x
მეტი
  • 02.10.2022
  • სტატია:122696
  • ვიდეო:355137
  • სურათი:494963
უკრაინელებმა ტყვედ ჩაიგდეს პუტინის სუპერსნაიპერი ქალი მეტსახელად "ბაგირა"


image

ფოტოებზე თქვენ ხედავთ ელიტარულ სნაიპერ ქალს, რომელმაც 40-ზე მეტი ადამიანი მოკლა, თუმცა ამჟამად უკრაინელებმა ტყვედ ჩაიგდეს.


41 წლის ირინა სტარიკოვას მეტსახელი არის "ბაგირა" - შავი პანტერას სახელი რადიარდ კიპლინგის ცნობილი წიგნიდან“ მაგრამ არსებობს მცდარი ცნობები მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ.


ახალ სურათებში იგი აღბეჭდილია დასვენების დროს, მორიგი მკვლელობათა სერიის შემდეგ.


image

ორი შვილის დედა უკრაინაში, ბრძოლის ველზე დაჭრილი იპოვეს, მაგრამ ეს ქალი არ არის სერბეთიდან, როგორც ზოგიერთი ამბობს და არც ყოფილი მონაზონია, რომელიც შემდგომ სნაიპერი გახდა. საქმე იმაშია, რომ იგი ეშლებათ სხვა ქალ სნაიპერში, იგივე "ბაგირას" მეტსახელით, რომელიც სერბეთიდან არის, თუმცა როგორც ცნობილია, ის ამჟამად არ იბრძვის უკრაინაში.



დატყვევებული სნაიპერი დონეცკიდანაა, ჰყავს ორი ქალიშვილი - ვალერია, 11 წლის და იულია, 9 წლის.


image

მისი ბედი ახლა უკრაინელების ხელშია, მაგრამ რა დაემართება მას მომავალში უცნობია იმის ფონზე, რომ "მინიმუმ 40 ადამიანის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლია მის კისერზე.


ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, შურისძიება ელოდება, განაცხადეს კიეველმა სამხედროებმა.

image

"იცოდნენ, რომ დაჭრილი ვიყავი, ჩემი წაყვანის შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ უბრალოდ გადაწყვიტეს ჩემი იქ დატოვება იმ იმედით, რომ მოვკვდებოდი“, - თქვა ირინა სტარიკოვამ. "მათ უბრალოდ მიმატოვეს"-დასძინა ბაგირამ.


იგი დაქორწინდებულია რუსეთის მხარეზე მებრძოლ ბელარუს მებრძოლ ალექსანდრეზე, რომელიც ბელარუსის სოფელ შჩასტიაში გაიცნო.

image

1
1181
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1181
  
27 მაისი, 15:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1