საზოგადოებრივი ადამიანის, დიდი პრიმატების და სხვა ცხოველების ტვინის და სხვა მონაცემების შედარება 2022, 28 აპრილი, 23:32 თანამედროვე ადამიანებს ტვინის მოცულობა საშუალოდ აქვთ 1200 კუბური სანტიმეტრი. ქალებს საშუალოდ აქვთ 1130 სმ3 მოცულობის თავის ტვინი, ხოლო მამაკაცებს 1260 სმ3 (Cosgrove, Kelly P, 2007). რაც შეეხება წონას, თანამედროვე მამაკცების ტვინის წონა დაახლოებით 1370 გრამია, ხოლო ქალების - 1200 გრამი (Harrison, Paul J. 2003). ადამიანში ტვინის მასის და მთელი სხეულის მასის თანაფარდობა არის 1/40. რაც ნიშნავს, რომ 100 კგ-ის წონის ადამიანს საშუალოდ ექნება 2500 გრამის წონის ტვინი, ხოლო 50-კილოგრამიან ადამიანს 1250 გრამის წონის ტვინი. 21-ე საუკუნის მონაცემებით საშუალო გლობალური სიმაღლე მამაკაცებისთვის არის 171 სმ, ქალებისთვის კი 159 სმ. ამავე დროს ქალები საშუალოდ იწონიან 65-75 კგ-ს, ხოლო კაცები - 75-85 კგ-ს. თანამედროვე შიმპანზეების თავის ტვინის საშუალო მოცულობა 400 კუბური სანტიმეტრია (მერყეობს 300-დან 500 სმ3-მდე). მამრი შიმპანზეები იწონიან 40-70 კგ-ს, მდედრი შიმპანზეები კი 27-50 კგ-ს. ორ ფეხზე დამდგარი შიმპანზე სიმაღლით საშუალოდ აღწევს 100-დან 170 სმ-მდე (მდედრები 90-დან 120 სმ-მდე, ხოლო მამრები 120-დან 170 სმ-მდე). მამრ შიმპანზეებს, ვინაიდან უფრო დიდები არიან, უფრო დიდი ტვინიც აქვთ, ვიდრე მდედრებს (Tobias 1964; 1971). შიმპანზეების ტვინის მასის და მთელი სხეულის მასის თანაფარდობა არის 1/113. რაც ნიშნავს, რომ 50 კგ-ის წონის შიმპანზეს საშუალოდ ექნება 442 გრამის წონის ტვინი. თანამედროვე ადამიანებს და შიმპანზეებს აქვთ 98.8 პროცენტით იდენტური დნმ. თანამედროვე ორანგუტანების თავის ტვინის საშუალო მოცულობა 400 კუბური სანტიმეტრია (სმ3). მამრი ორანგუტანები იწონიან 86 კგ-ს, მდედრები კი - 37 კგ-ს. ორ ფეხზე დამდგარი მამრი ორანგუტანი სიმაღლით საშუალოდ აღწევს 137 სმ-ს, ხოლო მდედრები - 114 სმ-ს. ზოგადად, მამრ ორანგუტანებს რადგან უფრო დიდები არიან, უფრო დიდი ტვინიც აქვთ, ვიდრე მდედრებს (Tobias 1964; 1971). თანამედროვე ადამიანებს და ორანგუტანებს აქვთ 97 პროცენტით იდენტური დნმ. თანამედროვე გორილების თავის ტვინის საშუალო მოცულობა 500 სმ3 (Tobias 1971). მამრ გორილებს, რადგან უფრო დიდები არიან, უფრო დიდი ტვინიც აქვთ, ვიდრე მდედრებს. სხვადასხვა წყაროში მითითებულია გორილების ტვინის მაქსიმალური ზომა, როგორც 650 ან 700 სმ3, ხოლო ერთი განსაკუთრებულად დიდი ნიმუშის შემთხვევაში 752 სმ3 (Tobias 1964). მამრი გორილები საშუალოდ იწონიან 136-227 კგ-ს, ხოლო მდედრი გორილები - 60-113 კილოგრამს. ორ ფეხზე მდგარი მდედრი გორილები სიმაღლეში საშუალოდ 125-დან 150 სმ-მდე აღწევენ, მამრები კი - 140-დან 180 სმ-მდე. თანამედროვე ადამიანებს და გორილებს აქვთ 96 პროცენტით იდენტური დნმ. ტვინის და სხეულის მასის თანაფარდობა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ტვინი-სხეულის წონის თანაფარდობა (Brain-to-body mass ratio) არის ტვინის მასის თანაფარდობა სხეულის მასასთან, რომელიც დაახლოებით ვარაუდობს თუ რამდენად დიდია ცოცხალი არსების ინტელექტი. ეს