x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იქნება სიკვდილი და ინვალიდობა! არჩევანი თქვენზეა! - როგორ ეხმაურება გიორგი ფხაკაძე მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას

image


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე პირბადეების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"კოვიდმა 5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა …. ასობით მილიონი დაინვალიდდა პოსტ კოვიდის გამო…


– მთელი მსოფლიო დაზარალდა ეკონომიკურად, სოციალურად, ფსიქოლოგიურად, პოლიტიკურად…


ასობით მეცნიერული სტატია დაიწერა და აღწერილია, თუ რა მუშაობს ამ ვირუსთან ბრძოლაში და რა არ მუშაობს…


– საქართველო არის კლასიკური მაგალითი, თუ რა არ უნდა გააკეთო პანდემიის დროს …


სხვის შეცდომებზე არ ვსწავლობთ და საკუთარი შეცდომები “წარმატებად” საღდება…


– დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილება არის ამის ნათელი მაგალითი!


მოსახლეობა უნდა დავიცვათ ყველგან და ყოველთვის, ამიტომ სანამ მოსახლეობის (5 წლის ასაკიდან) 80% არ აიცრება 3-ჯერ/4-ჯერ ფაიზერით/მოდერნათი პროტოკოლის მიხედვით, ქვეყანაში პანდემია არ დასრულდება! დიახ, არ დასრულდება და იქნება არასაჭირო სიკვდილი და ინვალიდობა!


– პირბადეების ტარებაზე რა გითხრათ, რაც აქამდე არ მითქვამს და, საერთოდ, სამედიცინო პირბადის ცნება ქართულ საზოგადოებაში ვინ შემოიტანა, ესეც ცნობილი ფაქტია…. გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე !


– არჩევანი თქვენზეა!


ჯანმრთელობას გისურვებთ…" - წერს პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, დღეიდან პირბადეების გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკვე სტაბილური ეპიდვითარებაა.


"შეიძლება ითქვას, რომ კოვიდის სიტუაცია დასტაბილურდა. დღეს 52 შემთხვევა გვქონდა, ძალიან მშვიდი ვითარება გვაქვს ამ მიმართულებით და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შევამსუბუქოთ რეგულაციები და დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, " - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





0
777
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
777