x
image
არჩილ ვერულიძე
პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ტიტულებზე უარის თქმა სურთ

image
ისევ მოუსვენრობაა ბრიტანეთის გვირგვინოსანთა ოჯახში. ახლა ყველასთვის საყვარელმა წყვილმა ქეითმა და უილიამმა გადაწყვიტეს თავი დააღწიონ იმ "ფორმალობებიბს, რომლებიც მათ, ასე ვთქვათ, ბოჭავთ.

კემბრიჯის ჰერცოგები დარწმუნებულები არიან, რომ თანამედროვე სამყაროში ყველა ეს "ფორმალობა" არც ისე აქტუალურია, მათ კი სამეფო კარის პროტოკოლის დაცვა უწევთ. მათ სურთ, რომ უფრო ახლოს იყვნენ თავიანთ ხალხთან. ისინი არ არიან წინააღმდეგნი, რომ მათ მხოლოდ სახელით მიმართავდნენ.
image
უილიამი და ქეითი თვლიან, რომ ამ გზით მონარქიული ინსტიტუტი უფრო თანამედროვე გახდება. ზოგიერთი ცნობით, იდეა მათ თავში 2022 წლის მარტში კარიბის ზღვის აუზის კრუიზის შემდეგ გაუჩნდა.
image
მაგრამ ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ არ მომხდარა პრინც ჰარის და მეგან მარკლის უარყოფითი ზეგავლენის გარეშე. მოგეხსენებათ, 2021 წლის 19 თებერვალს ამ წყვილმა საბოლოოდ უარი თქვა სამეფო ოჯახის წევრების ყველა პრივილეგიაზე და მოვალეობაზე.



0
103
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0