სასმელები 10 მნიშვნელოვანი ფაქტი ალკოჰოლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ 2021, 8 სექტემბერი, 14:01 კურნავს, თუ არა სასმელი, გრიპს და სურდოს? რომელი უფრო მავნებელია, ლუდი, თუ უფრო მაგარი სასმელები? ათბობს, თუ არა, ალკოჰოლი? შველის, თუ არა, ჰიპერტონიას? ზრდის, თუ არა, აქტიურობის დონეს?
მითი №1 ალკოჰოლი ამაღლებს შრომისუნარიანობას მინიმალური რაოდენობით სასმელის მიღებამ, მართლაც შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობისა და აზროვნების გააქტიურება, მაგრამ არა ყოველთვის. ავსტრალიელი მეცნიერების ხანგრძლივი კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ მცირე რაოდენობით, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, კი არ ზრდის მოქმედების უნარს, პირიქით – ადამიანის რეაქციებს აფერხებს. ხოლო, ძალისა და ენერგიის მომატების შეგრძნება – ილუზიაა, რომელსაც იგივე ალკოჰოლი იწვევს. მითი №2 ლუდი – ალკოჰოლი არ არის ამ მითის მიხედვით, ლუდი მავნებელი არ არის. დაბალი ალკოჰოლის შემცველ სასმელს, ლიმონათს ადარებენ და ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით სვამენ. რამაც, შეიძლება, სახიფათო შედეგები გამოიწვიოს. ლუდის ხშირი გამოყენება ბევრად უფრო მავნებელია, ვიდრე ძლიერი ალკოჰოლური სასმელის ერთჯერადი გამოყნება. მითი №3 ალკოჰოლი – გაციების წამალია როგორც ამბობენ, “წამალი რომ იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა". სასმელი არც ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს ანადგურებს და არც იმუნურ სისტემას აძლიერებს. პირიქით, უფრო ამძიმებს ავადმყოფის მდგომარეობას (წვავს ლორწოვან გარსს ორგანიზმში). ეს ფსევდო ფაქტი, ალკოჰოლის შესახებ, არ ეხება მცირე რაოდენობით, შემთბარ წითელ ღვინოს, რომელსაც შეუძლია იმუნური სისტემის მუშაობის სტაბილიზირება. მითი №4 ხარისხიანი სასმელი მავნებელი არ არის რა თქმა უნდა, დაბალი ხარისხის სასმელი უფრო მავნებელია, ვიდრე ხარისხიანი. მაგრამ ორგანიზმის მოწამვლის მიზეზი ძმრის ალდეგიდია – ეთილის სპირტის დაშლის ძირითადი პროდუქტი, რომელიც ხარისხიან და უხარისხო სასმელში, თანაბარი რაოდენობით არის. მითი №5 სასმელი ქვემოთ სწევს არტერიულ წნევას ეს ყველაზე საშიში მითია, მითებს შორის. ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ! მცირე რაოდენობით ალკოჰოლი, სისხლძარღვების ტონუსს აქვეითებს, მაგრამ გულის აჩქარებას იწვევს. რაც უფრო დიდია სასმელის რაოდენობა, მით უფრო ძლიერია ეფექტი. შედეგად – მოსალოდნელია წნევის ნახტომისებური ზრდა, განსაკუთრებით დილით, ნაბახუსევზე.
ამ მითის მიხედვით, მარტო ალკოჰოლის სმა, სწრაფ თრობას იწვევს და ამიტომ, საჭიროა რამის მიყოლება, სასმელის გასანეიტრალებლად. ეს აზრი ცოტა დამახინჯებულია. ალკოჰოლი რომ განეიტრალდეს, ნებისმიერი რამის მიყოლება კი არა, ცხელი კერძის დაყოლება არის საჭირო, რადგან ის ხელს შეუშლის ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისებას. ცივ კერძს ან არაალკოჰოლურ სასმელს, არ შეუძლია ალკოჰოლის განეიტრალება. მითი №7 სპირტული სასმელი კალორიებს არ შეიცავს სინამდვილეში, რაც უფრო მაღალია სასმელში ალკოჰოლის შემცველობა, მით უფრო კალორიულია ის. მაგ, . ყოველ 100 მლ-ზე, კალორიების შემცველობა ასეთია: ამარეტო – 280 კკაკ კონიაკი – 240 კკალ არაყი – 234 კკალ ხილის ღვინო – 80-125 კკალ ღვინო – 66 – 170 კკალ ლუდი – 45 კკალ მითი №8 ალკოჰოლი მადას აძლიერებს 20-30 მლ. არაყი მადას აძლიერებს, დალევიდან 20 წუთის შემდეგ. რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში – აქვეითებს. მითი №9 ალკოჰოლი ათბობს სპირტული სასმელი ვერ დაეხმარება ადამიანს ჰიპოთერმიის დროს. მცირე რაოდენობით (არაუმეტეს 50 მლ.), ოდნავ ხსნის სიმპტომებს, ხოლო დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ადამიანს უჩნდება გათბობის ცრუ შეგრძნება, რაც მის მოდუნებას იწვევს, ეს კი, საბოლოო ჯამში, მის გაყინვის და სიკვდილის მიზეზი ხდება. მითი №10 ალკოჰოლი სტრესს ამცირებს მრავალი ერის წარმომადგენლისთვის სტრესის შემსუბუქების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გზა – ალკოჰოლის მიღება არის. თუმცა, დამტკიცებულია, რომ სპირტული სასმელები, პირიქით, დეპრესიის სიმპტომებს და სტრესის ფონზე გამოწვეულ, ფსიქო–ემოციურ აშლილობას აძლიერებს. არხის სხვა სიახლეები:დასახელდა COVID-19–ის მთავარი სამიზნე... და ეს, ფილტვები არ არის კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?! ისრაელში მეცნიერებმა ქვეყანაში COVID-19 ხელახალი აფეთქების მიზეზი დაადგინეს ორგანო, რომელიც მხოლოდ ადამიანს გააჩნია... და სხვა საინტერესო ფაქტები, ჩვენი სხეულის შესახებ 710 4-ს მოსწონს
|