x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ესპანეთში ქართველი ძმები ხანძრის დროს ტრაგიკულად დაიღუპნენ
image


ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში 27 და 22 წლის ძმები, გიორგი და საბა მატარაძეები ტრაგიკულად დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, ძმე­ბ 4-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბას ემსხვერ­პლნენ.


გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ყოფილმა ბინადარმა განზრახ გააჩინა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ძმები სამტრედიიდან იყვნენ და ესპანეთში სამუშაოდ დაახლოებით, ორი თვის წინ წავიდნენ.



რაც შეეხება მოტივს, ოჯახისთვის უცნობია, თუ რა გახდა მოტივი იმისა, რომ უცნობმა მამაკაცმა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გააჩინა. ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.


"4-სართულიან შენობაში მე-3 სართულზე ჰქონდათ ბინა ნაქირავები, ქირით იყვნენ. პირველ სართულზე ვიღაცა თავხედმა გააჩინა ხანძარი. არ ვიცი გული მოუვიდა თუ რა იყო, რაღაც მიზეზის გამო ხანძარი გააჩინა და დაკვამლიანებამ ჩემი შვილები შეიწირა, დაძინებული შვილები დამეღუპა. საელჩო ჩართულია და ალბათ 5-6 დღეში საბუთები მოგვარდება. მიცვალებულებს დანაშაული არაფერი არ აქვთ გარდა იმისა, რომ შეეწირნენ გაუგებრობას, " - ამბობს დაღუპული ძმების დედა ნესტან ჩარგეიშვილი.


„სხვა ჯოჯოხეთის წარმოდგენაც შეუძლებელია..სიცოცხლეშიც სულ ერთად იყვნენ და არც იქეთ მიატოვეს ერთმანეთი. მენანებით, არ იმსახურებდით ასეთ დასასრულს.მთელი ჩემი ბავშვობა ხართ უფალმა დაგიმკვიდროთ ცათასასუფეველივერასოდეს დავიჯერებ რო აღარ ხართ გიო რაგანსაკუთრებული იყავი“, – წერს გარდაცვლილი ძმების ახლობელი სოციალურ ქსელში.

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0