ქალი და მამაკაცი "ქმარს ვღალატობ" - ტოპ 5 ქართული ისტორია 2022, 20 აპრილი, 20:15 ნატო 39 წლის ქმარი ვერც კი ხვდება, რომ საყვარელი მყავს და სხვა მამაკაცთან ვწევარ უკვე 15 წელია, გათხოვილი ვარ და სამი წლის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, ქმარს უღალატებ და სხვა კაცთან დაწვებიო, ჩემი ხელით მოვკლავდი. ყოველთვის იმით ვამაყობდი, რომ კარგი ოჯახი მქონდა – ქმარი, შვილები, დედამთილი. არც მატერიალურად მიჭირდა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ქმრისგან სითბო მაკლდა. ამაზე არ ვფიქრობდი და სულ იმით ვამართლებდი, რომ მთელი დღე სამსახურშია, ფიზიკურად შრომობს და ისე იღლება, რა უნდა მოვთხოვო-მეთქი. დღეს კი, მეზობლის კაცის საყვარელი ვარ და ამას ვერც ქმარი ხვდება და ვეც დანარჩენი ოჯახის წევრები. პირიქით, მალხაზი, ჩემი ქმარი, თუ სადმე მოვხვდით, სულ იმით ამაყობს, პატიოსანი ოჯახი მაქვსო და გულში მეცინება. არ გამიგოთ ისე, თითქოს მეამაყება საყვარლის ყოლა, მაგრამ, მე სწორედ დათოსთან ვიპოვე ის სითბო, რაც საკუთარი მეუღლისგან მაკლდა. დედამთილი ხშირად მეკითხება, სად დადიხარ, რატომ იგვიანებო და ვეუბნები, საყიდლებზე ვიყავი, დაქალებთან ჭორაობას შევყევი-მეთქი. აბა, არ ვმუშაობ და სახლიდან რომ გავდივარ და დათოს ვხვდები, რამე ხომ უნდა მოვიფიქრო? სხვათა შორის, ერთხელ დედამთილი დაეჭვდა და მალხაზს უთხრა, იქნებ დაინტერესდე, სად დადის ეს შენი ცოლიო. მან კი პირიქით, დედამისი გამოლანძღა. მე ჩემს ცოლს ვენდობი და ძალიან გთხოვ, ჩვენს ურთიერთობაში ნუ ჩაერევიო. დათოს ცოლთანაც ვმეგობრობ, მეზობელ კორპუსში ცხოვრობენ და მათ სახლში ხშირად ავდივარ. ასე უფრო ვერ აიღებენ ეჭვს. ჩვენ კი ნაქირავებ ბინაში ვხვდებით ერთმანეთს. ერთადერთი, რისი პრობლემაც აქვს დათოს, ისაა რომ, დიდხანს ვერ ახერხებს სამსახურიდან გამოსვლას. ვხვდებით, ორივე რომ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებული, მაგრამ საკმაოდ გვიან შევხვდით ერთმანეთს. ორივეს ოჯახი გვაქვს და ახლა რაიმეს შეცვლა უაზრობაა. როდემდე დავმალავთ ჩვენს ურთიერთობას და გრძნობას, არავინ იცის, მაგრამ დღეს ასეთი შეხვედერებითაც კმაყოფილი ვართ. ქმარიც და საყვარელიც – ორივე მიყვარს და რომ მკითხონ, რომელს დათმობო, ალბათ, ვერცერთს. თან, ვხვდები, ჩემი და დათოს ურთიერთობა, დღითიდღე ღრმავდება, როდის გასკდება ეს ამბავი, არავინ იცის და ამის მეშინია. არ მომწონს, ქმარს რომ ვღალატობ, მაგრამ მეც ქალი ვარ და მჭირდება გვერდით ისეთი მამაკაცი, რომელიც მომეფერება და სითბოს მაგრძნობინებს. მარტო ჭამა და ჩაცმა ხომ არ არის? ვიცი, ბევრი მეტყვის, გაშორდი და თავში ქვა იხალე, ვისთანაც გინდა, იმასთან დაწექიო, მაგრამ ადვილია სხვისი ცხოვრების გარჩევა. თანაც, ახლა ოჯახის დანგრევა და ახალი ოჯახური ურთიერთობის აწყობა, გვიანია. თურქეთში მყოფი ქართველი ქალი “საქართველოში ქმართან და ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ.