x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გიორგი დანელიას იუთუბ არხი Giorgi Danelia დაიბლოკა - წაშლილია ყველა ვიდეო

image


ერთერთი ყველაზე ცნობილი ქართველი იუთუბერის გიორგი დანელიას იუთუბ არხი Giorgi Danelia უკვე მეორე დღეა დაბლოკილია. მიუწვდომელია წლების მანძილზე გამოქვეყნებული ვიდეო მასალები, რომელთაც თითოეულს ასიათასზე მეტი ნახვა ჰქონდა. ვიდეოების გახსნისას ჩნდება წარწერა, რომ ვიდეო მიუწვდომელია, რადგან მისი ავტორი არხი დაბლოკილია და ამ დროისთვის დახურულია. არადა, არხი ლოგოთი GD, რომელსაც გიორგი დანელია მართავს ერთერთი პოპულარული ქართული ვიდეო კონტენტია. უკვე რამდენიმე წელია ის აქტიურობით გამოირჩევა.


. დანელია დაბლოკვას რუსულ ჰაკერულ თავდასხმას უკავშირებს. იუთუბის ერთერთ არხზე რუსული ვიდეორგოლიც გამოჩნდა, სადაც დანელიას გვერდის დაბლოკვაზზეა საუბარი.


მისი გამომწერების და მიმდევრების რაოდენობა 194 000-ს აღწევდა. ბოლო ხანს ვიდეო ბლოგერი აქტიურად აანონსებდა, რომ 200 000 გამომწერის მიღწევის დროს მისი მაყურებლებისთვის ავტომობილის გათამაშება იგეგმებოდა და მისი სპონსორები ერთერთ გამომწერს ახალ ავტომობილს გადასცემდნენ.



დანელიამ მიზეზები სოციალურ ქსელ ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე განმარტა:

,

„ალბათ შეამჩნიეთ, რომ იუთუბზე ჩემი არხი გაქრა, რაც მორიგი ინტერნეტ ჰაკინგის დამსახურებაა (რომელიც, გაგიკვირდებათ და რუსული ფესვების მატარებელია - იქაური ვირუსის დამსახურება).
ვმუშაობთ, რომ ყველაფერი მოგვარდეს და გპირდებით, რომ მალე უფრო დიდი შემართებით და უკეთესი ვიდეოებით დავბრუნდები.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გამამხნევებელი მესიჯებისთვის, “ - წერს დანელია.

ამ ვიდეო ბლოგერს კიდევ რამდენიმე იუთიბ არხი აქვს, ის სხვადასხვა ფორმატის ვიდეო კონტენტს აქვეყნებს. ისინი ამ დროისთვის ხელმისაწვდომია. ბლოგერია მისი მეუღლეც და დედმამიშვილებიც.. არცერთის მხრიდან ჯერჯერობით მიზეზების განმარტება არ გაკეთებულა. ვნახოთ, რამდენად შეძლებს გიორგი დანელია საკუთარი არხისა და მდიდარი ვიდეო არქივის დაბრუნებას.

,

გიორგი დანელია სასულიერო პირის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა და ბოლო წლებში ვიდეო კონტენტის შექმნით გახდა ცნობილი.

.


0
152
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0