x
image
არჩილ ვერულიძე
ნიუ-იორკში მცხოვრები მამაკაცი საკუთარ სახლში ცხოვრების უფლებისთვის სასამართლოში ჩივის

imageმოიჯარე ნიუ-იორკიდან უარს ამბობს ბინიდან გასვლაზე, რის გამოც დეველოპერები იძულებულნი არიან 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი გადაავადონ. 25 მილიონიანმა სარჩელმაც კი ვერ აიძულა მამაკაცი სახლი დაეტოვებინა.
image
52 წლის მანჰეტენის მკვიდრი და მისი ძაღლი უძრავი ქონების დეველოპერთან სასტიკ კონფლიქტში მოხვდნენ. მამაკაცი უარს ამბობს ნიუ-იორკში თავისი იდეალური აპარტამენტის დატოვებაზე, ეს აიძულებს დეველოპერებს გადადონ 70 მილიონი დოლარის ღირებულების კონდომინიუმის პროექტი. ამის გამო მამაკაცს უკვე უჩივლეს.
image
მამაკაცი 16 წელია ცხოვრობს თავის ბინაში ზემო ვესტ-საიდზე.
image
გასულ ზაფხულს, Naftali Group-მა, კერძო საერთაშორისო უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიამ, იყიდა Eagle Court-ის შენობა მანჰეტენზე 70 მილიონ დოლარად და გაუგზავნა შეტყობინება მოიჯარეებს სასწრაფოდ გადასულიყვნენ დაკავებული შენობიდან. თუმცა, აჰმედ ნეჯათ ოზსუ არ იყო მზად უბრძოლველად დანებებისთვის. 52 წლის მამაკაცმა უარი თქვა თავისი ოროთახიანი ბინიდან გასვლაზე და ადვოკატთან, ადამ ლეიტმან ბეილისთან ერთად ელოდება შვიდნიშნა რიცხვიან ჩეკს მისთვის მიყენებული უსიამოვნებისთვის.
image
ოზსუს არ სურს თავისი ფართო ბინის დათმობა კერძო ვერანდით, ნიუ-იორკში სოლიდური შენობის ზედა სართულზე. არენდის სახით თვეში 3500 დოლარს იხდის. დეველოპერმა მას შესთავაზა 30 000 დოლარის ანაზღაურება - თითქმის ერთი წლის ქირა. მაგრამ ამან არ გაჭრა და კორპორაცია სხვა გზით წავიდა - მოიჯარეს წინააღმდეგ 25 მილიონი დოლარის სარჩელი შეიტანა. კორპუსში 128 ბინაა, მხოლოდ 16 მოიჯარეს უჭირავს საცხოვრებელი სახლი, მაგრამ ისინი ყველა გადასასვლელად ემზადებიან. მხოლოდ ოზსუმ განაცხადა კატეგორიული უარი.
image
ოზსუ ასევე ესხმის თავის მოწინააღმდეგეს - მან უკვე განაცხადა, რომ სახლის ახალი მფლობელი მას რეალურად აძევებს ბინიდან უსაფრთხოების კამერის დაყენებით და ხმამაღალი ინდუსტრიული ვენტილატორის ჩართვით.
image
აჰმედ ნეჯათ ოზსუ და მისი ადვოკატი თვლიან, რომ ახალი მესაკუთრე იყენებს დაშინების ტაქტიკას, რათა როგორმე დაარწმუნოს მოიჯარე, დატოვოს შენობა. ბატონი ოზუს ბინის გარეთ დერეფანში დამონტაჟდა უსაფრთხოების კამერა, ასევე სამრეწველო ჰაერის ფილტრი, რომელიც გამუდმებით აღიზიანებს მამაკაცს თავისი ხმამაღალი ზუზუნით.
image
52 წლის მამაკაცი სპეციალიზირებულია პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში, თუმცა ბოლო დრომდე ის უმუშევარი იყო და დაახლოებით 13, 600 დოლარის ვალი დაუგროვდა იჯარის სახით. ამ წლის დასაწყისში მან მიმართა გადაუდებელი დახმარების პროგრამას, რომელიც აფინანსებს მათ, ვინც ვერ იხდის ბინის ქირას ან კომუნალური მომსახურების საფასურს. თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მამაკაცს ექნება უფლება დარჩეს საკუთარ ბინაში კიდევ ერთი წელი მაინც.
image
მამაკაცმა და მისმა ადვოკატმა საპასუხო სარჩელი შეიტანეს და შექმნილი დისკომფორტისთვის შვიდნიშნა რიცხვიან ანგარიშის ჩეკს ელოდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერს ჯერ არ მიუღია მშენებლობის ნებართვა, ნიუ-იორკის პრესა ირწმუნება, რომ საცხოვრებელი კორპუსი დაინგრევა და ფეშენებელურ კოშკად გადაკეთდება. მაგრამ მანამდე დეველოპერს მოუწევს მოიჯარესთან შეთანხმება.








0
140
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0