უკვე იმდენი რამ ვნახე, მგონია, რომ ღრმა მოხუცი ვარ. როცა გავთხოვდი ვფიქრობდი, რომ მიყვარდა, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ მასთან ყოფნას მიჩვეული ვიყავი და ის არც ისეთი ძლიერი კაცი იყო, როგორიც წარმომედგინა. ბედს შევეგუე, მასთან დავრჩი და შვილების აღზრდით დავკავდი. ძალიან გაგვიჭირდა, თეთრებს ვანაწილებდით, რომ როგორმე თავი გაგვეტანა. ახლობელმა თურქეთში მუშაობა შემომთავაზა. ჩემს ნაცვლად, მას გახარებულმა ქმარმა უთხრა, ვუშვებო. ის უმუშევარია და სოციალური დახმარების იმედად ვიყავით. გამიჭირდა ბავშვების დატოვება… ცრემლებით წავედი და მათზე ფიქრში ვათენებდი… თავიდან მითხრეს, რომ ხელფასი 500 ლირა მექნებოდა, მთლიანად ჩემი ქმარი ითხოვდა და მათთან ვგზავნიდი. მერე მოსავლელი მოხუცი გამოჩნდა და მასთან გადავედი სამუშაოდ, მისმა შვილმა მითხრა 500 დოლარს მოგცემო. ქმარს ისევ ლირას ვუგზავნიდი და განსხვავება რაც მრჩებოდა ბავშვებისთვის ვინახავდი. ჩემი ბებიის შვილი შემომეჩვია, ყოველ საღამოს მოდიოდა და ინგლისურად მესაუბრებოდა. ერთხელაც დავლიეთ და მის ლოგინში აღმოვჩნდი, დილით 100 დოლარი დამხვდა ტუმბოზე. მერე, თავის მეგობრებთან ერთად წამიყვანა უქმეებზე და იქ სამ მამაკაცს მოვემსახურე, დიდი ფული ავიღე. მერე, მოხუცის მოვლას თავი დავანებე და ჩემი ნაცნობის მეგობრებისა და მათი ნაცნობების წრეში გამოძახებებზე სიარული დავიწყე. ბებიას შვილმა თავის სახლში გადამიყვანა და ქირას არ ვიხდი. მეძავად გადავიქეცი და ფულს ასე ვშოულობ, მერე სახლში ვგზავნი და ჩემს შვილებთან ერთად ჭუჭყიანი ლოგინით ნაშოვნ ლუკმას ქმარი იყოფს. სახლში წევს და 24 საათი უდარდელად არის. მას წარმოდგენაც არ აქვს, რომ მისი ავტოსადგურში ატირებული ცოლი, დანიშნულების ადგილას მეძავად იქცა. არც არასოდეს ვეტყვი, უბრალოდ ისე ვექცევი, როგორც დაიმსახურა. არ ვნანობ, რომ ქმარს ყოველდღე ვღალატობ, რომ მის გარდა, სხვებთან ვწევარ და მათ უკეთ იციან ჩემი ფასი, ვიდრე ე.წ.მეუღლემ. მის წარმოსახვაში უბრალოდ მომვლელი ვარ და მეტი არაფერი… აი, მხოლოდ მომავალი მაშინებს… როცა დადგება დრო, რომ უნდა წამოვიდე, როცა შვილებს თვალებში უნდა ჩავხედო, მაშინ როგორ ვიგრძნობ თავს?! ესაა, რაც არ მასვენებს… თუმცა, მეძავობით გაცილებით მეტს ვშოულობ და ბანკში შემაქვს, რათა რამე არ მოხდეს და ბავშვებს არ დაეკარგოთ. ხან ძალიან სასურველი, ხან უკანასკნელი ქალი მგონია თავი. ჩემში ორი საპირისპირო გრძნობა ცხოვრობს, რომელიც ხან აქეთ მექაჩება, ხან – იქით… ნეტავ, რა მოხდება ჩემმა შვილებმა სიმართლე