x
image
არჩილ ვერულიძე
სიკვდილით დასჯის ისტორია: რატომ ითვლებოდა ჩამოხრჩობა ყველაზე სამარცხვინოდ?

image
ისტორიაში საკმარისადაა მაგალითები, სადაც ადამიანებმა უსაზღვრო ფანტაზია გამოიჩინეს წამებისა და სიკვდილით დასჯის სფეროში. ამ უკანასკნელთა შორის ბევრია ეგზოტიკური, რომელიც რთულად აღიქმება ბევრი ჩვენგანის მიერ. თუმცა, ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში, ჩამოხრჩობა ყველაზე სამარცხვინოდ ითვლებოდა სიკდილმისჯილისთვის.

რატომ მიიღო ყველაზე ცნობილმა მეთოდმა ასეთი რეპუტაცია?

საიდუმლო არ არის, რომ სიკვდილით დასჯა თეატრალურ წარმოდგენას ჰგავდა. "წარმოდგენის" ნახვის მსურველები წინასწარ იკრიბებოდნენ ეშაფოტთან საუკეთესო ადგილის დასაკავებლად. მეტიც, ბევრს სურდა, რომ "წარმოდგენა" უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, რათა სრულად დამტკბარიყო პროცესით.
image
სწორედ ამიტომ იყო განსაკუთრებით პოპულარული ადამიანების დანაკუწება, ძელზე გასმა, ან ადუღებულ ზეთში მოხარშვა.
image
მართალია დამნაშავენი არ იზიარებდნენ მაყურებლის საზეიმო განწყობას. უკანასკნელი საჯარო გამოსვლისას ისინი ცდილობდნენ ზიზღი გამოეხატათ სიკვდილისა და შეკრებილი საზოგადოების მიმართ. ეს განსაკუთრებით ეხებოდა დიდგვაროვან ოჯახებს, რომლებსაც არ სურდათ მდაბიოთათვის სიხარულის მიზეზი მიეცათ.

ყველაზე ცივილური სიკვდილით დასჯა ზემოაღნიშნული ჩამოხრჩობა გახლდათ. თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესია, ალბათ ყველასთვის ცნობილია. მაგრამ ვისთვის იყო ის დამამცირებელი? მათთვის, ვისაც ხელისუფლების დამცირება სურდა, კერძოდ, დიდებულები, ვაჭრები და არისტოკრატიის სხვა წარმომადგენლები.
image
არავის სურდა თოკზე ჩამოკიდება, სახეზე საშინელი გრიმასით, კმაყოფილი ბრბოს წინაშე, რომელიც აღფრთოვანებული შეძახილებით ხვდებოდა სიკვდილმისჯილის აღსასრულს. ამასთანავე, ამ მომენტში შეიძლება მოხდეს ნაწლავების ან შარდის ბუშტის დაცლაც. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ცხედარს დიდი ხნით ჩამოკიდებულს ტოვებდნენ ყველას თვალწინ, როგორც მაგალითს, იმათთვის, ვინც გაბედავდა ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებას.
image
გარდა ამისა, ჩამოხრჩობა ითვლებოდა „ღატაკთა სიკვდილით დასჯად“ და ნებისმიერ კეთილშობილ ადამიანს სურდა თავისი წოდების შესაბამისი სიკვდილი: თავის მოკვეთა ან, როგორც მოგვიანებით იქნა შემოღებული - დახვრეტა. ეს გასაგებიცაა, რადგან იმ ეპოქაში, როცა თითქმის ყველა მამაკაცი მეომარი გახლდათ, მახვილით ან ნაჯახით სიკვდილი საპატიოდ ითვლებოდა.

ამ ყველაფრის გარდა, მსჯავრდებულებს უბრალოდ არ ჰქონდათ დრო იმის აღსაქმელად თუ რა მოხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეებში არსებობდა სასჯელთა განაწილების ყველაზე რთული სისტემა, რომელიც ითვალისწინებდა დამნაშავის დანაშაულს და მის წარმომავლობას.
image
მაგალითად, მოღალატეებს ანაკუწებდნენ ცხენების გამყენებით, ფალსიფიკატორებს ყელში გავარვარებულ ტყვიას ასხამდნენ, ჯადოქრებს კი, მოგეხსენებათ, კოცონზე წვავდნენ. თავებს კვეთდნენ არისტოკრატებს, მაგრამ სხვადასხვა ცოდვებისთვის შეიძლებოდა მათი ჩამოხრჩობაც, რითაც მათ აიგივებდნენ მკვლელებთან, ქურდებთან, მოძალადეებთან ან უბრალო ღატაკებთან, რომელთა ეშაფოტზე გაგზავნა უბრალო მაწანწალობის ბრალდებითაც შესაძლებელი ხდებოდა.
image
უფრო მეტიც, სიკვდილით დასჯის ეს მეთოდები ევროპულ ქვეყნებში მე-XX საუკუნის დასაწყისამდე. არსებობდა. ერთადერთი გამონაკლისი საფრანგეთი გახდა, რომელიც რევოლუციის დროს ყველას განურჩევლად გზავნიდა გილიოტინაზე.
image
დღეისათვის, ასეთი დაყოფა, ისევე როგორც სიკვდილით დასჯა, მხოლოდ ისლამურ ქვეყნებში ხდება, რომლებიც შარიათის კანონის მიხედვით ცხოვრობენ.






0
378
3-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0