x
image
თამილა გურაშვილი
რომელ ქვეყნებს გამოუცხადეს ომი Killnet-ის რუსმა ჰაკერებმა?
image
რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა "ომი" გამოუცხადა ათ ქვეყანას, რომლებიც მხარს უჭერენ რუსოფობიას. კიბერაქტივისტებმა გადაწყვიტეს დაუპირისპირდნენ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას, პოლონეთს, რუმინეთს, ლატვიას, ესტონეთსა და უკრაინას.


„მოგესალმებით ყველა ჩვენს მტერს. დღეს ჩვენ ოფიციალურად ვუცხადებთ კიბერომს 10 ქვეყნის მთავრობას. ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვიკვლევდით ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ ნაცისტებსა და რუსოფობებს. დროა საბოლოოდ გავანადგუროთ ისინი.“- ამბობს უცნობი ადამიანი გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.


Killnet-მა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და ამ ქვეყნების მთავრობები „ლიკვიდირებული იქნება“.


„დროა ყველამ ჩვენი ბრძოლის პრინციპები აითვისოს. გლობალური შეტევის ტესტირება დასრულებულია.“- დასძინა უცნობმა.



შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დენაციფიკაციის სპეცოპერაციის დაწყებით, Killnet-მა რუსეთის მხარე დაიკავა. მანამდე 7 მაისს ჰაკერებმა გერმანიის სამთავრობო უწყებების ინტერნეტ პორტალებზე კიბერშეტევები განახორციელეს. თავს დაესხნენ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობის, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანცლერ ოლაფ შოლცის ვებგვერდებს.

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0