რომ გაიგონ და შემიძულონ? მხოლოდ ეს მადარდებს. ქმრის ყურამდე რომ მოვიდეს, სანამ აქ ვარ არც კი შეიმჩნევს ცოდვიანი ლირები რომ არ მოაკლდეს, აი როცა ჩამოვალ, მერე აუცილებლად მცემს და ის იქნება… ძნელია ქუჩის ქალის ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში არ ვდგავარ… მამაკაცებო, დომინოს კოჭები გადაყარეთ და ხელში პასუხისმგებლობა აიღეთ, სანამ ცოლის ნაშოვნი მუქთა ლირებით თუ დოლარებით მუცლებს დაინაყრებთ და ოჯახს ცხოვრებას დაუნგრევთ” ინკოგნიტო-"მოძალადე ქმარს ძველ შეყვარებულთან ვღალატობ"
შეძლებულ ოჯახში გავიზარდე. დედმამიშვილებიდან მე განსაკუთრებულად მანებივრებდნენ, ალბათ იმიტომ, რომ საკმაოდ ლამაზი ვიყავი. ჩემით ამაყობდნენ და არაფერს მაკლებდნენ. იურიდიული დავამთავრე და პატარა გოგომ რაიონში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, მაგრამ მალე არეულობა დაიწყო, მე სამსახური დავკარგე, ჩემმა მშობლებმა – გავლენები და ერთ ჩვეულებრივ ოჯახად ვიქეცით. ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. ადრე, სკოლასა თუ უნივერსიტეტში ვერც დავუშვებდი, რომ ვინმე ჩემს დაბრიყვებას, დაჩაგვრას მოახერხებდა. ასეც რომ მომხდარიყო, ვიცოდი, ისეთი მამა მყავდა, ამას არაფრით დაუშვებდა. ერთაბაშად ყველა საყრდენი გამოგვეცალა ხელიდან. მამას ფსიქოლოგიურად ძალიან გაუჭირდა, დედა იძულებული იყო, თურქეთში ევლო სავაჭროდ. არადა მოგეხსენებათ, მაშინ თურქეთში წასულ ქალებზე რეებს ამბობდნენ, ლუდით იმ კაცების სადღეგრძელოს სვამდნენ, რომლებიც ცოლებს თურქეთში უშვებდნენ სავაჭროდ. მამაჩემი ამ ყველაფერმა ძალიან გატეხა და როცა საჭირო გახდა, გვერდით ვეღარ დამიდგა. ჩემმა მომავალმა ქმარმა ალბათ ამიტომაც დამიბრიყვა და საშინლად მომექცა. სანამ ამ ამბავს მოვყვები, მანამდე გეტყვით, რომ შეყვარებული მყავდა. თბილისში გავიცანი. სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო. უზომოდ ვუყვარდი. არ უნდოდა, რაიონში წავსულიყავი, მაგრამ ჩემი კარიერის აწყობა მინდოდა. თანაც მამაჩემმა სამსახური დიდი ნაცნობობით მიშოვა და ვერ გავაწბილებდი. ჩემი შეყვარებული თბილისში დარჩა, ინსტიტუტში სწავლობდა. ერთმანეთთან კავშირი ტელეფონის საშუალებით გვქონდა. მერე მის ოჯახშიც აირია სიტუაცია, ცოლის მოსაყვანად მზად არ იყო, ვაჭიანურებდით ამ ამბავს. ამასობაში კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩემი შვილების მამა გახდა. ეს ჩემი ნებით არ მომხდარა, მომიტაცა! ერთხელ ბიძაშვილმა კახეთის ერთ-ერთ სოფელში წამიყვანა, მარტო ნუ გამიშვებ, ჯგუფელი მეპატიჟება და შენც წამოდიო. წავედი და ჩემი ტანჯვაც დაიწყო. გაგიკვირდებათ, მაგრამ ბიძაშვილმა გამწირა. თურმე ის ბიჭი მოელაპარაკა, სადმე გაიტყუე, ცოლად მოყვანა მინდაო. ჩემი