x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში

იმის შესახებ, რომ ომის დროს, სტალინი მოსკოვიდან არ გასულა, ყველასთვის ცნობილია. მაშინაც კი, როდესაც გერმანელები დედაქალაქის მისადგომებთან იდგნენ, ხოლო ქალაქში ევაკუაცია დაიწყო, ბელადს მოსკოვიდან გაქცევა არც უფიქრია. აი, ადოლფ ჰიტლერი კი, სულ აქეთ–იქით დადიოდა... და ამასთან, მხოლოდ გერმანიაში კი არა, ოკუპირებულ ქვეყნებშიც, მათ შორის, იყო სსრ კავშირშიც. თუმცა, ამ ფაქტის აფიშირებისგან, მან თავი შეიკავა.


image


ჰიტლერი მოგზაურობის დიდი მოყვარული არ იყო, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომელთა ოკუპაციაც მისმა არმიამ მოახდინა, ჩასვლა უყვარდა. ის დანგრეულ და მიწასთან გასწორებული ქალაქების ფონზე, გერმანული იარაღის სრულყოფილებაზე მსჯელობდა და საკუთარი დაუმარცხებელი არმიის და მთლიანად, ნაცისტური გერმანიის, დანარჩენ მსოფლიოზე, უპირატესობით ამაყობდა. ომით განადგურებული ქალაქების ნანგრევებზე დგომისას, ის თავს უდიდეს სტრატეგად თვლიდა.
ამასთან, ის გამუდმებით ერეოდა სამხედრო საქმეებში, რადგან ფიქრობდა, რომ ამგვარი საქმიანობისთვის შესაფერისი ნიჭი და უნარი გააჩნდა. სულ მცირე გამარჯვებასაც კი, ის საკუთარ წარმატებად თვლიდა, ხოლო მარცხის დროს, დამნაშავეს მაშინვე პოულობდა. მისგან განსხვავებით, სტალინი არასდროს დადიოდა ფრონტის ხაზზე და საკუთარი სარდლების პროფესიონალიზმს სრულად ენდობოდა.


პირველი მოგზაურობა


«ბარბაროსას» გეგმა, ომის დაწყების პირველ თვეებში, საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა, რაც გერმანელებს სწრაფი გამარჯევბის იმედს აძლევდა. იმაში დარწმუნებული, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ჰიტლერი ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ლატვიაში ჩადის.


imageმამული მალნავაში, სადაც ჰიტლერმა თათბირი ჩაატარა


მალნავაში (აღმ. ლატვია) გერმანული არმიის შტაბი – «ჩრდილოეთი» მდებარეობდა და სწორედ იქ ჩავიდა ჰიტლერი. შეხვედრაზე ის ფელდმარშალ ვილჰელმ ფონ ლეებთან ჯარების შემდგომი წინსვლის გეგმის განხილვას გეგმავდა. ფიურერი ადგილზე, დაახლოებით, 5 საათისთვის იყო და სამხედროებთან ლენინგრადის აღების გეგმის განხილვის შემდეგ, ის ისევ უკან დაბრუნდა.
დღეს ბუნკერი, სადაც ჰიტლერის მონაწილეობით, თათბირი ჩატარდა, ტურისტული ობიექტია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, ბუნკერი მოგვიანებით აშენდა, ხოლო ჰიტლერი გერმანელ ოფიცრებთან შეხვედრაზე, მამულში იმყოფებოდა.


ბრესტის ციხესიმაგრე


სსრ კავშირში ვიზიტამდე კი, ფიურერი პარიზში იყო და თავისი მონაპოვარით დატკბა. ხოლო, შემდეგ, ამ გრძნობის გაძლიერება, სსრ კავშირში მოგზაურობით გადაწყვიტა. მაგრამ, ბრესტის ციხესიმაგრესთან გერმანულმა არმიამ წინსვლა შეანელა და ჰიტლერმა, სიტუაციაში გარკვევა, ადგილზე გადაწყვიტა. ციხესიმაგრე, ბრძოლის შემდეგ ჯერ გაციებული არც იყო, იქ რომ გამოჩნდა და თან, მუსოლინთან ერთად.



imageფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჰიტლერი მოგზაურობით კმაყოფილი იყო


დიქტატორებმა ნახევრად დანგრეული ციხესიმაგრე დაათვალიერეს და თითქმის 2 საათის მანძილზე, სუფთა ჰაერზე სეირნობდნენ: მოინახულეს ადგილობრივ ეკლესი, რომელიც იმ დროს, კინოთეატრის ფუნქციას ასრულებდა, იყვნენ მდინარის სანაპიროზეც. ხოლო, შემდეგ, აეროპორტში წავიდნენ, სადაც საველე სამზარეულოში ისადილეს და უკან დაბრუნდნენ.
ვიდრე ლიდერები აუჩქარებლად სეირნობდნენ, ირგვლივ პერიმეტრს, ჰიტლერის პირადი დაცვის წევრები აკონტროლებდნენ და ციხესიმაგრის ტერიტორიაზე არავის უშვებდნენ.


