ბევრი ცნობილი ისტორიული ფიგურა სამართლიანად განიხილება, როგორც დიდებული, მაგრამ ისინი ვერ მოიხვეჭდნენ დიდებას, რომ არ ჰქონოდათ არა მხოლოდ ინტელექტი, არამედ გამბედაობა. ბევრი ისტორიული ფიგურა იძულებული გახდა წარმოუდგენელი სულის სიმტკიცე და სიმამაცე გაოეჩინა, რათა დასახული მიზნისთვის მიეღწია.
ჟანა დ’არკი
გლეხის გოგონამ ჟანა დ’არკმა დაამარცხა ბრიტანელები, მოახერხა ფრანგული არმიის სულისკვეთების ამაღლება და მისი ორგანიზება. თავად ის და მისი მრავალი მიმდევარი დარწმუნებული იყო, რომ ანგელოზებთან საუბარი შეეძლო, რაც ნაწილობრივ გამარჯვების რწმენას მატებდა ფრანგულ არმიას.
თეოდორ რუზველტი
რაც შეეხება თეოდორ რუზველტს, ის არავის ებრძოდა სისხლისმღვრელ ომში, მაგრამ ამერიკელებმა ის დაიმახსოვრეს, როგორც ძალიან კომპეტენტური პოლიტიკოსი, რომლის წყალობით შეერთებული შტატები ბევრად გაძლიერდა. ცოტამ თუ იცის, რომ თეოდორს ბავშვობაში ასთმის დიაგნოზი დაუსვეს და საერთოდ ის ძალიან ავადმყოფი ბავშვი იყო, რომელსაც ხანმოკლე სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ რუზველტმა გამოავლინა თავისი ნებისყოფა და გახდა ის, ვისიც მრავალ პოლიტიკოსს შურდა.
სპარტაკი
ყველამ იცის სპარტაკის სახელი, რომელმაც შეძლო რომში მონების აჯანყების მოწყობა. მანამდე კი მან და მისმა მეგობრებმა მოახერხეს გლადიატორთა სკოლიდან თავის დაღწევა. მისი საგმირო საქმეები აღწერილი იქნა წიგნებსა და წერილებში. დღემდე მიიჩნევა თავისუფლებისა და სიმამაცის სიმბოლოდ.
ჩინ ში
სუსტი აღნაგობის ჩინელი გოგონა პროსტიტუციით იყო დაკავებული ქალაქ გუანჯოუში, სანამ მეკობრე ჩენგ ის არ შეუყვარდა. მან არა მხოლოდ იქორწინა ლამაზ გოგონაზე, არამედ მისცა მას თავისი ბიზნესის ნაწილი და ფლოტიც კი. მან თავი დაიმკვიდრა, როგორც სამხრეთ ჩინეთის რისხვამ.
ვლად III ცეპეში (დრაკულა)
ვლად ცეპეში უაღრესად სისხლისმღვრელი მმართველი გახლდათ, რომლის ირგვლივ ბევრი მითი ჩამოყალიბდა და ისინი დღემდე განაგრძობენ არსებობას. ვრცელდებოდა ხმები, რომ მარადიული სიცოცხლის ელექსირის ძიებაში ის ადამიანს სისხლს სვამდა. მას ასევე უყვარდა ვახშმობა ძელზე დასმული მტრების გარემოცვაში. ფაქტობრივად, სწორედ ამიტომ დაიწყო მის ირგვლივ ლეგენდების ჩამოყალიბება - ხალხი ამით ცდილობდა აეხსნა მმართველის გამაოგნებელი სისასტიკე.
"კვებეკის რემბო"
„კვებეკის რემბომ“ ანუ ლეო მაიორმა მარტომ გაათავისუფლა ჰოლანდიური ქალაქი ზვოლე ნაცისტებისაგან და ასევე დაჯილდოვდა სხვადასხვა ჯილდოებით, მათ შორის „კორეის ომში“ მონაწილეობისთვის.
აგუსტინა დე არაგონი
ესპანელი ჟანა დ’არკი, ანუ აგუსტინა დე არაგონი ესპანეთის მხარეზე იბრძოდა "ნახევარკუნძულის ომში". ჯერ სამოქალაქო, შემდეგ კი სამხედრო ოფიცერი იყო. გოგონამ სამხედრო კარიერა სრულიად შემთხვევით დაიწყო: მან ჯარისკაცებს საკვები მიუტანა, სწორედ ამ დროს ფრანგებმა განახორციელეს შეტევა ესპანელი ჯარისკაცები კი უკუიქცნენ. სუსტმა გოგონამ აგუსტინამ ჭურვი ქვემეხში მოათავსა და მტრებს ესროლა. გოგონას გამბედაობით განცვიფრებული ესპანელები თავიანთ პოზიციებზე დაბრუნდნენ და ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდა.
ალ კაპონე
მე-XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განგსტერი, ალ კაპონე ღარიბ ოჯახში დაიბადა და დიდ გავლენას და სიმდიდრეს მიაღწია ნებისყოფის წყალობით. თავისი საქმიანობა ჩვეულებრივი ქურდის სტატუსით დაიწყო, საბოლოოდ კი მაფიის ბოსი გახდა. თანამედროვეები აღნიშნავენ, რომ ის იყო სამართლიანი და გულუხვი, მაგრამ მტრებს არასოდეს ინდობდა. ის ეწეოდა ქველმოქმედებას, მაგრამ იყო სასტიკი და შურისმაძიებელი მკვლელი.
ნაპოლეონ ბონაპარტი
ნაპოლეონ ბონაპარტი იყო გამოჩენილი სამხედრო მეთაური და პირველი ფრანგი მონარქი, რომელიც იმპერატორი გახდა. სამხედრო სკოლებში წარმოადგენენ მას, როგორც შესანიშნავ ლიდერსა და სტრატეგს, რომელსაც რიცხობრივ უპირატესობაში მყოფი მტრის დამარცხებაც კი შეეძლო.
დებორა სამპსონ განეტი
დებორა სამპსონ განეტი ამერიკის რევოლუციური ომის დროს თავს მამაკაცად ასაღებდა და მამაკაცებთან ერთად იბრძოდა 17 თვის განმავლობაში. შემდეგ ქალი ავად გახდა და მისი სქესი გაირკვა. იგი პატივით დაითხოვეს.
საბოდიშო არაფერია...