სხვა კიდევ ერთი სტრატეგიული ობიექტი დაიწვა რუსეთში, ხანძრის შედეგად სახალინში დაიწვა თბოელექტროსადგურის მთავარი ენერგობლოკი 2022, 30 აპრილი, 14:33 ![]() თბოელექტროსადგურის აღნიშნული ბლოკი ათეულათასობით ადამიანს აწვდიდა ელექტროენერგიას, ასევე ელექტროენერგიას აწვდიდა მთელ რიგ სახელმწიფო ორგანიზაციებს რომლებიც ჯერჯერობით უშუქოდ არიან დარჩენილი. ენერგობლოკის სიმძლავრე 60 მეგავატი გახლდათ, ხანძარი ექსპერტების შეფასებით ტურბინაში გაჩნდა და იქიდან გავრცელდა. მართალია რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ხანძრის ლიკვიდირება სწრაფად მოხდა, მაგრამ თვითმხილველები სულ სხვას საუბრობენ, მათი თქმით ადგილობრივი სახანძრო სამსახურმა ვერ შესძლო ხანძრის კერის ლოკალიზება და ცენტრიდან გამოიძახეს დამატებითი ძალები თუმცა ამას გავლენა არ მოუხდენია, ბლოკი დაიწვა, ერთადერთი რაც მოახერხეს მეხანძრებმა ეს ხანძრის არეალის გავრცელების შეზღუდვა იყო. გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას შემთხვევის ადგილიდან. ![]() ![]() 132 5-ს მოსწონს |