ჰიტლერის მთავარი ბაზა


image ის, რაც ამ ბაზისგან დარჩა


სსრ კავშირის ტერიტორიაზე, ფიურერის პირადი ბაზა «ვერფოლი» (გერ.Werwolf - მგელი, მაქცია), სოფ. სტრიჟავკას (ვინიცის რაიონი, უკრაინა) მახლობლად მდებარეობდა. ეს რამდენიმე სართულიანი, კარგად აღჭურვილი ბუნკერი იყო, რომელშიც ჰიტლერი 1–2 საათით კი არ ჩადიოდა, იქ რჩებოდა და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა კიდეც. ეს 1942-43 წლებში ხდებოდა, როდესაც ომის მსვლელობა, გერმანელებს მოგების იმედს ჯერ კიდევ აძლევდა...
სსრ კავშირის ტერიტორიაზე, II მსოფლიო ომის მსვლელობის პერიოდში, ეს ამ დანიშნულების და მასშტაბის, ერთადერთი ობიექტი იყო.


imageბუნკერის სამუშაო კაბინეტი, დაახლოებით, ასე გამოიყურებოდა


ვერფოლს ჰიტლერი ყოველთვის თავისი საყვარელი ძაღლით, ბლონდით სტუმრობდა. ხოლო, საკუთარი ცხოვრების თანამგზავრი ევა ბრაუნი, თავისთან ერთად, არასდროს დაჰყავდა. იმ პერიოდის მანძილზე, ვიდრე ჰიტლერი იქ ცხოვრობდა, ახლომდებარე ტერიტორიებზე მოგზაურობდა. იყო ხარკოვში, ზაპოროჟიეში, პოლტავაში... და უნდა ითქვას, რომ ეს ყოველთვის დიდ რისკს უკავშირდებოდა.


ბუნკერი რუსეთში


imageბუნკერების მშენებლობა წლების მანძილზე გრძელდებოდა, ხოლო მასში ყოფნას ფიურერი წელიწადში 1–2–ჯერ თუ ახერხებდა


მიუხედავად იმისა, რომ ვინიცის ბუნკერი, სსრ კავშირის ტერიტორიაზე, ფიურერის მთავარ სამხედრო ბაზად ითვლებოდა, კიდევ ერთი ბუნკერი, რომელსაც ის სტუმრობდა, სოფ. წითელ ბორში, სმოლენსკის მახლობლად მდებარეობდა. ოფიციალური მონაცემებით, ის იქ სულ 2–ჯერ იყო: 1941 წლის შემოდგომაზე და 1943 წლის მარტში, თუმცა, შეიძლება სხვა დროსაც ჩასულიყო.
იმის შესახებ, რომ 1941 წლის შემოდგომაზე გერმანელები ამ ტერიტორიაზე ბუნკერს აშენებდნენ, საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო. იმ ადგილებში ხშირად ჩნდებოდა ქალი, რომელიც თავს ადგილობრივ მაცხოვრებლად ასაღებდა. მაგრამ რეალურად, ის მზვერავი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბუნკერის შესახებ იცოდნენ, ძალიან უცნაურია, რომ სსრ კავშირის სამხედრო ავიაციას ეს ტერიტორია არასდროს დაუბომბავს, ხოლო გერმანელებმა ის, უკან დახევის დროს, არა ააფეთქეს, ისე როგორც სხვა სამხედრო მნიშვნელოვანი ობიექტებს ანადგურებდნენ.