ბიძაშვილი კი იმას დახარბდა, რომ მდიდარი მშობლები ჰყავდა. ის არაფრად ჩააგდო, რომ მე სხვა მიყვარდა. მერე მითხრა, შენთვის კარგი მინდოდა და ასე იმიტომ მოვიქეციო. მოკლედ, ბიძაშვილის ხელშეწყობით მომიტაცა. მშობლემა მეორე დღეს მომაგნეს, მაგრამ დარჩენა მირჩიეს. არ მიყვარდა, ისევ მამის ხათრით დავრჩი, მას ვერ ვანერვიულებდი. არც ერთ ქალს ვურჩევ იმ სატანჯველს, რაც მე გამოვიარე. ქმრის გვერდით ვიყავი, მაგრამ ჩემს შეყვარებულზე ვფიქრობდი. დღე არ გავიდოდა, არ გამხსენებოდა. ბევრჯერ სიმწრითაც მიტირია, ისე მომნატრებია. თავს ძალას ვატანდი, მისი სიყვარული გულიდან ამომეგდო და ვერ ვახერხებდი. ოჯახის დანგრევა მინდოდა, მაგრამ ისევ მშობლები გადამეღობნენ წინ, მამამ ისევ დარჩენა მირჩია. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მშობლებმა რაც გამანებივრეს, ორმაგად ჩამაშხამეს ყველაფერი. ჩემს და-ძმას ასე არ ექცეოდნენ, მათ ყველაფრის უფლებას აძლევდნენ, ჩემს ცხოვრებაში კი გამუდმებით ცხვირს ყოფდნენ. ქმართან ურთიერთობა მას შემდეგ დავალაგე ცოტათი, რაც პირველი შვილი გამიჩნდა. მასზე გადავერთე, ჩემთვის სამყაროს ცენტრი ის გახდა. მერე მეორეც გამიჩნდა და მათ გაზრდაში ვპოულობდი შვებას. დედამთილი უცაბედად გარდამეცვლა სიმსივნით და ოჯახში ჩემმა ქმარმაც აიწყვიტა და მამამისმაც. მამამთილი მალე სხვა ქალთან წავიდა. იძულებულები გავხდით, თბილისში წამოვსულიყავით, რადგან ყველას გვეშინოდა, რომ მამა-შვილი ერთმანეთს დახოცავდა. ჩემი ქმარი მამაზე რომ ბრაზობდა, ჯავრს ჩემზე იყრიდა, მცემდა, მაწამებდა. ისევ ოჯახის შენარჩუნებაზე ვიზრუნე, მიუხედავად იმისა, რომ 48 წლის ქალი ქმრისგან ისევ უამრავ რამეს ვითმენ. ზოგჯერ მგონია, რომ მასაც ისევე ვეზიზღები, როგორც მე მეზიზღება, მაგრამ მაინც ერთად ვართ. 2 წლის წინ ძველ შეყვარებულს შევხვდი. ერთმანეთი მოვიკითხეთ, ერთიმეორის ამბები გავიგეთ და ტელეფონებიც გავცვალეთ. ერთ დღეს დამირეკა, შევატყვე, ნასვამი იყო, მაგრამ მაინც ველაპარაკე. მითხრა, ისევ ისე მიყვარხარ, როგორც ადრეო. მეგონა, მეორე დღეს ეს სიტყვები აღარ ემახსოვრებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ისევ დამირეკა და მითხრა, გუშინ იმიტომ დავლიე, რომ ძალა მომცემოდა ამ სიტყვების სათქმელადო. მას შემდეგ ჩვენ მუდმივად ვხვდებით ერთმანეთს. ის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს, ცოლიც ჰყავს და შვილებიც. ვიცით, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, მაგრამ გრძნობებს ვერაფერს ვუშვრებით. მასაც რთული სიტუაცია აქვს სახლში. ცოლი გამუდმებით ამადლის, რომ თავის დროზე მოსკოვში წაიყვანა, ბიძის დახმარებით იქ სერიოზულ კლინიკაში დაასაქმა და საქართველოში კარიერის აწყობაში დაეხმარა. ის ქალიც ექიმია და