საზოგადოება "ერთი წელი უცხოვრია ბიჭთან, რომელიც გონების დაკარგვამდე უყვარდა და სახლის დახურულ ფანჯრებს მიღმა ურჩხული აღმოჩნდა"-ქეთი თუთბერიძე 2022, 25 მაისი, 9:45 სოციალურ ქსელში პლატფორმა "ფემინა", რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიებს გადმოგვცემს, ჟურნალისტ ქეთი თითბერიძეს მონათხრობს აქვეყნებს. "19 წლის ყოფილა მამიდაჩემი ცოლად რომ გაჰყოლია ბიჭს, რომელიც გონების დაკარგვამდე უყვარდა. თვითომ ასე ამბობდა თურმე, გონების დაკარგვამდე მიყვარსო. დაახლოებით ერთი წელი უცხოვრია ბიჭთან, რომელიც გონების დაკარგვამდე უყვარდა და სახლის დახურულ ფანჯრებს მიღმა ურჩხული აღმოჩნდა. ცემა რომ მობეზრდებოდა, ბნელ აბაზანაში კეტავდა. ერთხელ ფეხშველა ჩაუკეტავს აბაზანაში, ცივ მეტლახზე იჯდა მთელი ღამე, სანამ გონება არ დაკარგა. 7 თვის ორსული ყოფილა მამიდაჩემი ნაადრევი მშობიარობა რომ დაეწყო და ბავშვი დაბადებიდან რამდენიმე საათში დაიღუპა. მაშინ გაიგო ბებიაჩემმა, რომ მის შვილს ამ 11 თვის განმავლობაში სადისტთან უცხოვრია. სამშობიაროდან ქმართან აღარც გაუშვა და სახლში წამოიყვანა. ეს ამბავი ჩემ დაბადებამდე მოხდა, მაგრამ როცა წამოვიზარდე ბებია მიყვებოდა ხოლმე ამ ისტორიას. რაში მაინტერესებდა ვინ რას იტყოდა, შვილს ხომ არ მოვაკვლევინებდი იმ სადისტსო. 15-16 წლის ვიქნებოდი, ბებია მარიგებდა ჭკუას, კაცი თუ ერთხელ დაგარტყამს, ის მოკვლაზეც არ დაიხევს უკან, ამის მეტი რა ვიცი, 23 წელი მოსამართლედ ვიმუშავე და კინაღამ შვილი მომიკლა კაცმა, რომელსაც ვერაფერი შევატყვეო. თავს იდანაშაულებდა, როგორ ვერ ამოვიცანი სადისტიო. იმასაც მეუბნებოდა, თუ ქალს დაარტყამს, შვილსაც სცემსო. თუ ცუდი ქმარი შეგხვდება, არცერთი წუთით მის გვერდით არ გაჩერდეო და მერე ღმერთს მიმართავდა ხოლმე, დაიფარე ჩემი ქეთი და ყველას შვილი სადისტებისგანო. ამ სიტყვას ხშირად იყენებდა მოძალადე კაცის სინონიმად. ვფიქრობ, სამართლიანადაც. ამ სტატუსის წერისას საშინელი სევდა დამეუფლა, რადგან აღარც ბებიაა ცოცხალი, აღარც მამიდაჩემი და აღარც მამაჩემი, მაგრამ რომ არ დამეწერა, არ შემეძლო." #შეაჩერეფემიციდი #შენისიჩუმეკლავს #womenslivesmatter ქეთი თუთბერიძე ასევე დაგაინტერესებთ"სამწუხაროდ, ამ ბავშვზე არავინ ფიქრობს.. თურმე რა ეგოცენტრიკია ორივე, რა სპეკულანტი" - იუნა შაფათავა
"ეს არის საშინელება. მტერს არ უსურვებ, ციხეში მოხვდეს და მერე- ასეთი კაცის არც ცოლობა არც საყვარლობა გინდოდეს და სამწუხაროდ ამ ბავშვზე არავინ ფიქრობს... თურმე რა ეგოცენტრიკია ორივე, რა სპეკულანტი. ეს არის საშინელება, ბავშვი ამათგან უნდა დაიცვა, არათუ ატარო და პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებდე...
"დღეს დილას ავდექი, მაყანყალებდა კლიმატის შეცვლისგან, ყავა დავლიე, ვიფიქრე ვირბენ, ოსკარს საჭმელს ვუყიდი და ჩემთვის, მერე გადავხედე ტექსტებს ტელეფონში, მოვიზომე ეს კაბა, შარშან რომ არც ერთხელ შანსი არ მომეცა ჩამეცვა, მოვიზომე ახალი Stuart Weitzmann ფეხსაცმელი, არასოდეს რომ არ მცმია, გადავწყვიტე ეს დეას ... "რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი" - ანთიმოზ ივერიელი
არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი, რომელმაც ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს და მოდელ ნეკა დოროყაშვილს ჯვარი დასწერა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "მელაძის შოუ ნეკა დოროყაშვილის შესრულებით. თურმე ნიკა ბასილაშვილს სანამ ცოლად გაჰყვებოდა ნიკა ყველასათვის უცნობი მოყვარული ჩოგბურთელი იყო და მან გ...
ნატო 39 წლის ქმარი ვერც კი ხვდება, რომ საყვარელი მყავს და სხვა მამაკაცთან ვწევარ უკვე 15 წელია, გათხოვილი ვარ და სამი წლის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, ქმარს უღალატებ და სხვა კაცთან დაწვებიო, ჩემი ხელით მოვკლავდი. ყოველთვის იმით ვამაყობდი, რომ კარგი ოჯახი მქონდა ქმარი, შვილები, დედამთილი. არც მატერიალურად მიჭირდა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ... 1507 6-ს მოსწონს
|