imageერთ–ერთი ნაგებობა, რომელიც, სავარაუდოდ, ჰიტლერისთვის იყო განკუთვნილი


ბუნკერი დღემდე არსებობს, მაგრამ ის ნაკლებად არის შესწავლილი. მხოლოდ ცნობილია, რომ ის 40 სათავსოსგან შედგება და მასში 500 მეტრამდე გვირაბი არის გაყვანილი. ხოლო, ბუნკერის შესანიღბად, 400–მდე ხე და 2–ჯერ მეტი ბუჩქი იყო დარგული. ნაგებობაში გაყვანილია წყალმომარაგება, არსებობდა მაღალი ძაბვის დენი და 2 სარეზერვო დენის წყარო.
ბუნკერის მშენებლობა 1942 წელს დასრულდა, როდესაც მისი საჭიროება, ფაქტიურად, აღარც არსებობდა. მას შემდეგ კი, რაც სმოლენსკი ფაშისტებისგან გაათავისუფლეს, საბჭოთა სამხედროებმა ბუნკერში ყველა შესასვლელი დალუქეს და კომპლექსი წყლით გაავსეს. ხოლო, მონაცემები მის შესახებ, როგორც სსრ კავშირში მიღებული იყო, გაასაიდუმლოვეს.


ჰიტლერის კვალი ბელორუსში


შემონახული კონოქრონიკის მიხედვით, ჰიტლერი ბელორუსშიც იყო, თან როგორც ჩანს, არაერთხელ. მაგალითად, ცნობილია, რომ 1941 წლის ზაფხულში, ბელორუსში «ცენტრის» არმიის ხელმძღვანელობის თათბირი ჩატარდა, რომელსაც ჰიტლერიც ესწრებოდა. მართალია, ის იქ მხოლოდ 2 სთ–ით იყო, მაგრამ ამ პერიოდში გადაწყვეტილება მიიღეს, რომლებმაც ომის შემდგომ მსვლელობაზე, დიდი გავლენა მოახდინა:
ორი სამხედრო მეთაური თათბირის დროს, ჰიტლერს ომის გაგრძელების მიმართულებაზე არ ეთანხმებოდა. მათი აზრით, სმოლენსკის აღების შემდეგ, მოსკოვის მიმართულებით უნდა წასულიყვნენ. მაგრამ, მათ ფიურერის დარწმუნება ვერ შეძლეს. ჰიტლერმა ჯერ ლენინგრადის აღება გადაწყვიტა, რომ შემდეგ, მოსკოვი ალყაში მოექცია.
ლენინგრადი ჰიტლერს, ისე აინტერესებდა როგორც სამრეწველო ცენტრი და თან, ბალტიის ზღვის სანაპიროც იქვე იყო. ამასთან, ამ ქალაქში, ქვეყანაში მძიმე ტანკების ერთადერთი ქარხანა იყო. შესაძლებელია, მოსკოვის აღება გერმანელი გენერლებისთვის, კარიერის კულმინაცია ყოფილიყო, მაგრამ მათ ამის უფლება ჰიტლერმა არ მისცა...


imageჰიტლერი იშვიათად ითვალისწინებდა საკუთარი არმიის მეთაურების აზრს


სწორედ ამიტომ მიიჩნევენ ისტორიკოსები, ბელორუსში შემდგარ გერმანული სარდლობის თათბირს საბედისწეროდ. თუმცა, იმის განსაზღვრაც რთულია, თუ რა მოხდებოდა, ჰიტლერს მეთაურებისთვის რომ დაეჯერებინა და ჯარი მოსკოვის მიმართულებით გაეგზავნა.
და ბოლოს, თუ II მსოფლიო ომის დაწყების წინ, ჰიტლერი ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილდებოდა, მას შემდეგ, რაც ომის მსვლელობაში გარდატეხა მოხდა, საკუთარი ბუნკერიდან აღარ გამოდიოდა. ის ბუნკერის და დაცვის გაძლიერებაზე ფულს არ ზოგავდა, მაგრამ ამან მაინც ვერ უშველა...

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. დედა ტერეზა – წმინდანი, თუ დემონი ანგელოზის იერით

2. სტალინის 10 ჩვევა, რომელიც მასში ხალხს მოსწონდა და რის გამოც აფასებდნენ

3. ეროტიკული კრიზისი, სულთანი და სკანდალები — რატომ შეარქვეს იბრაჰიმ I «შეშლილი»
4. მსოფლიოს ყველაზე იდუმალი არტიფაქტები
5. 5 რამ, რაც არავის უნდა გავუზიაროთ

6. რატომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელები იყვნენ. უფოლოგების ყველაზე დიდი საგანძური

1
2132
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2132
  
2021, 6 მაისი, 7:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1