x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პუტინის მთავარმა პროპაგანდისტმა ქართველ მოხალისეებს კრიმინალები უწოდა და დასტურად წულუკიანის განცხადება "დაიმოწმა"
image

კრემ­ლის ერთ-ერთი მთავარი პრო­პა­გან­დის­ტი, პუ­ტი­ნის­ტი ჟურ­ნა­ლის­ტი ვლა­დი­მირ სო­ლოვი­ო­ვი, სა­კუ­თარ "ტე­ლეგ­რა­მ" არხზე აქვეყნებს პოსტს, სადაც უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბს კრიმინალებად მოიხსენიებს, რომლებიც " ადა­მი­ა­ნუ­რი პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღვე­ვით სიკ­ვდი­ლით სჯის რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს" და "მტკიცებულებად" საქართველოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის განცხადება მოჰყავს:




"უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ამ­ჟა­მად ათას­ზე მეტი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს. ეს ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან არა მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი, არა­მედ ყვე­ლა­ზე არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბის და ადა­მი­ა­ნუ­რი პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღვე­ვით სიკ­ვდი­ლით სჯის რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს. რო­გორც ეს მოხ­და კი­ე­ვის ოლ­ქში, სა­დაც მათ რუს მე­დე­სან­ტე­ებს ყელი გა­მოჭ­რეს, შემ­დეგ კი თავ­ში ეს­რო­ლეს.



ამასთან ქარ­თვე­ლი ლე­გი­ო­ნე­რე­ბის რი­ცხვი იმ­დე­ნად მატულობს, რომ ისი­ნი იწყე­ბენ ახა­ლი შე­ნა­ერ­თე­ბის შექ­მნას - მა­გა­ლი­თად, "საბ­რძო­ლო ფრთა", რო­მე­ლიც "კარ­პა­ტე­ბის სი­ჩის" ბა­ტა­ლი­ო­ნის ბა­ზა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ამ და­ქი­რა­ვე­ბულ პი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც კი კრი­მი­ნა­ლებად მი­იჩ­ნევს. მა­გა­ლი­თად, ვიცე-პრე­მი­ერ­მა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა იქცა "ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის ნაკ­რძა­ლად".


image

სინამდვილეში რა განცხადა თეა წულუკიანმა? უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რი­სა და რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის, ირი­ნა ვე­რეშ­ჩუ­კის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­ბის მიერ კონ­ტრა­ბან­დუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­რე­ბის სა­კითხს, წულუკიანმა ასე უპა­სუ­ხა:


"მინ­და, ქალ­ბა­ტონ ვე­რეშ­ჩუკს ვუ­თხრა, ძვირ­ფა­სო კო­ლე­გავ, მინ­და, გჯე­რო­დეთ და გარ­წმუ­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი კონ­ტროლ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ და ეს სა­ზღვრე­ბი კონ­ტროლ­დე­ბა სწო­რედ იმის­თვის, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სან­ქცი­რე­ბუ­ლი, იქ­ნე­ბა ეს სამ­ხედ­რო თუ ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მა­სა­ლა თუ სა­ქო­ნე­ლი, არ ას­ცდეს მკაცრ სა­ბა­ჟო მო­ნი­ტო­რინგს ჩვენს სა­ზღვრებ­ზე. ეს არის რე­ა­ლო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი არის ბინ­ძუ­რი ტყუ­ი­ლი. ჩვე­ნი ბრა­ლი ვერ იქ­ნე­ბა, თუ, სამ­წუ­ხა­როდ, უკ­რა­ი­ნა, ჯერ კი­დევ ჩემი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში, გა­და­იქ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­უ­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის ნაკ­რძა­ლად. ამი­ტო­მაც, მე ვი­სურ­ვებ­დი, რომ უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა არ აჰ­ყვეს კრი­მი­ნა­ლებს, მათ ნა­ამ­ბობს. ითა­ნამ­შრომ­ლონ არა ჩვენ­გან გაქ­ცე­ულ რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას­თან, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხი და მის მიერ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბა არის უკ­რა­ი­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი".



ამ დღეები გავრცელდა ვლადიმერ სოლოვიოვის 2008 წლის ჩანაწერი, სადაც ამბობს, რომ უკრაინასთან ნებისმიერი საომარი მოქმედება უბრალოდ არა თუ წარმოუდგენელია, არამედ "ეს იქნება ყველაზე საშინელი დანაშაული, რაც შეიძლება მოიფიქრო".


1
112
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
112
  
2022, 12 აპრილი, 14:14
არავისთვისაა უცხო,ვინ იგულისხმა წულიკიანმა,მარა ყველა თავისებურად გებულობს. ამ რუსმაც თავისებურად გაიგო და დაწერა.
0 1 1