საზოგადოება "მე მგონი, ყომარში წაგვაგეს... შეგვეშვით! 50 მილიონი ხართ! ჩვენ 3" - ლალი მოროშკინა 2022, 27 მარტი, 10:36 "აი რატომ ვერავინ შეედრება ქართველს! აი რატომ ვართ წილხვედრი-ახლა მაინც ხომ მივხვდით!? გვიჭირდა თუ გვილხინდა, მიწებს ვკარგავდით თუ შვილებს, სოფლებს და ქალაქებს გვართმევდნენ თუ ზღვას და მდინარეებს, არასოდეს, არასოდეს გვითხოვია სხვა ქვეყნის შვილების სისხლი, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად! შ ე გ ვ ე შ ვ ი თ! ხელები შორს საქართველოსგან! კიდევ მინიმუმ ორი თაობა გვჭირდება, რომ 90-იანების ნიშნულამდე მივიდეთ! 3 მილიონიან ერს თხოვენ მსხვერპლშეწირვას! არა! არა! არა!"-წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში. "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა" - ინფორმაციას ამის შესახებ უკრიანული მედია ავრცელებს. "მე მგონი ყომარში წაგვაგეს... შეგვეშვით!!!50 მილიონი ხართ! ჩვენ 3!!!! არ მოგცემთ შვილებს, არა!!!!!!" - წერს მოროშკინა. 2534 5-ს მოსწონს
|