მეცნიერებმა უროლოგიური კლინიკის 158 პაციენტის მონაცემები გააანალიზეს. მათ შესახებ ინფორმაცია გროვდებოდა ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
შეგროვებული ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც ერთდროულად აწუხებთ ერექციული დისფუნქცია და პარადონტიტი (პაროდონტის ანთება - კბილის ფესვის მიმდებარე შემაერთებელი ქსოვილის ანთება), 3, 7-ჯერ მეტად ქონდათ გაზრდილი მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითერების რისკი.
პარადონტიტსა და ერექციის პრობლემებს შორის კავშირის არსებობა ადრეც აღინიშნა. ასე რომ, როგორც 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, პაროდონტიტის მქონე მამაკაცებში იმპოტენციის რისკი 2, 17-ჯერ იზრდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პაროდონტის ანთება ხელს უწყობს არტერიების ათეროსკლეროზის (შევიწროების) განვითარებას. ეს პროცესი ჯერ ვლინდება პენისის კავერნოზული სხეულის პატარა არტერიებში, შემდეგ კი უფრო დიდ სისხლძარღვებში, რომლებიც კვებავენ სხეულის სხვა სასიცოცხლო ორგანოებს.