x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.



image


მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.



ყველა ქალი ეჭვსგარეშე ლამაზია, თუმცა ხასიათი და თავისებურება... ასტრლოგები ამბობენ, რომ ეს განპირობებულია მათი ზოდიაქოსა და თანავარსკვლავედების მიხედვით. ერთ-ერთმა გამომცემლობამ კი შადგინა ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მოდით, ვნახოთ, ცდება თუ არა ასტროლოგია.



ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით




მე-12 ადგილი - ☞ მორიელი (23 ოქტომბერი - 22 ნოემბერი) - მედიდური, განსაცვიფრებელი, ქარიზმატული მორიელის ხიბლი ნებისმიერი საქმროს ყველაზე საშინელი კოშმარია. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალბატონებს აქვთ მაღალი მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნები პარტნიორისთვის. ერთის მხრივ, ასეთ მეუღლესთან პიროვნული ზრდის კურსები არ არის საჭირო - მამაკაცებისთვის ყოველდღიური ლექციები ქალი მორიელისგან გარანტირებულია. მეორე მხრივ კი გაგამელოტებთ. და ამის შემდეგ ახალგაზრდა, მგზნებარე მაჩოსთანაც წავა.


მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი ლამაზმანები: გრეის კელი, აიშვარია რაი, ჯულია რობერტსი.image




მე-11 ადგილი - ☞ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი) - თუ გსურთ გრაციოზული ფისუნია, რომელიც დაამშვენებს თქვენს ინტერიერსა და გაამხიარულებს ოჯახის წევრებს, თევზები იდეალური ვარიანტია. ამ მომხიბვლელი ფოსოს განწყობა პირდაპირ არის დამოკიდებული პარტნიორის საფულის სისქეზე. რაც უფრო მეტად მოეწონება მას თევზი, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ის მოფერების უფლებას მოგცემთ. მაგრამ თუ არ დააკმაყოფილებთ მის მოთხოვნებს, წავა და წასვლის შემდეგ წარუშლელ კვალს დატოვებს თქვენს გულში...


თევზების ნიშნით დაბადებული ცნობილი ლამაზმანები: სინდი კროუფორდი, ნატალია ვოდიანოვა, რიანა.image




მე-10 ადგილი ☞ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო) - ლომები ნამდვილი დედოფლები არიან! მასთან ყოველთვის არის სალაპარაკო თემა, სანახაობა და მიზეზი, თუ რატომ უნდა დაახარჯო ფული. ამ ბოლოზე კი სჯობს ძალიან ეცადოთ, რადგან ლომს უყვარს, როდესაც ავსებენ ბრილიანტებით და ასევე, მისგან დამოუკიდებლად უნდა მოაწყოთ ოჯახური ბუდე. ლომები შესანიშნავი დიასახლისები, ერთგული ცოლები და საინტერესო კომპანიონები არიან. თუმცა, რთულია მისი გულისა და ნდობის "მონადირება", რადგან მან იცის თავის ფასი.


ლომის ნიშნით დაბადებული ცნობილი ლამაზმანები: ჯენიფერ ლოპესი, უიტნი ჰიუსტონი, შარლიზ ტერონი.image




მე-9 ადგილი - ☞ მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი) - მშვილდოსანი ქალები ზრდასრული მამაკაცები არიან კაბებში. და ჯიუტი ცოლის შეკავების ყველა მცდელობა დაგვირგვინდება მხოლოდ და მხოლოდ განქორწინებით! თითქმის შეუძლებელია აიძულოთ ეს ახალგაზრდა ქალბატონები დარჩნენ სახლში, მოამზადონ წვნიანი და მოწმინდონ იატაკი. თუმცა, მასთან პარტნიორი არ მოიწყენს და ყოველ ნაბიჯზე ელოდებათ თავგადასავლები. დაიმახსოვრეთ, რომ მშვილდოსანს ისევე სწრაფად გადაუყვარდება, როგორ სწრაფადაც შეიყვარა.


მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ცნობილი ლამაზმანები: მილა იოვოვიჩი, ბრიტნი სპირსი, ტაირა ბენქსი.image





მე-8 ადგილი -☞ ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) - ზოგიერთ ქალთან მამაკაცები თავს გმირებად გრძნობენ, ზოგთან კი - სრულ დამარცხებულად. მაგრამ ტყუპ ქალბატონებთან ყველაფერი გაცილებით მარტივია - სრული თანაფარდობა და ბალანსია. მათთან თანაცხოვრებისას არ გჭირდებათ ფეხის წვერებზე სიარული, ნივთების თავის ადგილზე დალაგება, პრეტენზიების წარმოშობა, თუმცა მას ვერაფერს გამოაპარებთ. ქალი ტყუპები მაშინვე ხვდება როდის ატყუებს პარტნიორი და როდის გეგმავს მის ზურგს უკან რამეს. ის არ მოაწყობს სკანდალს, ჩუმად, აუღელვებლად გაუშვებს ჯანდაბაში.


ტყუპების ნიშნით დაბადებული ცნობილი ლამაზმანები: ანჯელინა ჯოლი, ანა კურნიკოვა, მერილინ მონრო.image





მე-7 ადგილი - ☞ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი) - ვერძ ქალთან ცხოვრება ვულკანზე ჯდომას ჰგავს. პირდაპირი, თავისუფლებისმოყვარე, ენერგიული - ის ღირს ამად. ის საათობით არ ტრიალებს სამზარეულოში, არ ისწრაფვის სრულყოფილი სისუფთავისკენ - და, შესაბამისად, არც პარტნიორს ახვევს თავბრუს რაიმე სისულელეებით. თუმცა, ეს ახალგაზრდა ამაზონი ქალბატონი ხშირად იღებს ლიდერის როლს და არ სჯერა, რომ შეუძლებელია მამაკაცის გარეშე ცხოვრება. ამიტომ, ვერძი ქალის შესანარჩუნებლად ის უბრალოდ უნდა უყვარდეთ, აღფრთოვანდნენ მისით და თავბრუ დაახვიონ რომანტიკული გარემოებებით.


ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ცნობილი ლამაზმანები: ვიქტორია ბექჰემი, კირა ნაითლი, ემა უოტსონი.image





მე-6 ადგილი - ☞ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი) - ეს ის ქალია, ვისზეც ყველა მამაკაცი ოცნებობს: დამყოლი, ნაზი, ბრძენი და მიმზიდველი. მაგრამ არის ერთი რამ - ეს მისი ემოციური რხევაა და თუ დღეს ის სიყვარულს გეფიცებათ და წვიმაში ცეკვავს თქვენტან ერთად, ხვალ შეიძლება კერძანი ქვაბი და ტაფა მოფრინავდეს შენსკენ. სკანდალები, ტანტრუმები, ტირილი... მაგრამ ამასაც კი ის მშვენივრად აკეთებს. სასწორის გვერდით ცხოვრება ხიბლის გარეშე არ გადის - და ეს მშვენიერია. თუმცა, ზუსტად მომდევნო განწყობის ცვალებადობამდე...


სასწორის ნიშნით დაბადებული ცნობილი ლამაზმანები: მონიკა ბელუჩი, ემილია კლარკი, ბრიჯიტ ბარდო.image




მე-5 ადგილი - ☞ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი) - საუკეთესო ცოლების ხუთეულს ქალწულები ხსნიან. ქორწინებაში ის არ არის მეუღლე, უფრო საუკეთესო მეგობარი ან თანამგზავრი. ისინი ხშირად იკავებენ წამყვან პოზიციას ოჯახში და ამას ისე ტექნიკურად აკეთებენ, რომ კაცმა იფიქროს, შეცდომით მიიჩნია თავი ხელმძღვანელად. ასევე დახელოვნებული მანიპულატორები არიან, ასე რომ, მისი ამ ქცევის გამო თვალები დახუჭეთ.


