საქართველო "მშვიდად მძინავს, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობას ესენი იცავენ" - რა ფოტოს ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი 2022, 26 მაისი, 21:07 თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველა იმ ადამიანს ულოცავს, ვისაც მისივე თქმით, ამ დღის არსი რეალურად ესმის."მე მშვიდად მძინავს, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას და ერის სიწმინდეს ესენი იცავენ.გილოცავთ დღევანდელ დღეს, მხოლოდ მათ, ვისაც ესმის ამ დღის არსი."- წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და "ქართული ოცნების" ლიდერების - მამუკა მდინარაძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის ერთად გადაღებულ ფოტოს აზიარებს.შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 საათზე თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს, მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. იყო ასევე საჰაერო ჩვენებაც სუ 25-ების, მი 24-ებისა და იროკეზების მონაწილეობით. თავისუფლების მოედანზე საქართველოს პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 104 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა.694 შეფასება არ არის |