდეომიმართვა

image

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობმა იუნა შაფათავამ მანჰეტენის ჰარლემიდან პირდაპირი ვიდეოჩართვით ქართველებს მოუწოდა, რომ არ წავიდნენ ამერიკაში, თუ რაღაც გამოუვალი მდგომაროება არ აქვთ, რადგან ეს ისეთი ქვეყანა არ არის, როგორიც შორიდან ჩანს.



"უღარიბესი უბანია, მე იმის თქმა მინდა, რომ აღთქმა ამერიკის სულ სხვანაირი აქვთ ადამიანებს და ძალიან გული მტკივა ადამიანებზე, იმ საზღვარს რომ გადმორბიან, რისი მოლოდინი აქვთ არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამერიკაში ცხოვრება... ამერიკის იმიჯი სხვაა, რეალობაში სხვაა. განათლებული, მომზადებული რომ მოდიხარ, მაინც ჯოჯოხეთი უნდა გაიარო და რაღაც სასწაული უნდა იყოს, გადაეცით, რომ თუ განსაკუთრებული არ ხდება სამშობლო არ უნდა დატოვო...რომ იღებთ 10 000 -ით ვალს, დამიჯერეთ ნამდვილად არ გიღირთ.. დასატოვებლად უნდა გქონდეთ ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეთ. ფული არ მქონდა, ბავშვს ვერ ვაჭმევდიო – ეს გამართლება არ არის… ამერიკაში ცხოვრება არ არის ის, რაც გგონიათ. მთელი ჩემი ჯანღონე, ახალგაზრდობა, გარეგნობა, ხასიათი ამ ქვეყანამ შეიწირა. რქებით ვაწვები და არც ვიცი, მიღირს თუ არა…


არც ერთი შეგნებული ფრანგი და იტალიელი აქ არ ჩამოვა, რადგან ველური ქვეყანაა. მე კლასიკური ქალი ვარ და დიდი კომპრომისია, აქ რომ ვარ… ნუ უსმენთ იმ ბარიგებს, რომლებიც ათიათასობით დოლარს გადებინებენ საზღვარზე გადმოსასვლელად. ნუ ხდებით იმ კატეგორიის ქვეყანა, რომლის ხალხიც საზღვარზე გადმოდის, საქართველოს სამაგისო არაფერი სჭირს, რომ მოსახლეობის 90 პროცენტი მოდიოდეს ამერიკაში მოსამსახურედ, არ ვაჭარბებე... სანამ დაუჯერებთ ზღაპარს, რომ ამერიკა მაგარია… ამერიკა ისევ ველურების ქვეყანაა.



ვიღაცები კონფერენციებს მართავენ, ამერიკა რა მაგარიაო, მაგრამ არ დაიჯეროთ. ყველას ღირსება ერთნაირი არ არის, ყველა ყველაფერზე ხელის მომწერი არ არის. აქ რომ მოდიხარ, იმდენი რამე უნდა ჩაყლაპო…


შოპენი და ბეთხოვენი ამერიკაში არის 5 პროცენტი, დანარჩენი არის რეპი, მარიხუანა და საშუალოზე დაბალი კლასია. საქართველოში ასე თუ ისე ყველას გვიჭირავს მარკა, ფული გაქვს თუ არა, შენი ადგილი გიკავია. ჩვენთან კლასობრივი დაყოფა ძალიან მცირეა და იმედია ასე შენარჩუნდება..ამერიკაში კი სულ სხვაგვარადაა, ამ ქვეყნის იმიჯი გარედან სულ სხვაა ვიდრე სინამდვილეშია...საქართველო სამოთხეა და ვერ ვხვდები, რატომ იგდებთ თავს ხაფანგში.


საქართველოში ყველას მიგვიწვდება ხმა პრეზიდენტთან, პრემიერთან, ვიჩივლებთ, რომ გაზი, წყალი არ არის, აქ ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ, ფარაონებივით არიან… ნუ უსმენთ სხვებს. ზოგი ბედნიერია მოსამსახურეობით, მაგრამ გენში არ გვაქვს, მოსამსახურეები ვიყოთ“, – ამბობს ვიდეომიმართვაში იუნა შაფათავა.

0
542
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
542
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0