სხვებისგანაც ვიცი, რომ საშინელი ხასიათი აქვს. კარგად ვაცნობიერებ, არასწორად ვცხოვრობ, მაგრამ ყოველი დღის გათენება იმიტომ მიხარია, რომ მისი ხმა უნდა გავიგონო ან უნდა შევხვდე. ის რომ დამშორდეს, შეიძლება თავიც მოვიკლა. თავის დროზე რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი, შეიძლება ძველი სიყვარული ისევე დამევიწყებინა, როგორც ეს ადრე შევძელი, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. ჩემმა მოძალადე ქმარმაც მიბიძგა აქეთკენ. ის რომ კარგი ადამიანი იყოს და თბილად მექცეოდეს, ღალატზე არ ვიფიქრებდი. ლალი, 50 წლის: "5 წელია, ქმარს ისე ვღალატობ, ვერაფერს ხვდება... მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი ძალიან პატარებმა შევქმენით. ერთმანეთი ჯერ კიდევ მოსწავლეებს შეგვიყვარდა და სკოლის დამთავრებისთანავე გადავწყვიტეთ დაქორწინება. წლების განმავლობაში ბედნიერი ოჯახი გვქონდა, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ამ სიყვარულით და ერთურთის პატივისცემით შევძელით, ლამაზი ბუდე მოგვეწყო. ერთად იმდენი ვიშრომეთ, რომ შვილებს ცხოვრების მოწყობაშიც დავეხმარეთ... ჩემს მეუღლეს ბევრი დედმამიშვილი ჰყავდა და როგორც კი დავქორწინდით, საცხოვრებლად თბილისში წამოვედით, ერთი პატარა ოთახი ვიქირავეთ, ერთად წამოვიწყეთ ბიზნესი, რომელმაც გაამართლა. 2 ვაჟი გვყავს, უკვე ორივე სრულწლოვანია: ერთი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეორე - თბილისშია. იცით, რას მივხვდი? როცა სიღარიბეში გვიწევდა ცხოვრება, მე და ჩემს მეუღლეს მაშინ უფრო ძლიერად გვიყვარდა ერთმანეთი, ახლა კი, როცა ყველაფერი გვაქვს, ჩვენ შორის თითქოს, შავმა კატამ გაირბინაო, ურთიერთობა გაცივდა. ოჯახი არ დავანგრიეთ იმიტომ, რომ შვილები გვყავს და მათთვის ეს მტკივნეული იქნებოდა. თან, როგორც გითხარით, საერთო ბიზნესიც გვაერთიანებს და განქორწინება არც ერთს არ გვაძლევს ხელს. ჩვენი გრძნობების გაციება მხოლოდ ჩემი ბრალი არ არის. დარწმუნებული ვარ, მეუღლეს საყვარელი არ ჰყავს, მაგრამ ვგრძნობ, უკვე მოვბეზრდი და სულ ქეიფსა და დროს ტარებაზე ფიქრობს. ბოლო დროს ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა. თითქოს ყველაფერი მქონდა, რაზეც ახალგაზრდობაში ვოცნებობდი, მაგრამ თავს უბედურ ადამიანად მივიჩნევდი. ბოლო დროს მე და ჩემი მეუღლე ცალ-ცალკე ვიძინებდით. ჰოდა, ეტყობა მომბეზრდა ასეთი ურთიერთობა... ერთ დღეს ავტომობილი გამიფუჭდა და ხელოსანთან მივიყვანე, თავად კი ტაქსი გავაჩერე და მძღოლს მოველაპარაკე, - მთელი დღე მომემსახურე და საღამოს გულს არ დაგწყვეტ, კარგად გადაგიხდი-მეთქი. ტაქსის მძღოლი ასაკით ჩემი ტოლი გახლდათ. მთელი დღეს ერთად მოგვიხდა ყოფნა და ერთმანეთი კარგადაც გავიცანით. საკმოდ სიმპათიური