x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"სად ეგდო დედამისი? - ეს ფრაზა არ ამომდის თავიდან და ასეთებმა მიმიყვანეს უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე" - რას წერს ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის მოზარდის დედა

образ

სასკოლო ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის მოზარდის, სოფო ნიკოლეიშვილის დედა ლანა ნიკოლეიშვილი თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:


"სად ეგდო დედამისი? - ეს ფრაზა არ ამომდის თავიდან და ასეთებმა მიმიყვანეს უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე. თავის მოკვლაზე მიფიქრია...ზუსტად იქ, იმ ადგილზე, ისე მინდოდა გადავყოლოდი ჩანჩქერს, შევეთრიე ლოდის ქვეშ და გამევლო ის სატანჯველი, რაც ჩემმა შვილმა გაიარა, მაგრამ ვერ შევძელი. ვერ დავთმე სიცოცხლე. არავითარი "სხვა შვილები" არ ყოფილა ფაქტორი იმისა, რომ დავრჩენილიყავი ცოცხალი.თუ თვითმკვლელობას გადაწყვეტ, იქ ვერავისზე ფიქრობ.მე ვფიქრობდი და ვერ გადავწყვიტე.შემეშინდა.არ მრცხვენია ამის აღიარების.


სად ეგდო დედამისი? განა რამდენი დედა მიყვებით მეთერთმეტე კლასელს ექსკურსიაზე? რამდენს გაქვთ ხელი ჩაკიდებული 16 წლის შვილზე და დაატარებთ ისე? ხალხის ერთმა ნაწილმა გადამიარა, მაგრამ მეორე, საღად მოაზროვნე, დამიდგა სიტყვით გვერდით ისე, რომ შვებას და სუნთქვის საშუალებას მაძლევდა.დღესაც მამხნევებს ადამიანების თბილი სიტყვა. გადაბრუნებული ურმიდან ნუ გასცქერით, განსჯით და პროფესორობთ!


ჩვენ მხოლოდ თანადგომა გვმართებს ტრაგედიების ჟამს და თუ ეს არ "შეგიძლია" ვინც ახლა ჭკუისკოლოფობ, ენა ჩაიგდე!!! დამთავრდა იმ ოჯახის და ყველა შვილდაკარგული ოჯახის ბედნიერება იმ წამს, როცა შვილი დაკარგა. უბედურს კი, ბინძურ წიხლს, ნურავინ დააჭერს!" - წერს სოციალურ ქსელში ნიკოლეიშვილი.



შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 26 მაისს კერძო სკოლა "ალბიონმა" მე-11 კლასის მოსწავლეები ლაგოდეხში წაიყვანა ექსკურსიაზე. ადგილზე მისულები გააფრთხილეს, რომ მდინარეს სწრაფი დინება ჰქონდა და მოსწავლეები შიგნით არ უნდა ჩაეშვათ. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ მასწავლებლებმა გულგრილობა გამოიჩინეს და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. შედეგად, რამდენიმე მოსწავლე მდინარეში ჩავიდა და მათგან ერთ-ერთმა, სოფიო ნიკოლეიშვილმა ამოსვლა ვეღარ მოახერხა.


რაც შეეხება მსახიობის, ტელეწამყვანის და თეატრმცოდნეს ნიკოლოზ წულუკიძეს ვაჟს, 2 წლის კიტა წულუკიძე გუშინ მე-10 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.


კიტა წულუკიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება სიონის ტაძარში, დღეს. გამოსვენება ხვალ, 5 მაისს ხუთშაბათს, 14 საათზე სიონის ტაძრიდან მოხდება.


1
1450
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1450
  
2022, 4 მაისი, 16:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1