x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ, რომელიც წლებია მშობლებს ეძებს, ბიძაშვილი იპოვა
image

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძემ, რომელიც ნაშვილებია და წლებია ბიოლოგიურ ნათესავებს ეძებს და რომელმაც სოციალურ ქსელში შექმნა ჯგუფი "ვეძებ", მისმა ძალისხმევამ შედეგი მოიტანა, მართალია ბიოლოგიური დედა ჯერ ვერ იპოვა, მაგრამ სამაგიეროდ იპოვა ბიოლოგიური ბიძაშვილი. ამის შესახებ ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში დაწერა:



"Nia Zarandia მოკლედ ბევრი ვმალე, თუ ცოტა, დრო დადგა იმისა, რომ ჩემი ბიძაშვილი გაგაცნოთ, - ნია, ადამიანი, რომელიც 3 თვეა ჩემთან ერთად ათენებს და აღამებს, ჩემთან ერთად იკვლევს სანათესაოს, ბევრი ანალიზის, გენეტიკური ტესტების და კვლევების შემდეგ საბოლოოდ მივიღეთ პასუხი: ნიას ბებია ნელი ნანავა და ჩემი ბებია (ან ბაბუა, ჯერ საბოლოოდ ამაზე პასუხი არ ვიცით) არიან დები, ან და-ძმა. საბოლოო პასუხამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და მჯერა, ძალიან მალე საბოლოო წერტილს დავსვამთ არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი კიდევ ერთი ბიძაშვილის სასწაული გვერდში დგომა ხათუ, მადლობა ყველაფრისთვის" - წერს სოციალურ ქსელში თამუნა მუსერიძე.



როგორც ცნობილია, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე 2016 წლიდან ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს, ანუ როდესაც შეიტყო, რომ იგი ნაშვილები იყო. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერაფერს მიაკვლია, თუმცა, როგორც მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, ბოლო ტესტის შედეგები იმედის მომცემია და დარწმუნებულია რომ მშობლებს იპოვის.

მან და მისმა მეგობრებმა, რომლებსაც ერთი პრობლემა აერთიანებდათ-ია ყველაშვილთან, მარიამ ჯიბლაძესთან და თათა გოგოლაძესთან ერთად, სხვების დახმარების მიზნით შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯგუფი „ვეძებ“, რომელმაც რამდენიმე წელიწადში უზომო პოპულარობა მოიპოვა, რადგან ამ ჯგუფის დახმარებით უამრავმა ადამიანმა იპოვა დაკარგული ნათესავები, მშობლები თუ შვილები.

0
184
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0