საზოგადოება ძილის აუცილებელი ხანგრძლივობა ასაკის მიხედვით 2022, 28 აპრილი, 17:37 ეჭვგარეშეა, საკმარისი ძილი არის ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი განიცდის ძილის ქრონიკულ ნაკლებობას - მოსახლეობის 35% აცხადებს, რომ სძინავს რეკომენდებულ მინიმუმზე ნაკლები. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რეალურად ჩვენს უძილობას უწოდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეპიდემია. აშშ-ს ძილის ეროვნული ფონდის თანახმად, ზრდასრულთა დაახლოებით 40 პროცენტს უძილობა აწუხებს. ასაკი - ძილის რეკომენდირებული ხანგრძლივობა 0-3 თვე - 14-17 საათი, მინიმუმ 11-13 საათი; 4-11 თვე - 12-15 საათი, მინიმუმ 10-11 საათი; 1-2 წელი - 11-14 საათი, მინიმუმ 9-10 საათი; 3-5 წელი - 10-13 საათი, მინიმუმ 8-9 საათი; 6-13 წელი - 9-11 საათი, მინიმუმ 7-8 საათი; 14-17 წელი - 8-10 საათი, მინიმუმ 7 საათი; 18-25 წელი - 7-9 საათი, მინიმუმ 6-7 საათი; 26-64 წელი - 7-9 საათი, მინიმუმ 6 საათი; 65+ წელი - 7-8 საათი, მინიმუმ 5-6 საათი. 823 1-ს მოსწონს
|