x
image
თუთიკო ბერძენა
სასიხარულო ამბების ნაკრები მათთვის, ვინც უკრაინას გულშემატკივრობს
image

შეერთებული შტატების შეფასებით, რუსული ძალები დონბასში "ნელი და არათანაბარი" პროგრესის მიღწევას ახდენენ;


ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მოიგებს ომს რუსეთთან;


კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა;



გაეროს გენერალური მდივანი ეწვია ბოროდიანკას;


ბაიდენი კონგრესს უკრაინის მხარდასაჭერად 33 მილიარდ დოლარს სთხოვს;პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს ასევე ახალი სამართლებრივი ინსტრუმენტების შემოღება სანქციების გამკაცრებისთვის და რუსი ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევისთვის.


გერმანიაში მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის იარაღის დაჩქარებულ მიწოდებას;


აშშ-ს მიერ მიწოდებული ჰაუბიცების ნახევარზე მეტი უკვე ჩავიდა უკრაინაში;


დანია უკრაინას მოდერნიზებულ M113 ჯავშანტრანსპორტიორებს გადასცემს;


ფინეთში რუს ოლიგარქ როტენბერგს ორი ფერარი და ორი ნავი ჩამოართვეს;


მაკრონი ოფიციალურად გამოცხადდა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად;


ნიდერლანდები უკრაინაშიგზავნის ექსპერტთა ჯგუფს, რათა შეაგროვოს მტკიცებულებები რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ;


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რუსეთის აგრესიაზე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას.


გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი იოახიმ გაუკი რუსეთის განცხადებებს ომის მასშტაბური ესკალაციის შესახებ უკრაინისთვის დასავლური დახმარების გამო დაშინების მცდელობად მიიჩნევს.


ხოლო რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ბუნდესტაგი თავის ნაცისტურ წინამორბედებს შეადარა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების მხარდაჭერისთვის. რატომ ღმერთს არ გაეცინება!


რუსეთმა მოიფიქრა სცენარი, რომლითაც პოლონეთი, შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით, იკავებს დასავლეთ უკრაინას. რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია ვაშინგტონისა და ვარშავის გეგმების შესახებ, რათა დაამყარონ "პოლონეთის სამხედრო-პოლიტიკური კონტროლი" უკრაინაში .


ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგთის ქმით, მოკავშირეები უკრაინას სამხედრო დახმარებას მინიმუმ 8 მილიარდი დოლარის ოდენობით გაუწევენ.


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს ასევე განაცხადა, რომ ალიანსი მზად არის წლების განმავლობაში მხარი დაუჭიროსუკრაინას რუსეთთან ომში.


პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული სამხედრო ტექნიკა ბულგარეთში შეკეთდება.


აქვე უნდა დავამატოთ, რომ ბულგარეთი დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ომისშემდგომ რეკონსტრუქციაში.


გერმანია მზად არის განიხილოს რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის ჩართვა ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში.


ჩეხეთი კვიპროსს რუსი ოლიგარქების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო აკრიტიკებს.


იმავდროულად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ თანხმდებიან რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე სრულ ემბარგოს ან ტარიფების გაზრდას.



ამასობაში ნატოს გაფართოებისთვის მზადება მიმდინარეობს, რისიც პუტინს ეშინია. ფინეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა 65%-მდე გაიზარდა.



2
442
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
442
  
2022, 29 აპრილი, 7:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 29 აპრილი, 7:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2