x
image
არჩილ ვერულიძე
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფოტოები, რომელთა ისტორია შემზარავია


image
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ფოტოს უკან შეიძლება იმალებოდეს შემზარავი, გამაოგნებელი ისტორია.

ზოგიერთი ფოტო ნამდვილად გაღიზიანებს. ადამიანებს შეუძლიათ მათზე გაღიმება და ბედიერებასაც კი განიცდიან. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე. წარმოგიდგენთ ისტორიულ ფოტოებს, რომელთა ამბავი ნამდვილად შემზარავია.

დევიდ ა. ჯონსტონი

image
ვულკანოლოგი აქ დაუდევრად პოზირებს. ის 13 საათის შემდეგ გარდაიცვალა. 1980 წლის 18 მაისს ვულკანის ამოფრქვევას 57 ადამიანი ემსხვერპლა.


კრისტოფერ უაილდერი

image

უცნაური სურათი. და შემზარავი. ფოტოზე აღბეჭდილია სერიული მკვლელი კრისტოფერ უაილდერი, რომელიც 1984 წლის 1 აპრილს ჩავიდა ლას-ვეგასში ჟურნალ Seventeen Magazine-ის ჩვენებაზე, რის შემდეგაც მან გაიტაცა და მოკლა 17 წლის მიშელ კორფმანი. წინა პლანზე მისი ფეხები ჩანს.

ჰაროლდ აგნიუ

image
ეს მომღიმარი კაცი ფიზიკოსია და მას უჭირავს მომავალი ატომური ბომბის ბირთვი „მსუქანა" სწორედ ის ჩამოაგდეს ნაგასაკში 1945 წელს.

მხიარული კანიბალები

image
ამ მომღიმარი ხალხის მიღმა თვითმფრინავის ნამსხვრევები ჩანს. ეს არის ანდებში ავიაკატასტროფაში გადარჩენილთა ჯგუფი, სადაც ჩამოვარდა ურუგვაის საჰაერო ძალების რეისი 571. საოცარია, რომ კარასტროფას გადაურჩნენ.
მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, სხვა რამესაც დაინახავთ - ადამიანის ხერხემალს. გადარჩენისთვის ეს ადამიანები კანიბალიზმს მიმართავდნენ. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ თვითმფრინავი დასახლებული პუნქტიდან 18 მილის მოშორებით ჩამოვარდა, მაგრამ ხალხი დახმარების საძებნელად უბრალოდ საპირისპირო მიმართულებით წავიდა...

ჯონ ედვარდ რობინსონი

image

ეს მომღიმარი მამაკაცი ყვითელ სვიტერში სერიული მკვლელია. პატარა ტიფანი სტაზი, რომელსაც ხელში უჭირავს, მან მოიპარა. ბავშვის დედა კი მოკლა. შემდეგ რობინსონმა ტიფანი მისცა თავის ძმას და დაარწმუნა იგი, რომ გოგონა იშვილა. სიმართლე მხოლოდ 15 წლის შემდეგ გაირკვა, ამან არა მხოლოდ ტიფანი, არამედ მთელი აშშ განაცვიფრა. რობინსონის კიდევ 8 მსხვერპლი იპოვეს. მკვლელს სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

6
676
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
676
  
2022, 28 აპრილი, 13:55
მეც წამიკითხავს.
2022, 28 აპრილი, 13:50
ბევრისგან გამიგია და თავადაც წამიკითხავს, ლენინგრადის ბლოკადის დროს ლენინგრადში კატა, ძაღლი და ვირთხის რომ შეჭამეს, ხშირად მშობელი ერთი შვილის ხორცით კვებავდა დარჩენილ შვილებსო!
გადარჩენის ინსტიქტი საშინელებას ჩაადენინებს ადამიანს.
იყო ერთი აფრიკელი დიქტატორი ჟან ბედელ ბოკასა (თუ არ მეშლება) რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს აკვლევინებდა და მერე ჭამდა.
2022, 28 აპრილი, 13:40
გასაგებია. უბრაოდ ადამიანის ინსტიქტებზე გავამახვილე ყურადღება. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, უკრაინაში ჰოლოდომირის დროს ადამიანებს ჭამდნენ და მშობლები ერთ შვილს ლკავდნენ, რომ მეორე გამოეკვებათ და მთელი ოჯახი არ დაღუპულიყო...
2022, 28 აპრილი, 13:17
თანამებრძოლის შეჭმაზე რა მოგახსენო არჩილ და როცა სწავლების კურსს ვამთავრებდით, სპეციალური გამოცდა მოგვიწყვეს უწყლოდ, საკვების გარეშე ვერტმფრენიდან ჯგუფს ტოვებენ უცნობ ტყეში, სააც გიწევს ბრძოლა გადარჩენისათვის, არც იარაღი (გარდა დანისა) არც ასანთი არ გაგაჩნია, გაქვს სამაჯური რომლითაც ხედავენ სად იმყოფები.
"ბრძოლა გადარჩენისათვის"-ასე ეწოდება ამ პროექტს.
ბევრს ნერვები ღალატობს, ყველას არ შეუძლია უმად შეჭამოს ვთქვათ კალია, მატლი და ასე შემდეგ.
2022, 28 აპრილი, 12:18
მაშფოთებს იმაზე ფიქრი, თუ რისი ჩადენა შეუძლია ადამიანს გადარჩენისთვის. საკუთარი თანამებრძოლების შეჭმა.. წარმოუდგენელი და შემაძრწნებელი რეალობა. არა თამაში, ფილმი ან რაღაც ისტორია, არამედ სრული რეალობა.
2022, 28 აპრილი, 12:02
ანდების ავიაკატასტორფა ამბავი ალბათ ყველაზე არაჩვეულებრივი და დრამატული ისტორიაა ავიკატასტროფების ისტორიაში,მასზე გადაღებულ დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმებს ემოციების გარეშე ვერ უყურებ
0 1 6