საზოგადოებრივი იყო თუ არა სტალინი ფრონტზე? – რა არის ცნობილი, დიდი სამამულო ომის დროს, მისი ბრძოლის წინა ხაზზე ვიზიტების შესახებ 2022, 30 მარტი, 10:34 არსებობს მოსაზრება, რომ დიდი სამამულო ომის დაწყების პირველ დღეებში, სტალინი პანიკაში იყო — რომ ის კრემლის კაბინეტში ჩაიკეტა და თავისთან არავის უშვებდა. არსებობს ასევე ინფორმაცია, რომ სტალინი ერთ–ერთ სამთავრობო აგარაკზე გაემგზავრა და იქ რამდენიმე დღე დარჩა, ვიდრე არ გააცნობიერა, რომ ომი დაიწყო და რამის გაკეთება იყო საჭირო... ამ თვალსაზრისის მტკიცებულებად, ხშირად მოჰყავს ის ფაქტი, რომ 1941 წლის 22 ივნისს, რადიოთი საბჭოთა მოსახლეობას სტალინმა კი არა, საგარეო საქმეთა კომისარმა ვ. მოლოტოვმა მიმართა. სინამდვილეში, სტალინი ომის დაწყების პირველი დღიდან, აქტიურად მუშაობდა და იმის განცხადება, რომ ის დათრგუნული იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. ხოლო, იმაში დასარწმუნებლად, რომ ომის პირველ დღეებში, კრემლში მუშაობდა და აგარაკზე არ წასულა, მის კაბინეტში ვიზიტების ჟურნალიის ნახვაც საკმარისია. პირველად აღნიშნული დოკუმენტი 90 წლებში გამოქვეყნდა "ისტორიულ არქივებში", ხოლო, მოგვიანებით, ჟურნალი ცალკე ცნობარად გამოიცა. თუ სტალინის ომისადმი შიშის შესახებ, ყველაფერი ნათელია, მეორე საკითხი, რომელიც ბევრს აინტერესებს — იყო თუ არა სტალინი ფრონტზე? ამ საკითხთან დაკავშირებითაც რამდენიმე მოსაზრება არსებობს. თუმცა, თუ კითხვას ერთი სიტყვით ვუპასუხებთ, — დიახ იყო, თან არაერთხხელ. აშკარაა, რომ ადამიანისთვის, რომელის ხელშიც მთელი ძალაუფლებაა იყო კონცენტრირებული და ის ამავდროულად, უმაღლესი მთავარსარდალიც იყო, ფრონტის ხაზის მონახულება — მოვალეობა კი იყო. ამასთან, სტალინი ფრონტზე წასვლის შიშს არ განიცდიდა, რადგან ის გამოცდილი რევოლუციონერი იყო... იცოდა რა იყო ბრძოლა და რა როლს ასრულებს ჯარისკაცისთვის და ოფიცრისთვის მთავარსარდლის ფიგურა, ფრონტის წინა ხაზზე. არმიისთვის მთავარსარდლის მნიშვნელობა კარგად ესმოდა საბჭოთა და გერმანელ სარდლობას. დაპირისპირებული მხარეების სპეციალური დანაყოფებისთვის, ფრონტზე მეთაური ხილვა, ყველაზე სასურველი და უმთავრესი მიზანი იყო. ამიტომ, მტრის დივერსანტების, თუ სნაიპერებისთვის არმიის მთავარსარდლის ლიკვიდაცია შეუძლებელი რომ ყოფილიყო, ფრონტის ხაზზე, სტალინის ყველა გადაადგილება, გასაიდუმლოებული იყო და ხშირად, სპონტანურ ხასიათს ატარებდა, რითაც მტერს, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენისთვის მომზადების შესაძლებლობას არ აძლევდა. საინტერესოა, მაგრამ იმის შესახებ, რომ სტალინი ფრონტის ხაზზე პირადად ჩადიოდა, სამამულო ომის დასრულებიდან, მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გახდა ცნობილი. ერთი მეტად საინტერესო წიგნი, რომელიც ხშირად, სამამულო ომის მკვლევართა მიერ უგულებელყოფილია, ლავრენტი ბერიას შვილის სერგო ბერიას მოგონებებია — "მამაჩემი – ლავრენტი ბერია". მასში ის იმაზე საუბრობს, თუ როგორ ჩავიდა ლავრენტი ბერია ფრონტზე, სტალინთან ერთად და რომ ერთხელ, სტალინთან ერთად, ფრონტზე, თავადაც იმყოფებოდა. დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ დეტალურად არის ცნობილი სტალინის ფრონტზე ათი ვიზიტის შესახებ და შესაძლებელია, ვიზიტების რიცხვი მეტიც იყო. მაგრამ, ზემოთ უკვე აღნიშნული მიზეზების გამო (უსაფრთხოება და სპონტანურობა), დღეს ამ ფაქტების შესახებ, ინფორმაცია არ არსებობს. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სტალინი, სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, უშუალოდ ფრონტის წინა ხაზებზე დადიოდა. მაგ., ჰიტლერი მხოლოდ სსრ კავშირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა. ჩერჩილს და რუზველტს, საომარი მოქმედებების რეგიონებს, ათასობით კილომეტრი აშორებდათ. ხოლო, იმპერატორი ჰიროჰიტოსს იაპონია საერთოდ არ დაუტოვებია. 1726 3-ს მოსწონს
|