კერძები ხორცისაგან ყავაში გამომცხვარი ხორცი და ყავის ნალექის გამოყენების ხერხები სამზარეულოში 2018, 5 მარტი, 10:59 რით იწყებს დილას, ყველა თუ არა, თითქმის ყველა ადამიანი? რა თქმა უნდა, ფინჯანი ყავით! გამამხნევებელ და ამავდროულად, არომატულ ცხელ სასმელს, აზრზე მოვყავართ და ახალი დღისთვის საჭირო ტონუსს გვაძლევს. გარდა ამიასა, ყავა დილიდან — ერთგვარი რიტუალია, რომლის არსი, – ყველას საკუთარი აქვს. ამ ენერგეტიკული სასმელის მაგიური ზეგავლენის განცდის შემდეგ, ყავის ნალექს ნუ გადაყრით, ის ხომ — ნამდვილი განძია! დაფქული ყავა ყველას აქვს სახლში. მაგრამ, ყველამ არ იცის, თუ რა რესურსი გააჩნია ამ პროდუქტს… აქ ყავის სასარგებლო თვისებებიდან, რამდენიმეს წარმოგიდგენთ, რომლის გამოყენება სამზარეულოში შეიძლება: ყავაში გამომცხვარი ხორცი ინგრედიენტები: ღორის (საქონლის) ხორცი – 800 გრ. დაფქული ყავა – 2 ს. კ. ჯანჯაფილი (დაფქული) – 1 ს. კ. პილპილი – 1 ჩ. კ. მარილი – 1 ს. კ. ქსოვილი ხორვის გასახვევად და ძმარი ამ ქსოვილის დასასველებლად კარაქი – შესაწვავად ფოლგა მომზადება: I. შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები. II. ამოავლეთ მიღებულ ნაზავში ხორცი და გაახვიეთ ძმარში დასველებულ ტილოში > ზემოდან გადაახვიეთ სამზარეულოს აპკი > შეინახეთ მაცივარში 6-8 საათით. III. შეწვით ხორცის ნაჭერი ღია ტაფაზე, კარაქით. ისე რომ, ყველა მხრიდან კარგად დაიბრაწოს. IV. ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაფინეთ ფოლგა > გადაიტანეთ საცხობ ფორმაში ხორცის ნაჭერი და ჰერმეტულად გადაახვიეთ > ჩაასხით ჭურჭელში ცოტა წყალი და შედგით 180°С –ზე წინასწარ გაცხელებულ აირღუმელში 30 წუთით (თუ ღორის ხორცის ნაცვლად, საქონლის ხორცს ამზადებთ, ცხობის დრო 1 სთ-მდე უნდა გაზარდოთ). V. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, გახსენით ფოლგა და ხორცის მიერ გამოყოფილი წვენი ზემოდან მოასხით. გამარჯვება ნიორზე ნივრის დაჭრის შემდეგ, მისი სუნის მოცილება ხელიდან არც ისე მარტივია. მაგრამ, საკმარისია ყავის ნალექით გაიწმინდოთ ხელები – ნაზი კანი და სასიამოვნო არომატი, გარანტირებული გექნებათ. ჰაერის გამწმენდი ყავა ჰაერის დეზიმფიცირებასაც აკეთებს და არასასიამოვნო სუნსაც შთანთქავს. მისი ეს თვისება, რა თქმა უნდა, ყველაზე აქტუალური სამზარეულოში არის! ბუნებრივი საღებავი თუ სამზარეულოს პირსახოციდა ლაქის ამოყვანა ვერაფრით შეძელით, შეგიძლიათ ის უფრო მუქად გადაღებოთ და ამისთვის, ყავის ნალექი გამოიყენოთ. პირსახოცი შესაღებად, ის ყავის ნალექთან ერთად უნდა გამოხარშოთ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:ფოლგაში ცხობის 8 ხრიკი და გამომცხვარი თევზის რეცეპტი პროფესიონალი მზარეულების კულინარიული საიდუმლოებები 6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება139 8-ს მოსწონს
|