x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი დაცვის მიერ დაშვებული მიუტევებელი შეცდომა, რომელსაც შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი მოჰყოლოდა

image მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების და ემოციების დაცხრობის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეუღლესთან მეჰრიბანთან ერთად მოინახულა აზერბაიჯაბ-ირანის ის საზღვრები, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ აზერბაიჯანულმა სამხედრო დანაყოფებმა კონტროლზე აიყვანეს.
პრეზიდენტმა მოინახულა რამდენიმე რაიონი. პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად მოინახულა ცნობილი ხუდეფერინის ხიდი და ხიდზე აზერბაიჯანის დროშა აღმართა.
პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად ხიდის ფონზე სურათებიც გადაიღო, შემდეგ კი მდინარე არაზის ნაპირზე გაისეირნა.
სწორედ აქ დაუშვა პრეზიდენტის დაცვამ გამოუსწორებელი შეცდომა, რომელსაც შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი მოჰყოლოდა.
მკითხველი იტყვის, განა რა შეცდომა დაუშვა დაცვამ ასეთიო?!
აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღმოჩნდა ირანელი სნაიპერის სნაიპერული შაშხანის ( დრაგუნოვის ცნობილი სნაიპერული შაშხანის ოტიკური სამიზნეა ПСО-1 ) ოპტიკურ სამიზნეში მოხვდა, ირანელ სნაიპერს შეეძლო ერთი გასროლით დაესვა წერტილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის სიცოცხლისათვის.
მოგეხსენებათ ამ ორ ქვეყანას ტერიტორიული დავა აქვს კასპის ზღვაზე არსებული წიაღისეულის გამო.
ირანის მასიური ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს სურათები, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ირანელი სნაიპერის სნაიპერული შაშხანის ოპტიკური სამიზნის მიზანშია მოქცეული.
რა შეცდომა დაუშვა დაცვამ?
1. პრეზიდენტის და პირველი ლედისათვის აუცილებლად უნდა შეექმნათ ცოცხალი ფარი.
2. სამთავრობო დაცვის სნაიპერებს ანტისნაიპერული მოქმედების ფარგლებში დროზე უნდა აღმოეჩინათ საფრთხე და დაცვას პრეზიდენტი უნდა გაეყვანა საფრთხის ზონიდან.
3. მდინარის ნაპირზე მოსეირნე წყვილი უნდა ჩაეკეტათ ან ცოცხალი "კედლით" ან გასაშლელი ჯავშან-ფარით.
თუ დაკვირვებიხართ პრეზიდენტების დაცვას მუდამ თან დააქვს შავი ფერის "ჩემოდანი", რომელიც რეალურად გასაშლელი ჯავშანია პრეზიდენტის უსაფრთხოების დასაცავად, საცეცხლე ზონიდან გაყვანისას.
აი ასე გამოიყურება აღნიშნული ჯავშან-ფარი.
image imageimageimageimageimageimage







0
3638
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
3638