x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მძღოლზე არაფერს დავწერ... ჩვენ კი, როგორც საზოგადოება ვერ შევდექით" - ნატალია ქუთათელიძე

imageთბილისში შარტავას ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, მომღერალი ნატალია ქუთათელაძე:


"გუშინ ტროტუარზე პატარა ბიჭი იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა. ბავშვი ცოცხალია, მაგრამ ფეხის ამპუტაცია მოუწიათ ექიმებს, სხვა მრავალ დაზიანებებთან ერთად. მძღოლზე არაფერს დავწერ. ჩვენ კი, როგორც საზოგადოება ვერ შევდექით. არავის გვაინტერესებს ჩვენი სახლის ზღურბლს იქით რა ხდება. სხვისი გათვალისწინება "ტეხავს". რაც უფრო არ დაემორჩილები კანონს, უფრო "მაგარი" ხარ, სადარბაზოში ლიფტში მოსაქმება არაუშავს, ფანჯრიდან ნაგვის გადაყრა არაუშავს, წითელზე 120-ით გასვლა არაუშავს, "გონკაობა" არაუშავს, ტელევიზიებიდან დედის გინება არაუშავს, ერთმანეთის შეურაცხყოფა არაუშავს... და აბა რა "უშავს"?" - წერს ნატალია ქუთათელაძე და თან ინციდენტის ადგილიდან ვიდეოს აზიარებს.


შეგახსენებთ, 31 მარტს თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში, მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს, სამწუხაროდ ბიჭს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.


საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა კაცს, რომელიც 8 წლის ბავშვს თბილისის ცენტრში დაეჯახა. ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო.


"შარტავას ქუჩაზე დ.ჯ.-მ, რომელიც „BMW“-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს, მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა და პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დ.ჯ.-ს მართვის ქვეშ მყოფმა ავტომანქანამ მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და იქვე მდგომ 8 წლის ბავშვს დაეჯახა", - აცხადებენ პროკურატურაში.

0
600
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0