არის შედარებით უხეში შეფასების სისტემა, მაგრამ მაინც გვაძლევს რეალობასთან მიახლოებულ სურათს. არსებობს სახეობის ინტელექტის ვარაუდისთვის უფრო რთული გაზომვითი სისტემა - ენცეფალიზაციის კოეფიციენტი (Encephalization quotent), რომელიც ითვალისწინებს სხეულის ფართოდ განსხვავებული ზომების ალომეტრულ ეფექტებს რამდენიმე ტაქსონზე. ტვინი-სხეულის მასის თანაფაროდბის გამოთვლა უფრო მარტივია და მაინც სასარგებლო ინსტრუმენტია ენცეფალიზაციის სახეობათაშორისი შედარებისთვის. ჩამოვწეროთ სხვადასხვა სახეობებში ტვინი-სხეულის მასის თანაფარდობა: ჭიანჭველების მცირე ზომის სახეობებში - 1:7 (ეს ნიშნავს, რომ ჭიანჭველას სხეულის წონა იყოფა 7-ზე და ასე ვადგენთ მისი თავის ტვინის წონას) ფრინველების მცირე ზომის სახეობებში - 1:12 თაგვებში - 1:40 თანამედროვე ადამიანში, ჰომო საპიენსში - 1:40 კატებში - 1:100 შიმპანზეების შემთხვევაში ტვინი სხეულის მასის თანაფარდობაა - 1:113 ძაღლებში - 1:125 ბაყაყებში - 1:172 ლომებში - 1:550 სპილოს შემთხვევაში - 1:560 ცხენები - 1:600 ზვიგენი - 1:2496 ჰიპოპოტამი - 1:2789 ხოლო ენცეფალიზაციის კოეფიციენტი (EQ - Encephalization quotient), ენცეფალიზაციის დონე (EL - Encephalization Level) ან უბრალოდ ენცეფალიზაცია არის ტვინის ფარდობითი ზომის საზომი, რომელიც განისაზღვრება, როგორც თანაფარდობა მოცემული ზომის ცხოველისთვის დამახასიათებელ ტვინის მასას შორის. ეს დაახლოებით გვიჩვენებს სახეობის ინტელექტის დონეს და შესაძლებლობას გვაძლევს ინტელექტის დონის სახეობათაშორისი შედარებაც მოვახდინოთ. ამ მიზნით ეს უფრო დახვეწილი საზომია, ვიდრე ტვინისა და სხეულის მასის ნედლი თანაფარდობა, რადგან ის ითვალისწინებს ალომეტრულ ეფექტებსაც (ალომეტრია - ეს არის მედიცინის განყოფილება, რომელიც შეისწავლის სხეულის ნაწილების ცვლილებას ორგანიზმის ზრდის პერიოდში). ენცეფალიზაციის გამოსათვლელი ფორმულა შემუშავებულია მხოლოდ ძუძუმწოვრებისთვის და შესაძლოა არ იყოს ზუსტი სხვა ჯგუფის ცხოველთა შემთხვევაში. ჩამოვწეროთ რამდენიმე მაგალითი თუ რომელ ძუძუმწოვართა სახეობებში არის ენცეფალიზაციის კოეფიციენტი უმაღლესიდან უმცირესისკენ: ადამიანი - 7.4 - 7.8 ბოთლცხვირა დელფინი - 5.3 შიმპანზე - 2.2 - 2.5 რეზუს მაიმუნი - 2.1 აფრიკული სპილო - 1.3 ძაღლი - 1.2 კატა - 1.0 ცხენი - 0.9 ცხვარი - 0.8 თაგვი - 0.5 ვირთხა და კურდღელი - 0.4 ოპოსუმი - 0.2 წყარო 1: Encephalization quotient - Wikipedia; წყარო 2: Brain-to-body mass ratio - Wikipedia; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი ავტორი: თორნიკე ფხალაძე163 2-ს მოსწონს |
The modern human brain is made up of an average of 86 billion nerve cells (neurons) and 85 billion glial cells. Each of these cells has an evolutionary history of 4.1 billion years, just like all living things on earth.
Мозг современного человека состоит в среднем из 86 миллиардов нервных клеток (нейронов) и 85 миллиардов глиальных клеток. Каждая из этих клеток имеет эволюционную историю в 4,1 миллиарда лет, как и все живые существа на Земле.