ქალწულის ნიშნით დაბადებული ცნობილი ლამაზმანები: კლაუდია შიფერი, სალმა ჰაიეკი, ბიონსე.image





მე-4 ადგილი - ☞ კურო (20 აპრილი - 21 მაისი) - ახალგაზრდა ქალბატონი-კურო სამართლიანად იკავებს საპატიო მეოთხე ადგილს. თუ მოახერხეთ მისი გულის მოგება, გილოცავთ! ის არავის ირჩევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნამდვილად ხედავს თქვენში პოტენციალს. ამ ქალბატონებს აქვთ ნამდვილი ნიჭი - გადააქციონ ნებისმიერი კაცუნა საოცნებო კაცად. ისინი გონივრულად აზროვნებენ, ემოციებში თავშეკავებულები და რაც მთავარია - სათუთი და მგრძნობიარენი არიან. ხშირად კურო ქალები იდეალური დიასახლისები, მზრუნველი ცოლები და მოსიყვარულე დედები არიან.


კუროს ნიშნით დაბადებული ცნობილი ლამაზმანები: ჯესიკა ალბა, მეგან ფოქსი, ჯიჯი ჰადიდი.image






მე-3 ადგილი - ☞ თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი) - თხის რქა ხსნის საუკეთესო ცოლების სამეულს. მათთან ქორწინება შვეიცარიულ საათს ჰგავს – ყველაფერი ნათელია და კარგად ჩამოყალიბებული. უფრო მეტიც, ახალგაზრდა ქალბატონებს -თხის რქებს შორის წარმატებული ურთიერთობის საიდუმლო ძალიან მარტივია. ის ირჩევს საუკეთესო მამაკაცს და ურთიერთობაც საუკეთესოდ ეწყობა.


თხის რქის ნიშნით დაბადებული ცნობილი ლამაზმანები: ქეით მიდლტონი, ირინა შეიკი, ნინა დობრევი.image





მე-2 ადგილი - ☞ მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი) - მეორე ადგილზე არიან ზღვის ქალწულები - მერწყული. მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ ცდილობენ იყვნენ პირველები, რადგან მერე როგორ იცხოვრონ ოცნების გარეშე? ეჰ, რამდენი კაცის გული გაანადგურეს! ყველაფრის ბრალია მარად ლამაზები რომ არიან ხალისიანი განწყობით და ასევე მათი უკონტროლო ტემპერამენტი. მისი ერთადერთი ნაკლი, ალბათ, მიუწვდომელობაა. სანამ იტყვის სანუკვარ „დიახ“-ს, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გულდასმით შეისწავლოს საქმრო მთელი მისი არსებებით.


მერწყულის ნიშნით დაბადებული ცნობილი ლამაზმანები: ჯენიფერ ენისტონი, ქლოე მორეცი, შაკირა.image





პირველი ადგილი - ☞ კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი) - სამაგალითო ცოლი, დედა და რძალი – დიახ, ეს ყველაფერი მომხიბვლელ კირჩხიბზეა ნათქვამი. მაშინაც კი, თუ მისი გულის მონადირება ადვილი არ არის, შვიდი წყვილი რკინის ჩექმის გაცვეთად ღირს. საყვარელი ადამიანების გულისთვის ის მზად არის ყველაფრისთვის: შევიდეს ცეცხლმოკიდებულ ქოხში და გააჩეროს მოლაშქრე ცხენი. რთულ დროს ის არასოდეს მიატოვებს ქმარს, მასთან ერთად გადალახავს ყველა სირთულეს. მისთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ, სახლი ყოველთვის სუფთაა და ბავშვები მოვლილი და მოწესრიგებული, ქმრის მშობლების მოვლასაც კი ახერხებს. იდეალური მეტი არაფერია.


კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ცნობილი ლამაზმანები: პრინცესა დიანა, სელენა გომესი, მარგო რობი.image




0
710
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
710
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0