ბიჭი სასქესო ორგანოების უიშვიათესი მანკით დაიბადა. ასეთი თანდაყოლილი დეფექტი გვხვდება მხოლოდ ერთში ხუთიდან ექვს მილიონ ბიჭში.
კლინიკური შემთხვევა დაფიქსირდა პედიატრიული უროლოგიის ჟურნალში სან პაულოს ფედერალური უნივერსიტეტის (ბრაზილია) კლინიკის ექიმების მიერ.
ორი წლის ბიჭი, რომლის სახელიც არ სახელდება, ორი პენისით დაიბადა
სასქესო ორგანოების საშვილოსნოსშიდა განვითარების ამ ანომალიას დიფალია ეწოდება. ამ დრომდე სამედიცინო ლიტერატურაში მხოლოდ ასამდე ასეთი შემთხვევაა აღწერილი, რომელთაგან პირველი 1609 წლით თარიღდება. ექსპერტები აფასებენ დიფალიის რისკს, როგორც ერთი ხუთიდან ექვს მილიონამდე. დიფალია შეიძლება იყოს სრული, როდესაც ორივე ასო კარგად არის განვითარებული და ნაწილობრივი, როდესაც ერთ-ერთი პენისი პატარაა ან დეფორმირებულია. ამ ბიჭის შემთხვევაში ერთი ასო, მარცხენა, მარჯვენაზე დიდი იყო. ქირურგები თავიდან მარჯვენა პენისის ამოღებას გეგმავდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარცხენა პენისის ურეთრა ძალიან ვიწრო იყო და შარდს არ ატარებდა.
ოპერაციის დროს ბიჭს მარცხენა უფრო დიდი ასო მთლიანად მოაციღეს და ახლა მისი სასქესო ორგანო ნორმალურისგან არაფრით განსხვავდება.
2022 წლის იანვარში ჟურნალში Urology Case Reports გამოქვეყნდა სტატია ტაშკენტიდან (უზბეკეთი) დიფალიით დაავადებული შვიდი წლის ბიჭის შესახებ, რომლის ორივე ასო მშვენივრად განვითარდა. ბავშვს ფიზიკური დისკომფორტი არ განუცდია და ორივე პენისით ახერხებდა შარდვას, რომელთაგან ერთი მაინც მოაშორეს ქირურგიული ჩარევის შედეგად.