როგორც იმპერატორს შეეფერებოდა, ნაპოლეონის მზარეულები ნამდვილად რომ შესანიშნავები იყვნენ. თუმცა, მათ შორის, მეტრი დუნონი უნდა გამოვყოთ, რომელიც ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ცნობილი კერძის – «მარენგოს ქათამი» შემქმნელი გახდა.
რეცეპტი 1800 წლის 14 ივნისს შეიქმნა. იმ დღეს ნაპოლეონის არმიამ ჩრდ. იტალიაში, სოფ. მარენგოსთან, ავსტრიელების არმია დაამარცხა, რომელიც ძალებით ფრანგულ არმიას ბევრად აღემატებოდა. ბრძოლის ბოლოსთვის, იმპერატორს, როდესაც მიხვდა, რომ მისი არმია მტერს ამარცხებდა, შიმშილის ძლიერი გრძნობა გაუჩნდა და მზარეულს უბრძანა, სასწრაფოდ რამე მოემზადებეინა. ამ ბრძანება დუნონი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, რადგან მას ინგრედიენტებიდან, მარაგში მხოლოდ ქათამი, 3 კვერცხი, 4 პომიდორი, ზეითუნის ზეთი და ღვინო ჰქონდა. ხოლო, ჯარისკაცებმა მისთვის მხოლოდ ხახვის, ნივრის, მწვანილის შოვნა შეძლეს და რამდენიმე კიბორჩხალა დაიჭირეს. შეიძლება ითქვას, რომ საიმპერატორო სადილისთვის, ეს პროდუქტები საკმარისი ნამდვილად არ იყო. მაგრამ მზარეულს, ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა — ის მთლიანად საკუთარ ინტუიციას ენდო... და ასე შეიქმნა ახალი კერძი — «მარენგოს ქათამი». მისი ორიგინალური რეცეპტი კი ასეთია:
ინგრედიენტები:
ქათამი – 1 ცალი
პომიდორი – 4 ცალი
ხახვი – 1 თავი
ნიორი – 3 კბილი
ქამასოკო (კიბორჩხალის ნაცვლად) – 200 გრ.
ღვინო (თეთრი მშრალი) – 1 ჭიქა
ზეითუნის ზეთი – 2 ს. კ.
მარილი და პილპილი – გემოვნებით
მწვანილი გემოვნებით – გასაფორმებლად
მომზადება:
I. დაჭერით ქათამი დიდ ნაჭრებად > მოაყარეთ მარილი და პილპილი, შეგიძლიათ ამოავლოთ ფქვიშში > შეწვით ტაფაზე, 1 ს. კ. ზეთში.
II. ვიდრე ხორცი იწვება, წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი > სოკო კი 5 მმ-ს სისქიან ზოლებად > პომიდორი გაფრცქვენით და წვრილად დაჭერით ან სახეხზე გახეხეთ.
III. შემწვარი ხორცი თასზე გადაიტანეთ > ჩაამატეთ ტაფაში 1 ს. კ. ზეთი > მოათავსეთ მასში დაჭრილი ხახვი, ნიორი და სოკო > თუშეთ 5 წუთი, თან სულ ურიეთ > დაამატეთ პომიდორი და კიდევ 3 წუთი თუშეთ > დაამატეთ ღვინო.
IV. 3 წუთის შემდეგ, ხორცი ტაფაში ჩააბრუნეთ > დაახურეთ თავსახური > ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ 5 წთ.
V. სუფრასთან მიტანის წინ, გააფორმეთ მწვანილით. ხოლო, გარნირად, სუფრაზე, შეგიძლიათ კვერცხი პაშოტი მიიტანოთ, როგორც ეს ნაპოლეონის მზარეულმა გააკეთა.
როგორც ამბობენ, ნაპოლეონს კერძი ძალიან მოეწონა და მზარეულს უბრძანა, რომ მას ეს კერძი, ყოველ ჯერზე მოემზადებინა, როდესაც მისი არმია გაიმარჯვებდა.
ამჟამად, საფრანგეთში, ეს რეცეპტი ქათმის მომზადების ყველაზე დახვეწილ რეცეპტად ითვლება. მართალია ის სრულიად შემთხვევით შეიქმნა, მაგრამ ნაპოლეონის წყალობით, საფრანგეთის სამზარეულოს ცნობილ კერძად იქცა.