მამაკაცი იყო, თან - განათლებული, ზრდილობიანი. საღამოს, როცა საქმეების მოგვარებას მოვრჩი, ფული გადაუხადე და ისიც დავძინე: ჩემსავით, მთელი დღე შენც არაფერი გიჭამია. თუ გინდა, ერთად ვივახშმოთ-მეთქი. უარი არ უთქვამს. რესტორანში შევედით, ცოტა დავლიეთ კიდეც. რა თქმა უნდა, მეუღლეს მთელი დღე არ გავხსენებივარ... აღმოჩნდა, რომ ჩემს ახალ ნაცნობს ცოლ-შვილი არ ჰყავდა, მარტო ცხოვრობდა. ცოტა რომ დავლიე, გავთამამდი და ისე მოხდა, რომ იმ კაცმა საღამოს საკუთარ სახლში მიმიყვანა, ის ღამე მასთან გავატარე... მის გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობ. თბილი მამაკაცია და მომცა ის, რაც წლებია, ქმრისგან არ მიგრძნია. მითხარით, მოღალატე რომ გავხდი, ჩემი ბრალია? ქალი ვარ და მამაკაცის სითბო, ალერსი მჭირდებოდა. 5 წელია, მეგობარი მამაკაცი მყავს, მეუღლეს კი ერთხელაც არ გასჩენია ეჭვი. მისთვის მთავარია, რომ ბიზნესში ვეხმარები და სახლში იდეალური დიასახლისი ვარ. გამოდის, რომ ახლა ისე მიყურებს, როგორც მოსამსახურეს..." ნინო 31 წლის ქმარი აღარ მიყვარს, ფიტნეს-ინსტრუქტორთან ვღალატობ, მაგრამ მიტოვება არ შემიძლია, იდეალური ქმარი მყავს, ხუთი წელია რაც ცოლ-ქმარი ვართ და ჩემთვის არასოდეს არაფერი დაუკლია. სამი წლის გოგონა გვყავს. ცალკე ვცხოვრობთ და ორივე ვმუშაობთ. იმდენად იდილიაში ვცხოვრობდით, რომ ალბათ სწორედ ეს გახდა ჩემი გაციების მიზეზი. უფრო სწორად მოვიწყინე. მინდოდა ცხოვრებაში რაღაც სიახლე შემეტანა და მეც მოდას ავყევი და ვარჯიშზე დავიწყე სიარული. პირადი ფიტნეს-ინსტრუქტორი ავიყვანე და სამი შეხვედრის შემდეგ სწორედ მასთან ვუღალატე ქმარს.თავიდან ამ ფაქტს ყველას ვუმალავდი, მაგრამ მალე დაქალებს გამოვუტყდი და სწორედ აქ დაიწყო ჩემი პრობლემები. მაიძულებენ რომ ქმარი მივატოვო და ცალკე გადავიდე საცხოვრებლად, რადგან ღალატით ცხოვრება დაუშვებელია. ერთი დამემუქრა კიდეც, მე თუ არ ვეტყოდი, ის ეტყოდა ჩემს ქმარს.ვიცი, ცუდი ქალი ვარ, საშინლად ვიქცევი, ვღალატობ ადამიანს, რომელიც ჩემზე გიჟდება და პატივს მცემს, მაგრამ ალბათ ყველაფერი იდეალურიც მოსაბეზრებელია. საკმაოდ კარგი შემოსავალი მაქვს, შემიძლია მართლა მივატოვო ქმარი, წავიდე და ცალკე ვიცხოვრო, მაგრამ მისი მიტოვებაც არ შემიძლია. მართალია, აღარ მიყვარს, მაგრამ რაღაცნაირად შევეჩვიე და მომწონს ოჯახში ცხოვრება. ჩემი ინსტუქტორი ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავს, რადგან ცოლი და ორი შვილი ჰყავს და ამბობს, რომ მათთან ძალიან ბედნიერია.ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა კი ის არის, რომ დაქალებს მოვუყევი და არ ვიცი, როდის და რა დროს წამომაძახებენ. შეიძლება მაშინებენ, მაგრამ მართლა რომ უთხრან ჩემ ქმარს. 669 2-ს მოსწონს
|