რელიგია "უფლება რომ მისცე, ჩოხაზე მიმაგრებული ხანჯლით ადამიანს მუცელს გამოუფატრავს... რომ კითხო, სიწმინდეს იცავს" - პეტრე კოლხი 2022, 22 მაისი, 8:39
სვეტიცხოვლის დეკანოზი საზოგადოებრივ ტრანსპორტში საზარელ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება(თან გარდაცვლილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს) და წერს:
"ეს უნდა დამეწერა, არ მაინტერესებს, ვის მოეწონება, ვის არა… აბა მე მკითხეთ, რა მომწონს, ან რა არ მომწონს… მოკლედ, დღესასწაულის დაწესება, ეს იქნება “ოჯახის სიწმინდე”, “ოჯახის სისუფთავე” თუ სხვა, არაფრის მომცემია, თუ სულიერად და მენტალურად არ გავიზარდეთ.. თუ არ გავიაზრეთ, რას ნიშნავს და რას ისახავს მიზნად მსგავსი ტიპის გამოსვლები და ღონისძიებები… მე პირადად, ძალიან ბევრი ვიცი, ვინც იმ დღეს მხოლოდ იმის გამო გადის, რომ ვიღაცის მიმართ აგრესია აქვს და არიქა, ჩოხის ჩაცმით დაამტკიცოს, რომ მაგარია, რომ სიწმინდეს იცავს… არადა, უფლება რომ მისცე, ჩოხაზე მიმაგრებული ხანჯლით ადამიანს მუცელს გამოუფატრავს. რომ კითხო, სიწმინდეს იცავს.. ღმერთს არ სჭირდება ძალადობრივი სიწმინდე… ან რა სიწმინდეში ხარ, თუ საკუთარი ხელი, სული თუ სამოსი ადამიანის სისხლში გასვარე… სხვას არ უნდა დაუმტკიცო, რომ სიწმინდის დასაცავად იბრძვი, შენ თავს უმტკიცე და შენი სისუსტეების წინააღმდეგ იბრძოლე, თორემ ხომ კარგად ხედავთ, ვითომ ყველაფერს ვზეიმობთ და განსაცდელები მაინც არ მთავრდება. პირიქით, ყოველდღიურად უარესები ხდება… იქნებ დავფიქრდეთ მაინც, რატომ ხდება ასე…. იქნებ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ… აი, ეს ანგელოზივით გოგო მოკლეს!..-წერს პეტრე კოლხი ტრაგედიას ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძეც:
"პროვინციული პაპიზმის შემოქმედმა კერპმა პატრიარქმა კი ადღესასწაულა ერი 17 მაისს "ოჯახის სიწმინდის დღეს", მაგრამ დღეს ქმარმა სასტიკად მოკლა ცოლი საჯაროდ და შვილების თვალწინ. და ეს უბედურება ლამის ყოველდღიურობად იქცა საქართველოში.
ერთადერთი გამოსავალია ქალებმა აუცილებლად დატოვონ ქმარი და განქორწინდნენ, თუ ის მოძალადეა. ხშირად საეკლესიო პირები და ახლობლები უჩიჩინებენ ქალებს, რომ განქორწინება ცოდვაა. სინამდვილეში კი ნაძალადევი ოჯახია ცოდვა და უბედურება. არც სიყვარული ამართლებს ასეთ ერთობას და არც არაფერი. მართალია ქართულმა ფსევდო სამართალმა ადამიანის სიცოცხლე 13-17 წლის პატიმრობის ფასად მიიჩნია, მაგრამ სინამდვილეში სიცოცხლე შეუფასებელი და აუნაზღაურებელი ფასეულობაა. ამიტომ, ქალბატონებო, დაიცავით თავისუფლება, თქვენი უფლებები და საკუთარი სიცოცხლე, ნუ აკვლევინებთ თავებს ამ პირუტყვ კაცებს; სახელმწიფო, ეკლესია, საზოგადოება, ახლობლები თქვენ ვერ გიცავენ. საქართველოში დღეს ქალი ყველაზე მოწყვლად არსებად იქცა". შეგახსენებთ, 21 მაისს გურამიშვილის გამზირზე 323 ნომერ ავტობუსში 31 წლის სოფო კვარაცხელიას ქმარმა, როინ მებონიამ შვილების და მგზავრების თვალწინ ყელი გამოჭრა. როგორც ცნობილი გახდა ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობდა და რამდენიმე წლის წინ თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ზუგდიდელი მეზობლები ჰვებიან, რომ როინ მებონიას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. "ბოლო პერიოდში ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თვითმკვლელობაც სცადა. გოგო არაჩვეულებრივი. ბავშვს დიაბეტი ჰქონდა და მკურნალობდნენ, "- აცხადებენ ზუგდიდში ცოლ-ქმრის ნაცნობები. 775 5-ს მოსწონს |
მოერიდეთ პრივილეგირებულად,გამოკვეთილად მოხსენიებას და მათთვის უფლების მინიჭებას,თორე უარესი მოხდება,ხდება უკვე. რამდენად დებილი კი არა ბაია პატარაია უნდა იყო რო ეს ვერ გაიზრო,პრივილეგიები იწვევს აგრესიას და მეორე მხარის თავზე გა*მას,რაც ძალადობის მაპროვოცირებელია.