ალბათ, ყველამ იცის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი პოეტის ბიოგრაფია. მაგრამ ცოტამ თუ იცის ზუსტად როგორ დაისაჯა ლეიტენანტი დანტესი კამერული იუნკერის პუშკინის მკვლელობისთვის.
ნიკოლოზ I-ს შემდგარი დუელის შესახებ მოახსენეს 1837 წლის 29 იანვარს. იმ მომენტში პუშკინი ჯერ კიდევ ცოცხალი გახლდათ, მაგრამ სასიკვდილოთ იყო დაჭრილი. რუსეთში დუელი ოფიციალურად აკრძალული იყო და იმპერატორს არ შეეძლო ერთი დუელისტი დაესაჯა, ხოლო მეორესთვის ეპატიებინა. რა თქმა უნდა, ის თანაუგრძნობდა პოეტს და ნიკოლაიმ, როდესაც შეიტყო, რომ ის მაინც მოკვდებოდა, გადაწყვიტა ორივე დუელისტი და მათი სეკუნდანტები სამხედრო სასამართლოსთვის გადაეცა.
დუელი, სასამართლო თავმჯდომარის გარდა, ორმა მაღალჩინოსანმა, ოთხმა უმცროსმა ოფიცერმა და სამოქალაქო თანამდებობის პირმა განიხილა.
სასამართლო პროცესი 16 დღის განმავლობაში გაგრძელდა და მისი განხილვა შეადგენდა სასამართლო საქმის 234 გვერდს. დანტესი და პუშკინის სეკუნდანტი დანზასი განსასჯელთა სკამზე აღმოჩდნენ. ხოლო დანტესის სეკუნდანტმა მოახერხა საფრანგეთში გაქცევა.
საქმის საფუძვლიანი შესწავლა დიდხანს გაგრძელდა და სასამართლომ დაადგინა, რომ დუელში დამნაშავე გახლდათ ა.ს. პუშკინი. მან შეურაცხმყოფელი წერილი გაუგზავნა ჰოლანდიელ დესპანს გეკერნს, რომელზეც პასუხის გაცემა მხოლოდ დუელით შეიძლებოდა. მაგრამ რადგან დიპლომატს არ ჰქონდა დუელში მონაწილეობის უფლება, მის ნაცვლად გამოწვევა მიიღო მისივე შვილობილმა ვაჟმა დანტესმა. ლეიტენანტს და დანზასს სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა.
მაგრამ ორივე ოფიცერი გადარჩა.სამხედრო სასამართლოს განაჩენი მოითხოვდა დამტკიცებას არაერთი უმაღლესი ინსტანციიდან. ჩამოხრჩობის განაჩენი უნდა დაემტკიცებულიყო შემდეგი პირების მიერ: პოლკის მეთაური, ბრიგადის მეთაური, დივიზიის მეთაური, კორპუსის მეთაური, სამხედრო განყოფილების გენერალური აუდიტორი და უკანასკნელი - იმპერატორი. თუ რომელიმე მათგანი იქნებოდა წინააღმდეგი, მაშინ სასჯელი უნდა გაუქმებულიყო. პუშკინი, რა თქმა უნდა, ყველას შეებრალა, მაგრამ არავის სურდა დანტესის და დანზასის სიკვდილი. ყველას მშვენივრად ესმოდა, რომ დანტესის უარი დუელზე ნიშნავდა მისი, როგორც ოფიცრის კარიერის დასრულებას, რადგან უარი ამ თანამდებობის შელახვად ჩაეთვლებოდა.
მაგრამ ასევე შეუძლებელი იყო დუელში მონაწილეობის პატიება. ხანგრძლივი კამათის დროს გადაწყდა: დანზასი ციხეში გაეშვათ რამდენიმე თვით, ხოლო დანტესს ჩამორთმეოდა ლეიტენანტის წოდება, რუსეთის თავადაზნაურობაზე უფლება და როგორც რიგითი ჯარისკაცი გაგზავნილიყო შორეულ გარნიზონში. მაგრამ არც ეს მომხდარა, რადგან დანტესი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო მისი მამინაცვალი ნიდერლანდების ელჩი. ამას შეეძლო გამოეწვია პოლიტიკური სირთულეები.
ზოგადად საქმე ჩიხში აღმოჩნდა. დანზასმა ციხეში ორი თვე გაატარა, შემდეგ კი სამსახურში და თანამდებობაზე აღადგინეს. დანტესი კი უბრალოდ საზღვარგარეთ გაგზავნეს.