სიახლეები რუსები ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში ფასების ზრდა ომის ბრალი კი არა, სანქციების ბრალია 2022, 19 მაისი, 12:33
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა "გამოიკვლია" და მსოფლიოში საკვებზე და ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების ზრდაში "დამნაშავენის" ვინაობა დაადგინა.
პოლიტიკოსის თქმით, ამაში რუსეთის ფედერაციის მიმართ არამეგობრული სახელმწიფოები არიან დამნაშავენი. შესაბამისი პოსტი პროპაგანდისტმა ტელეგრამის საკუთარ არხზე გამოაქვეყნა. ის ამტკიცებს, რომ კრიზისის მიზეზი არა რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომია, არამედ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. "აი ვინ არიან მსოფლიოში არსებული პრობლემებისა და მოახლოებული კრიზისების მთავარი დამნაშავეები“, - წერს სპიკერი და აქვეყნებს იმ ქვეყნების სიას, ვინ ყველაზე მეტი სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციას.ლიდერთა რიგებში არიან შეერთებული შტატები-1983 სანქცია, კანადა-1402 სანქცია და შვეიცარია -1361 სანქცია, მას მოჰყვება დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები(27 ქვეყანა) ავსტრალია და იაპონია. მთლიანად რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწებიდან(24 თებერვალი) დაწესდა 10 536 შეზღუდვა. როგორც ცნობილი გახდა, ევროკომისიამ დაამტკიცა REPowerEU-ის გრძელვადიანი გეგმა რუსული ენერგორესურსების ეტაპობრივი შეზღუდვის შესახებ. სამუშაოები ეტაპობრივად სამ დონეზე უნდა განხორციელდეს: ეს არის წყაროების დივერსიფიკაცია, გაძლიერებული მიმართულებით მუშაობა ენერგიის დაზოგვაზე და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლა. ამისთვის დაახლოებით 300 მილიარდი ევრო გამოიყოფა. 75 3-ს მოსწონს
|