სასარგებლო პროდუქტები პროდუქტები, რომლებიც ერთმანეთს "ავსებენ" და უფრო სასარგებლოს "ხდიან" 2021, 6 დეკემბერი, 9:49 იმის გარდა, რომ არსებობს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და მავნე პროდუქტები, არსებობს კიდევ პროდუქტები, რომლის შემადგენლობაში არსებულ სასარგებლო ნივთიერებებს, ჩვენი ორგანიზმი კარგად ან ცუდად ითვისებს. ხოლო, საკვებისგან, მაქსიმალური სარგებლის მიღებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ პროდუქტებს ისეთ კომბინაციებში მოვიხმართ, რომ ერთის სასარგებლო თვისებების გაძლიერება, მეორეს საშუალებით მოხდეს. არის შემთხვევები, როდესაც კომბინაციაში შესული პროდუქტის სასარგებლო თვისებები, სხვა პროდუქტების დახმარებით, კი არ ორმაგდება, სამმაგდება კიდეც! ხოლო აქ, დიეტოლოგების მიერ შედგენილი სასარგებლო კომბინაციების სიას წარმოგიდგენთ: კვერცხი + პომიდორი (კვერცხი + ხახვი) = მარადიულ ახალგაზრდობას უფრო სასარგებლო იქნება, თუ ამ პროდუქტებით ერბოკვერცხს, კარაქით კი არა, ზეთით მოამზადებთ. ხახვი და პომიდორი მდიდარია სელენით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის რეპროდუქციული სისტემის განვითარებაში. ხოლო, ეს ნივთიერება, ორგანიზმის მიერ, კარგად შეიწოვება E ვიტამინთან ერთად, რომელსაც თავის მხრივ, კვერცხი და ზეთი შეიცავს. ამიტომ, ერბოკვერცხი ხახვით, ან პომიდვრით და კიდევ უკეთესი, ორივესთან ერთად — სელენის და E ვიტამინის საუკეთესო წყაროა. შვრია + ვაშლი + ფორთოხლის წვენი = ჯანმრთელი გული და სისხლძარღვები შვრიის ბურღული შეიცავს β-გლუკანს და ავენანთრამიდებს, რომელიც სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან იცავს. ხოლო, ამ ეფექტის გაძლიერება, შვრიის ფაფასთან ერთად, ვასლის რამდენიმე ნაჭრით შეიძლება. ვაშლში ბევრი ფლავონოიდია — მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ და ამავდროულად, ანთებით პროცესებსაც ებრძვიან.შვრიის ფაფის მირთმევის შემდეგ, შეგიძლიათ მას ფორტოხლის წვენიც დააყოლოთ, რადგან როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ფორთოხლის წვენი და შვრია ერთად, სისხლძარღვების გაწმენდის საუკეთესო საშუალებაა. ყველი და პური / რძიანი ფაფა / თევზის და ხორცის კერძები, ბოსტნეულის გარნირით = ძლიერი ძვლები და ნერვული სისტემა კალციუმის ათვისება, რაციონში არსებული ცხიმების, ცხიმოვანი მჟავების, ცილების, კალციფეროლების (D ჯგუფის ვიტამინები), მაგნიუმის, ფოსფორის რაოდენობის და მისი რაოდენობის თანაფარდობაზე არის დამოკიდებული. ხოლო, საკმარისი ცილის არა არსებობა, კალციუმის ათვისებას აფერხებს. ამიტომ, სასარგებლოა პური ყველთან ერთად, რძეზე მომზადებული ფაფა, ხორცის და თევზის კერძები ბოსტნეულის გარნირით. მწვანე ჩაი ლიმონით = სიმსივნის პროფილაქტიკას ცოტა ხნის წინ, იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაის მოყვარულებს, რომლებიც დღის მანძილზე 2 ფინჯან ჩაის მაინც სვამენ, ინსულტის ან გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი საგრძნობლად უმცირდებად. ასეთი დამცავი ეფექტის მიზეზი კი, კატექინები არის — მწვანე ჩაის შემადგენლობაში შემავალი პოლიფენოლები, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია და ამავდროულად, კიბოს უჯრედების ზრდასაც აფერხებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კუჭში მოხვედრის შემდეგ, ამ სასარგებლო ნივთიერების განადგურება ხდება, — გადარჩენის შანსი მხოლოდ 20% აქვს. მაგრამ, მწვანე ჩაიში ლიმონის ჩაწურვის შემდეგ, კატექინები ისეთ თვისებებს იძენენ, რომლის წყალობითაც, მათი «გადარჩენიის» შანსი 80%-მდე იზრდება. ვაშლი შოკოლადით / წიწიბურა ხახვით = ჯანმრთელობას და კარგ განწყობას ვაშლი მდიდარია ანთებისსაწინააღმდეგო კვერცეტინით, რომელიც ამცირებს ალერგიის, ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის, პროსტატის და ფილტვის კიბოს განვითარების რისკებს. შოკოლადი კი, კატექინებს შეიცავს, რომლიც ამცირებენ ათეროსკლეროზისა და კიბოს განვითარების რისკს. ხოლო, კვერცეტინი და კატექინი ერთად, თრომბოზის განვითარების პრევენციას ახდენს და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს. იგივე მიზეზების გამო, ასევე სასარგებლოა, წიწიბურის ფაფა ხახვით.ასე, რომ, თუ გინდათ, რომ ვაშლი სასარგებლო კი არა, ძალიან სასარგებლო იყოს, ის, მირთმევის წინ, შოკოლადის ფონდიუში უნდა ამოავლოთ. იოგურტი + დანაყული სელის თესლი = ჯანმრთელ საჭმლის მომნელებელ სისტემას იოგურტი იმისთვის არის შექმნილი, რომ კუჭ–ნაწლავის სისტემამ გამართულად იმუშაოს. მაგრამ, მის შემადგენლობაში არსებული პრობიოტიკები, ამ მიზნებისთვის საკმარისი არ არის. იმისთვის რომ «კარგმა» ბაქტერიებმა გადარჩენა და გამრავლება შეძლონ, განსაკუთრებული მცენარეული ბოჭკოებია საჭირო, რომლითაც, მაგ., სელის თესლია მდიდარი. 328 4-ს მოსწონს
|